შავი კოკერ-სპანიელი

„ჩუქდება 249 ძაღლი და 4 მურა დათვი 10 წლით...“ სოციალურ ქსელში განცხადება ვრცელდება

114
(განახლებულია 16:28 08.09.2020)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძაღლების თავშესაფარი ჩუქდება.

თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლების თავშესაფარს გააჩუქებს. ამის შესახებ თავშესაფრის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

თავშესაფარი გაჩუქდება იმ პირობით, რომ ახალი მფლობელი 249 ძაღლს და 4 მურა დათვს 10 წლით შეინახავს და მოუვლის. თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის 9 ნომერში. 2 500 კვადრატულ მეტრზე. შენობა-ნაგებობების და მიწის ფართობის ღირებულება შეადგენს 1 350 ათას ლარს.

„მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისგან. მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ, ვისაც გაქვთ სურვილი იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დაუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86“ – წერია განცხადებაში.

114
სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი

„არ მჯეროდა ვირუსის...“ -რას წერდა სოციალურ ქსელში ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

26
(განახლებულია 14:41 21.09.2020)
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 695 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 534, გარდაიცვალა – 20

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik. 60 წლის მასწავლებელმა, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელა.

ქალი წერდა, რომ დაინფიცირებამდე კორონავირუსის არ სჯეროდა.

„აფხა­ზე­ბო, გა­უფრ­თხილ­დით თავს. ინ­ფექ­ცია ჩვენს შო­რი­საა. მეც არ მჯე­რო­და ვირუ­სის, მაგ­რამ გუ­და­უ­თა­ში აღ­მოვ­ჩნდი“, - წერ­და ქალი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი იყო.

ქალი 20 სექ­ტემ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა „ბო­მონდში“, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტი სო­ხუ­მი­დან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 695 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 534, გარდაიცვალა – 20.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

26
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

საქართველოში ცვალებადი ამიდნია მოსალოდნელი: სინოპტიკოსების პროგნოზი

23
(განახლებულია 14:39 21.09.2020)
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში თბილი ამინდია მოსალოდნელი – ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსი იქნება

 

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი – ქვეყნის ზოგიერთ რაიონში 26 სექტემბრამდე ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 „საქართველოს ზოგიერთ რაიონში 21-25 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში  პლუს 26 –31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში პლუს 23 –28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხანმოკლე წვიმაა ნავარაუევი თბილისშიც. 21-22 სექტემბერს  ჰაერის ტემპერატურა პლუს 24–26, ხოლო 23-25 სექტემბერს  პლუს 27–29 გრადუსი იქნება.

23
თემები:
ამინდი საქართველოში