ლაბორატორია

რესტორან „რესპუბლიკის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

58
(განახლებულია 16:05 09.09.2020)
რესტორნის მენეჯერის განცხადებით, დაწესებულება იმ დრომდე იქნება დაკეტილი, ვიდრე ყველა თანამშრომლის ტესტის პასუხი არ იქნება ცნობილი.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. თბილისში რესტორან „რესპუბლიკის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, იუწყება „პირველი არხი“.

რესტორანი „რესპუბლიკა“ კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო გუშინ დაიკეტა. 

რესტორნის მენეჯერის თაკო კვერნაძის განცხადებით, დაწესებულების ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია. პაციენტის ინფოცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. რესტორნის ყველა თანამშრომელს ტესტირება უტარდება.

რესტორანი იმ დრომდე იქნება დაკეტილი, ვიდრე ყველა თანამშრომლის ტესტის პასუხი არ იქნება ცნობილი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1325, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

58
თემები:
COVID-19 საქართველოში (1809)
გიორგი გახარია

ბრძოლა ჰაკერებთან: თბილისში კიბერუსაფრთხოების ფორუმი იმართება

4
(განახლებულია 15:20 25.09.2020)
ფორუმი ყოველწლიურად  ჩატარდება და მისი ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების  წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა.

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik.  თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი იმართება, რომლის ორგანიზატორიც  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოა.   

ფორუმი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.  საკუთარ გამოსვლაში მან აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულების სრულყოფა, რამდენადაც კიბერსივრცე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

 „კიბერსივრცე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კიბერსივრცეში ყოველდღიურად ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც წარმოადგენს არსებით ელემენტს მთავრობების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და და ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული სამსახურები არაერთხელ გამხდარან კიბერთავდასხმების ობიექტი.

ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მისი განცხადებით ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების სფეროში საკუთარი პოზიციები გააძლიერა, თუმცა, სასურველია, რომ იგი უფრო გაძლიედეს. 

„ეს ურთულესი მიმართულებაა... ძალზე მნიშვნელოვანია მისი გაძლიერება. გუშინ ეს მიმართულება გაცილებით სუსტი იყო, დღეს ჩვენ შედარებით ძლიერები ვართ, მაგრამ გვსურს, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტად გავძლიედეთ“, – განაცხადა გომელაურმა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით უკვე შემუშავებულია გარკვეული სტრატეგია და ეს ფორული ამის წარმატებული შედეგია.

 „თქვენ ხედავთ თუ რამდენად დიდი ინტერესი გამოიწვია დღევანდელმა დღემ. ამაზე მეტყველებს ფორუმზე ელჩების, სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების ყოფნა, რომლებიც ამ სფეროსადმი ინტერესს იჩენენ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მინისტრმა.

ფორუმი ყოველწლიურად  ჩატარდება და მისი ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების  წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა.

4
ნინი ბადურაშვილი, ანასტასია თოფურიძე და ქეთო თოფურიძე

ნინი ბადურაშვილის უმცროსი დის გლამურული მოგზაურობა - გოგონა მონტე-კარლოს ქუჩებს იპყრობს

62
(განახლებულია 15:00 25.09.2020)
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ცნობილები საზღვარგარეთ მიემგზავრებიან. ნინი ბადურაშვილის უმცროსი და- ქეთევანი მონტე-კარლოს ცნობილ დაქალთან ერთად ეწვია. გლამურული ფოტოები სოციალური ქსელიდან...

ეკა კახიანს სამი ქალიშვილი სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად ამისა, გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. წლიდან წლამდე მომღერალ დედას სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან. თავად ეკა კახიანს კი წლები ვერაფერს აკლებს. ნინი ბადურაშვილი, ანასტასია და ქეთევან თოფურიძეები დედასთან ერთად ხშირად პოზირებენ, თუმცა ქეთევანი ქალბატონების ამ გუნდს დროებით გამოეთიშა. კახიანების შვილიშვილი მონაკოს ეწვია.

View this post on Instagram

A post shared by Keto Topuridze (@ketevanne) on

 

რამდენიმე თვის წინ ქეთი თოფურიძე საინტერესო საქმიანობაში ჩაერთო. ახალგაზრდა ასაკის მიუხდავად, ქეთევან თოფურიძე „უნირენტ ჰოლდინგის“ კომერციული დირექტორია. ეს უმსხვილესი კომპანია ძვირადღირებული მანქანების გაქირავებას კურირებს.

View this post on Instagram

girls Trip

A post shared by Keto Topuridze (@ketevanne) on

ეკა კახიანი გადატვირთული გრაფიკის გამო შვილებთან ერთად იშვიათად იკრიბება. თუმცა ახლა გამონაკლისია, ვინაიდან კარანტინის გამო ყველამ სახლში მოიყარა თავი. ეკა კახიანი ქალიშვილებთან შექმნილ კოლაჟებს ხშირად აქვეყნებს.

View this post on Instagram

A post shared by Keto Topuridze (@ketevanne) on

ქეთევანი მონაკოში რამდენიმე მეგობართან ერთად გაემგზავრა. მათ შორის არის სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეპიზოდური როლის მსახიობი - სალი კერატიშვილი, რომელიც „შავლეგ მადლიანის“ საყვარლის როლს ასრულებდა.

62
თემები:
სელებრითების ცხოვრება