ქართველი მოსწავლეები ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის პრიზიორები გახდნენ

© photo: Shota Rustaveli Georgian National Science Foundation / FBევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის პრიზიორები
ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის პრიზიორები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო და ევროპის უძლიერესი მოსწავლეების ოთხეულში მოხვედრა - საქართველოს ახალგაზრდები ღირსეულად წარდგნენ პრესტიჟულ ოლიმპიადაზე

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა მოსწავლეებმა კარგად წარმოაჩინეს საკუთარი თავი ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ამის შესახებ ნათქვამია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომპიუტერისა და ნოუთბუკის ეკრანები - Sputnik საქართველო
საქართველოში ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მიმდინარეობს

ძირითადი გუნდის წევრებმა 1 ოქროს (ლუკა მოსიაშვილი), 1 ვერცხლის (იოსებ რიგვავა) და 1 ბრინჯაოს (ქეთა ციმაკურიძე) მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ლუკა მოსიაშვილი ევროპის 4 უძლიერეს მოსწავლეს შორის მოხვდა. ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მეორე გუნდის წევრმა ლუკა მელაძემ.

შემდგომში, 13-19 სექტემბერს ქართველი მოსწავლეები მსოფლიოს 32-ე ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2-6 სექტემბერს გაიმართა ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადა, რომელშიც 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ოლიმპიადის ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფდნენ.

სკოლებში ელექტრონული ჟურნალი შემოდის >>

ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი იმართება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით. პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში გაიმართა.

 

ყველა ახალი ამბავი
0