ტესტირება

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

98
(განახლებულია 15:30 10.09.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1830 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1334. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1830 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1334, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

98
თემები:
COVID-19 საქართველოში (1757)
სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი

„არ მჯეროდა ვირუსის...“ -რას წერდა სოციალურ ქსელში ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

19
(განახლებულია 14:41 21.09.2020)
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 695 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 534, გარდაიცვალა – 20

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik. 60 წლის მასწავლებელმა, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელა.

ქალი წერდა, რომ დაინფიცირებამდე კორონავირუსის არ სჯეროდა.

„აფხა­ზე­ბო, გა­უფრ­თხილ­დით თავს. ინ­ფექ­ცია ჩვენს შო­რი­საა. მეც არ მჯე­რო­და ვირუ­სის, მაგ­რამ გუ­და­უ­თა­ში აღ­მოვ­ჩნდი“, - წერ­და ქალი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი იყო.

ქალი 20 სექ­ტემ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა „ბო­მონდში“, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტი სო­ხუ­მი­დან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 695 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 534, გარდაიცვალა – 20.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

19
თემები:
COVID-19 საქართველოში (1757)
თბილისი

საქართველოში ცვალებადი ამიდნია მოსალოდნელი: სინოპტიკოსების პროგნოზი

15
(განახლებულია 14:39 21.09.2020)
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში თბილი ამინდია მოსალოდნელი – ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსი იქნება

 

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – ქვეყნის ზოგიერთ რაიონში 26 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 „საქართველოს ზოგიერთ რაიონში 21-25 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში  პლუს 26 –31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პლუს 23 –28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხანმოკლე წვიმაა ნავარაუევი თბილისშიც. 21-22 სექტემბერს  ჰაერის ტემპერატურა პლუს 24–26, ხოლო 23-25 სექტემბერს  პლუს 27–29 გრადუსი იქნება.

15
თემები:
ამინდი საქართველოში