თბილისში ნოტარიუსთა პალატის ახალი თანამედროვე ოფისი გაიხსნა

© photo : Ministry of Justice of Georgia / FBნოტარიუსთა პალატის შენობის გახსნა
ნოტარიუსთა პალატის შენობის გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ახალი მისამართი აქვს – ის ახლა ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, ე.წ. გერმანულ უბანში ლამაზ შენობაშია განთავსებული.

თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ მისამართი შეიცვალა – ახლა ის ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე განთავსდა. ოფისი საზეიმო ვითარებაში გახსნეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ახალ ოფისს 2,6 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი უკავია და გათვლილია როგორც თანამშრომლების კომფორტულ პირობებში მუშაობაზე, ასევე მოქალაქეთა ხარისხიანად მომსახურებაზე.

იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს რეგიონებში სანოტარო ბიუროები იხსნება

პირველ სართულზე განლაგდა საკონსულტაციო ოთახები მოქალაქეებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იურიდიული კონსულტაციისა და ინფორმაციის მიღებას სანოტარო სერვისების შესახებ, შეძლებენ ისარგებლონ სანოტარო არქივის მომსახურებით და მოიძიონ მათთვის საჭირო დოკუმენტაცია.

უფრო კომფორტული გახდა გარემო ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებისთვისაც. კანონის მიხედვით, ნოტარიუსის პროფესიით დაინტერესებულმა პირებმა სავალდებულო სტაჟირება უნდა გაიარონ. მალე სტაჟირების თეორიული ნაწილის გავლა შესაძლებელი გახდება თანამედროვე ტიპის აუდიტორიაში. სტაჟიორთა განკარგულებაშია საკონფერენციო დარბაზები და მდიდარი ბიბლიოთეკა, სადაც ისინი შეძლებენ იურიდიული ლიტერატურის, საქართველოს კანონმდებლობის, სანოტარო საქმიანობის შესახებ ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტების გაცნობას.

ამას გარდა, ახალ ოფისში იქნება საგამოფენო სივრცე, სადაც ქართული ნოტარიატის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტები განთავსდება.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეთა ონლაინ-მომსახურების ახალ მოდელს აუმჯობესებს

თანამედროვე შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებზე. ცენტრალურ შესასვლელში მოეწყო სპეციალური ამწე ლიფტი, რომლის საშუალებითაც შშმ პირები მოხვდებიან პირველ სართულზე, შიდა ლიფტით კი გადაადგილდებიან შენობის სხვადასხვა სართულზე.

შენობის რეკონსტრუქცია 2018 წლის ბოლოს დაიწყო. მანამდე აქ სახელმწიფო სერვისების განვითარების საარქივო სამსახური იყო განთავსებული.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს, თუმცა „გერმანული უბნის“ ინტერიერის ნაწილია და უფრო ძველი შენობის ადგილზე მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა. საბჭოთა პერიოდში მას არაერთი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, დღეს კი ე.წ. აგურის სტილის არქიტექტურის ნიმუშია.

ყველა ახალი ამბავი
0