Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ რა სიმპათიური შეყვარებული ჰყავს ირაკლი ჩარკვიანის გოგონას – წყვილის ფოტოები

© courtesy of Nana Charkvianiნანა ჩარკვიანი
ნანა ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანას მშობლებს საზოგადოება კარგად იცნობს. ქეთათო 17 წლის იყო, როდესაც ბედი თავის საყვარელ მუსიკოსს დაუკავშირა. საკმაოდ არაორდინარული წყვილი იყო.

ნანა ჩარკვიანი, რომელიც ცნობილი მშობლების შვილია, თავს სრულიად ინდივიდუალურ ადამიანად მიიჩნევს და არ სურს საკუთარი მშობლების ჩრდილქვეშ ცხოვრება. უნდა რომ მას, როგორც უბრალოდ ნანა ჩარკვიანს იცნობდნენ და არა ქეთათოს და ირაკლი ჩარკვიანის შვილს. გოგონა მე­თერ­თმე­ტე კლასის მოსწავლეა. ამ ეტაპ­ზე დიდი გეგ­მე­ბი არ აქვს, იცის მხოლოდ ის, რომ პროფესიად ჰუმანიტარულ მიმართულებას აირჩევს.

„ყო­ველ­თვის იყო მო­მენ­ტი, რომ მინ­დო­და თუ არა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა მი­წევ­და. მახ­სოვს, ლონ­დონ­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, მძღო­ლი ჩემ გარ­და არა­ვის ჰყავ­და. როცა ბავ­შვე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ბა­ბუ­ა­შე­ნი რას საქ­მი­ა­ნობ­სო, აფი­ში­რე­ბას არ ვუ­კე­თებ­დი იმას, რომ იგი ელჩი იყო. მერე მივ­ხვდი, რომ და­სა­მა­ლი არა­ფე­რია და, პი­რი­ქით, ეს სა­ა­მა­ყოა“, – ამბობს ნანა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მისი თქმით, ირაკლი როცა გარდაიცვალა, ორწლინახევრის იყო, ამიტომ მამის გაცნობა ირაკლის შემოქმედებიდან შეძლო. „მის­გან მეც ის დამ­რჩა, რაც ყვე­ლას და­უ­ტო­ვა – თა­ვი­სი მუ­სი­კა, პო­ე­ზია, მწერ­ლო­ბა, და ამის დახ­მა­რე­ბით მე შევ­ძე­ლი ირაკ­ლი გა­მეც­ნო სიღ­რმი­სე­უ­ლად, ბევ­რი გა­მე­გო მას­ზე. მუ­სი­კო­სებ­სა და შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ეს მიყ­ვარს – რე­ა­ლუ­რად ტო­ვებ ისეთ რა­ღა­ცას, რომ­ლი­თაც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია შენი გაც­ნო­ბა. ჩემ შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და, ირაკ­ლის წიგ­ნი წა­ვი­კი­თხე და ის ჩე­მე­ბუ­რად გა­ვი­ცა­ნი. ირაკ­ლი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი მუ­სი­კო­სი, მწე­რა­ლი, პო­ე­ტია... და სულ იქ­ნე­ბა! მის ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რებ და ესეც ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს“, – ამბობს ნანა ჩარკვიანი.

View this post on Instagram

🎸🇬🇪 ❣ *

A post shared by * 𝐍 𝐚 𝐍 𝐚 $ 𝐢 * (@nanacharkvianni) on

ბოლო დროს გოგონა სოციალურ ქსელში უფრო და უფრო ხშირად აქვეყნებს ბიჭთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ ფოტოებს. როგორც ჩანს, ნანა ჩარკვიანი შეყვარებულია და ურთიერთობას არ მალავს.

View this post on Instagram

barbie dreams ✨ *

A post shared by * 𝐍 𝐚 𝐍 𝐚 $ 𝐢 * (@nanacharkvianni) on

ნანას მშობლებს საზოგადოება კარგად იცნობს. ქეთათო 17 წლის იყო, როდესაც ბედი თავის საყვარელ მუსიკოსს დაუკავშირა. საკმაოდ არაორდინარული წყვილი იყო. ხშირად წერდნენ დუეტებს, გამოდიოდნენ კლუბებში კონცერტებზე, რომელთა ჩანაწერებიც დღემდეა შემონახული. შემდეგ შეეძინათ გოგონა – ნანა. ამბობენ, რომ ამ ასაკში შვილის დაბადებამ ჩარკვიანი უდიდესი პასუხისმგებლობით აავსო. მალე შვილს სიმღერაც მიუძღვნა. ირაკლის გარდაცვალების შემდეგ ქეთათოს მიმართ ყურადღება გაორმაგდა. ინტერვიუებში ჟურნალისტები უკვე თამამად ეკითხებოდნენ, იფიქრებდა თუ არა მეორედ დაოჯახებაზე, რაზეც მუსიკოსი პასუხობდა, რომ არაფერს გამორიცხავდა. ქეთათომ მუსიკის წერა გააგრძელა, ხშირად ჩნდება სხვადასხვა საზოგადოებრივ ადგილებში და არც აქტიურობა დაუკლია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ქეთათო პოპიაშვილი „ინსტაგრამზე“ პერიოდულად აქვეყნებს ფოტოებს, საიდანაც ჩანს, რომ ის შეყვარებულია. მას სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო უდევს, სადაც მისი საყვარელი მამაკაცია გამოსახული, ერთგან ისინი ერთმანეთს კოცნიან და გრძნობების დემონსტრირებას არ ერიდებიან.

როგორც ჩანს, რჩეული ქეთათომ ქალიშვილს, ნანასაც გააცნო, რადგან ერთი ფოტო სწორედ ნანასთან ერთად არის გადაღებული. სამწუხაროდ, ქეთათოს თავისი შეყვარებული მონიშნული არ ჰყავს არც ერთ ფოტოზე, ასე რომ, მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0