Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ რა ლამაზი შვილი ჰყავს ჩცდ-ის „ცოტნე ცოტაშვილს“ – ფოტოები

© Photo: Tako Shoshiashvili / FBგიორგი ბახუტაშვილი და თაკო შოშიაშვილი
გიორგი ბახუტაშვილი და თაკო შოშიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ბახუტაშვილი განსაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“. მსახიობს არაჩვეულებრივი მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი საზოგადოებამ ცნობილი სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟით გაიცნო. ერთი პერიოდი მსახიობი სერიალიდან წავიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სერიალი ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში გადის, როლს დაუბრუნდა და ძველი პოპულარობაც გაიორმაგა.

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი და მისი მეუღლე თაკო შოშიაშვილი უკვე 6 წელია ერთად ცხოვრობენ და ერთად ზრდიან პატარა ქალიშვილ ბეას, რომელიც უკვე წამოიზარდა და 4 წლის ლამაზი გოგონაა, ისევე, როგორც მისი მშვენიერი დედა თაკო. გიორგის მეუღლე მოდელია და ოპერატორი.

„გიორგი გადასარევი მამაა, მაქსიმალურად ერთვება ყველაფერში, მეტიც, თავიდან, ბეა რომ გაჩნდა, დაახლოებით ერთი თვე ხელში ვერ ამყავდა, მეშინოდა. ღამე რომ იღვიძებდა, გიორგი უცვლიდა, მე ვედექი თავზე, მეჩხუბებოდა, დაიძინე ღამეს რაღას ათენებ ტყუილადო. ახლაც, როცა თავისუფალი დრო აქვს, მაშინვე სახლში გამორბის, სულ მოეჩქარება“, – ამბობს თაკო ერთ-ერთ ინტერვიუში.

ყველა ახალი ამბავი
0