გამყრელიძე: დამსაქმებლები ვალდებული არიან...

გამოწერა
ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. დღევანდელი მონაცემებით, ახალი კორონავირუსი სულ 1773 ადამიანს დაუდგინდა.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. დამსაქმებლები ვალდებული არიან თვალყური ადევნონ თავიანთი დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ეპიდვითარება „წითელ ზონაში“: აჭარაში კორონავირუსი 25 პირს დაუდგინდა>>

მან დამსაქმებლებს მიმართა, ყურადღებით მოეკიდონ თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას. 

„მოვუწოდებ ყველა დამსაქმებელს, არ დაუშვან არავინ სამსახურში მომატებული ტემპერატურით. თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება, დამსაქმებლებმა ისინი ცხელების ცენტრში უნდა გადაამისამართონ", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ურიგო არ იქნება, თუ სამსახურები დისტანციურ მუშაობაზე გადავლენ. 

10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილებისა და  ქელეხების გამართვა იკრძალება - Sputnik საქართველო
10 სექტემბრიდან იუბილეების, ქორწილებისა და ქელეხების გამართვა იკრძალება

ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0