ხანდაზმული ქალი

როგორ მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა საქართველოში

167
(განახლებულია 21:16 08.09.2020)
პენსიები არა მარტო გროვდება, არამედ იზრდება – საპენსიო აქტივებზე საპროცენტო დარიცხვებმა უკვე 79,5 მილიონი ლარი შეადგინა.

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. 8 სექტემბრის მონაცემებით, დაგროვებული პენსიით უკვე 447 ადამიანმა ისარგებლა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე.

რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით საქართველოში >>

მათ შორის, ვინც დაგროვებული პენსიით ისარგებლა, 211-მა მოქალაქემ დაგროვილი თანხა მიიღო საპენსიო ასაკის შესრულების საფუძველზე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო – ერთმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით – 186-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლებით ისარგებლა 49 პირმა.

სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილეთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, თვეში საშუალოდ 9000 ადამიანით. ამ დროისათვის სქემაში მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.

საპენსიო აქტივებზე საპროცენტო დარიცხვებმა უკვე 79,5 მილიონი ლარი შეადგინა.

სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11,1%-ში, რაც 2,3-ჯერ აღემატება ქვეყანაში მიმდინარე წლიური ინფლაციის მაჩვენებელს – აგვისტოს მდგომარეობით ის 4.8%-ს უდრის.

გარდა ამისა, საპენსიო აქტივების წლიური აქტივობა 1.3-ჯერ აღემატება ლარის შემოსავლიანობის მაჩვენებელს.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. ახალი საპენსიო სისტემა სავალდებულო ხასიათს ატარებს.

შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

დაგროვებული ფული პენსიონერებს პროცენტებით დაუბრუნდებათ – საშუალოდ წლიური 7%-ით.

დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარის ოდენობის პირველი ინვესტიცია განახორციელა – სახსრები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში ჩაიდო.

167
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (217)
ადამიანები პირბადეებით

შეიძლება თუ არა ორ წლამდე ბავშვებისთვის პირბადის ტარება? პედიატრის პასუხი

8
(განახლებულია 17:42 23.09.2020)
პატარა ბავშვებისთვის პირბადეების ტარება რეკომენდებული არ არის, რადგან მათ არ შეუძლიათ მათი დამოუკიდებლად გაკეთება და მოხსნა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ამჟამად სამედიცინო ნიღბის ტარება კორონავირუსისგან თავდასაცავად საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ორ წლამდე ბავშვებისთვის მათი გამოყენება რეკომენდებული არაა, აღნიშნა პედიატრმა მაია ხერხეულიძემ.

ცერცვაძე: შესაძლოა სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადების საკითხზე მსჯელობა დაიწყოს>>

პირბადე, დისტანცია და დეზინფექცია – ეს ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციებია, რომლებსაც COVID-19–ის გავრცელების შეჩერება შეუძლია.

„ჩვენ უნდა დავიცვათ არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ გარშემომყოფებისაც... მოზარდებმა და სასკოლო ასაკის ბავშვებმა პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორ წლამდე ბავშვებში პირბადე რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ხერხეულიძემ პირველი არხის ეთერში.

ეპიდემიური ვითარების გამწვავების გამო ქვეყანაში სასწავლო პროცესი სრულფასოვნად ყველგან ვერ დაიწყო. დიდ ქალაქებსა და ზოგიერთ სოფელში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლაში სიარული შეძლონ, ყველამ უნდა დაიცვას წესები: ატაროს პირბადე, დაიცვას ორმეტრიანი დისტანცია.

საქართველოში ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. დღეს 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 4 140 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 643, გარდაიცვალა – 25.

8
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი ქართველი ინფექციონისტის განმარტება

44
(განახლებულია 17:03 23.09.2020)
პირბადე, სოციალური დისტანცია და დეზინფექცია – საშიში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ქართველი ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციაა.

 

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. საქართველო კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას შეძლებს, თუმცა, ამისთვის ქვეყნის მოსახლეობამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ემდელაძემ ჟურნალისტებთან. 

საქართველოში სექტემბრის დასაწყისიდან ეპიდვითარება გაუარესდა. ქვეყანაში ბოლო 24–საათში ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 „ვიცით, რომ ჩვენთან ინფიცირების წყაროები დაკავშირებულია ქორწილებთან, დაბადების დღეებთან. ჩვენ ვიცით რომ ინფიცირება ხდება პირბადეების გამოუყენებლობის გამო, ამიტომაც საჭიროა ამ კუთხით კონტროლის გამკაცრება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

თუ ინფიცირებულთა რაოდენობის უფრო მეტი ზრდა დაფიქსირდება, ვითარება გართულდება, აღნიშნა ინფექციონისტმა.

 „შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს... აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4140–ს მიაღწია, დღეისთვის შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 2 473–ია. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს – მათი რიცხვი 25–ია.

პირბადე, სოციალური დისტანცია და დეზინფექცია – საშიში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ქართველი ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციაა. გარდა ამისა, ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებენ თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს – ქორწილებს, ქელეხებს, იუბილეებს და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებს.

44
თემები:
COVID-19 საქართველოში