სწავლება საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა

80
(განახლებულია 13:08 11.09.2020)
ბაზაზე კარანტინის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბაზის მწვრთნელს ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა, იუწყება „პირველი არხი“.

როგორც ტელეარხს საჩხერის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი ტაბატაძემ განუცხადა, კარანტინის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბაზის მწვრთნელს ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ინფიცირების წყაროა „რუსთავის კლასტერი“.

ინფიცირებული მწვრთნელი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.

ამასთან, ტაბატაძის ინფორმაციით, კარანტინში იმყოფება 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ მწვრნელთან.

რაც შეეხება საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე მყოფ დანარჩენ 153 პირს, მათ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

საქართველოში გუშინ კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი – 57 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირების დღიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

80
თემები:
COVID-19 საქართველოში (1809)
ხელბორკილი

ბაჩალიაშვილის საქმე: პროკურატურამ დავით ფურცხვანიძე დააკავა

14
საქართველოს პროკურატურამ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ექსპერტიზა უკვე ჩაატარა და ისინი გაყალბებულად ცნო

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. პოლიციამ  დავით ფურცხვანიძე დააკავა, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გადასცა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ფოტოების თემა რამდენიმე ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ამოტივტივდა. როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებდა, ე.წ. სატელიტური ფოტოები ადასტურებდა, რომ გოგონას ავტომობილი დანაშაულის ადგილზე მოგვიანებით მიიყვანეს. ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ფოტოები გაყალბებული იყო და წყაროს ძიება დაიწყო.

ფურცხვანიძის დაკავების დეტალებზე პროკურატურა ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია მხოლოდ, რომ მიხეილ რამიშვილმა იგი ე.წ. სატელიტური ფოტოების წყაროდ დაასახელა. საქართველოს პროკურატურამ რამიშვილის ტელეფონიდან ამოიღო მონაცემები, რომლებიც ადვოკატისთვის ფოტოების გადაცემას ეხებოდა. 

ფოტოების საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე  „მტკიცებულებების გაყალბებისა“ და „ კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის“ მუხლებით.

23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმეზე ცალკე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურაში ამტკიცებდნენ, რომ პარალელური გამოძიება რამიშვილს საადვოკატო პრაქტიკაში ხელს არ შეუშლის.

რამიშვილი და გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმებიან გამოძიების ვერსიას შესაძლო სუიციდზე და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.
სკანდალური ფოტოები, რომელთაც პროკურატურამ ყალბი და დამონტაჟებული უწოდა, ადვოკატმა რანიშვილმა პირველად ტელეკომპანია Formula–ს ეთერში სექტემბრის დასაწყისში გაასაჯაროვა.

14
მცხეთის სასამართლო – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება

39
(განახლებულია 14:18 25.09.2020)
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულები ბრალს აღიარებენ, ბრალდების მხარემ შეიძლება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადოს

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik.  პროკურორი გიორგი მუკმანიანი არ გამორიცხავს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. 

რეზონანსულ საქმეზე 17 პირი გადის, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია. ნაწილს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს - დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში.

პროკურორის თქმით, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება აღიარების სანაცვლოდ  შეიძლება გაფორმდეს.

 „საპროცესო შეთანხმება – მოლაპარაკებების საგანია და მისი აუცილებელი პირობა დანაშაულის აღიარებაა. მოლაპარალებების წარმოების უფლება ბრალდებულს აქვს. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ბრალდების მხარეს მიმართონ და ჩვენ მას განვიხილავთ“, განაცხადა მუკბანიანმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე უამრავი დაზიანებაა, რომელიც სიცოცხლეშია მიყენებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.

39
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე