მაია ასათიანი

მაია ასათიანმა შეყვარებული გამოაჩინა? ტელეწამყვანი რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს

112837
(განახლებულია 17:50 09.09.2020)
მაია ასათიანი სოციალურ ქსელში რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი ურთიერთობას აღარ მალავს.

რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

„რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა ტელეწამყვანმა. ცოტა ხნის წინ კი მან „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ რომანტიკული ფოტო დადო, სადაც, სავარაუდოდ, საყვარელ მამაკაცთან ერთადაა.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან. როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. მას გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი კუნძულ ბალიზე განმარტოვდა, რადგან შვილის გარდაცვალების წლისთავი იყო. ტელეწამყვანმა კუნძულზე უამრავი წიგნი მოიმარაგა, დადებითი ემოციები დააგროვა და კეთილი ადამიანები გაიცნო.

112837
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2112)
თბილისი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 27 სექტემბერს

8
(განახლებულია 11:31 25.09.2020)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს კვირას მზიანი და უნალექო ამინდი ელოდებათ – ჰაერი 28 გრადუსამდე გათბება

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში  კვირას, 27 სექტემბერს, თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

მზე 06:53 საათზე ამოვა და 18:48 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა  ღამით პლუს 17 გრადუსი, ხოლო დღისით პლუს 28 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

8
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში
პალატა

საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

29
(განახლებულია 11:32 25.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია,

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავამყოფოში იყო მოთავსებული, თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ კი 836 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

29
თემები:
COVID-19 საქართველოში