გახარია პედაგოგებს მიმართავს: თავი შეიკავეთ სამსახურში გამოცხადებისგან, თუ...

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღეებში ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ფონზე მთავრობამ სხვადასხვა რეგულაცია დააწესა.

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. მოვუწოდებ იმ მასწავლებლებსა და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც 15 აგვისტოდან აჭარაში ან სხვა მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში იმყოფებოდნენ, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კორონავირუსმა დღის წესრიგი ისევ შეცვალა, ანუ როგორ ემზადება საქართველო მეორე ტალღისთვის>>

პრემიერმა მასწავლებლებს მოუწოდა, ასეთ შემთხვევაში სამსახურში სწავლის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში არ გამოცხადდნენ.

„მასწავლებლებმა, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებმა, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი უწყებები და თავი შეიკავონ სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებისთვის პანდემიის პირობებში მუშაობის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა დაცვაც ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იწყება

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, სასწავლო პროცესი არ გადაიდება. ზოგიერთი სასწავლო დაწესებულება, კერძოდ, ქობულეთისა და ბათუმის სკოლები, სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ რეჟიმში იმუშავებენ 1 ოქტომბრამდე.

ბოლო დღეებში ქვეყანაში მკვეთრად გაზრდილი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ფონზე მთავრობამ სხვადასხვა რეგულაციები დააწესა და კონტროლი გაამკაცრა.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური რეკორდული მაჩვენებელი – 57  შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში პირველად მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა – 34 შემთხვევა; 8 სექტემბერს კი 45 შემთხვევა გამოვლინდა. 

საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიები სპეციალური ხსნარებით მოირეცხება>>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1830-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1334 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0