Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინი ბადურაშვილის ყოფილ ქმარს ულამაზესი ცოლ-შვილი ჰყავს – ნახეთ როგორ ჰგავს ელენე მის დას

© Photo: Irina Shinkareva / FBირაკლი კუტალაძე და ირინა შინკარევა
ირაკლი კუტალაძე და ირინა შინკარევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ბადურაშვილის ყოფილ ქმარს ირაკლი კუტალაძეს მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. მეორე ცოლთან ერთად ის გასული წლის ზაფხულში საქართველოშიც იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში.

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კუტალაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მან ყველასთვის მოულოდნელად მომღერალ ნინი ბადურაშვილზე იქორწინა. შემდეგ იყო სკანდალური განქორწინება და მას შემდეგ ირაკლი კუტალაძე ყურადღების ცენტრშია.

ნინი ბადურაშვილის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ის 2012 წლის ოქტომბერში გათხოვდა ირაკლი კუტალაძეზე. ირაკლიმ და ნინიმ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. თუმცა ხმები მათი დაშორების შესახებ ძალიან მალე გავრცელდა, რაც მალე ბადურაშვილის „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში გამოჩენამაც გაამყარა. ნინი ბადურაშვილი ქმარს 2013 წელს, ქორწინებიდან ოთხ თვეში დაშორდა. ყველაფერს ფარდა მომღერლის მეუღლემ ირაკლი კუტალაძემ ახადა, როდესაც ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში სკანდალური განცხადებები გააკეთა. „ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს საერთოდ არ სჭირდები“, – ამბობდა ირაკლი.

ის ამტკიცებდა, რომ ნინი ორმაგი სტანდარტით თამაშობდა – პრესაში მეუღლეს აქებდა, ხალხში კი ის და მისი ოჯახის წევრები ლანძღავდნენ. ირაკლი არ უარყოფდა, რომ ქორწინების ინიციატორი თავად იყო – ნინი ურთიერთობაში შემიყვარდა, მეგონა მასაც ვუყვარდი, რადგან ჯვრისწერაზე უსიტყვოდ დამთანხმდაო. განსხვავებული პოზიცია ჰქონდა მაშინ ნინის ოჯახს.

ნინის ბებია ლალი ბადურაშვილი ამბობდა, რომ ირაკლი მეუღლისთვის დროს ვერ პოულობდა, ორსული ნინი კი მთელი დღის მანძილზე სახლში მარტო იყო. მას შემდეგ, რაც ელენე გაიზარდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დასტაბილურდა. ეს მომღერალმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუშიც აღნიშნა და განაცხადა, რომ მშობლების უთანხმოება შვილზე არ უნდა მოქმედებდეს, რომ მათი ურთიერთობა დასტაბილურდა, ირაკლი კარგი მამაა, ხშირად მიჰყავს ელენე მოსკოვში, ასევე დუბაიში, თავის ოჯახთან ერთად, თით­ქმის 3 წელია,­ ახალი ოჯახი ჰყავს – მეუღლე, შვილი და ელენეც ამ ახალ წელს მამასთან შეხვდა.

ახლა ირაკლი კუტალაძეს მეორე მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს. მეორე ცოლთან ერთად ის გასული წლის ზაფხულში საქართველოშიც იმყოფებოდა მეგობრის ქორწილში. მეუღლე – ირინა შინკარევა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს გოგონების ერთობლივ ფოტოებს, როგორც ჩანს, ელენეს დედინაცვალთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0