ნინი ნებიერიძე

ნინი ნებიერიძე და ელენე მახარაშვილი საბერძნეთის ულამაზეს სანაპიროზე ისვენებენ ფოტოები

90
(განახლებულია 20:30 07.09.2020)
ნახეთ სად გადაწყვიტეს ცნობილმა მოდელებმა მზიანი დღეების გატარება. სოციალურ ქსელში ულამაზესი ფოტოები ვრცელდება.

მოდელი მეგობრები ნინი ნებიერიძე და ელენე მახარაშვილი საბერძნეთის ულამაზეს სანაპიროზე ისვენებენ. უცნობია, ისინი მარტო იმყოფებიან იქ თუ ოჯახებთან ერთად, თუმცა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებში სანაპიროზე გოგონები მარტო არიან.

ელენე მახარაძე და ნინი ნებიერიძე წლებია ოჯახებით მეგობრობენ. ნინი ნებიერიძე დაოჯახებულია მილიონერ თემურ უგულავაზე და ორი შვილი - თემურიკო და ტოკიო ჰყავს. რაც შეეხება ელენეს, მისი მეუღლე ცნობილი ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძეა. წყვილი ამერიკაში, კერძოდ ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ზაფხულს ყოველთვის საქართველოში, ახლობლების გარემოცვაში ატარებს.

მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ, რომელიც პოპულარული რეზო გიგინეიშვილის ფილმ „მძევლების“ შემდეგ გახდა, მოდელ ელენე მახარაშვილზე ორი წლის წინ ნიუ-იორკში იქორწინა. ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი ვაჟია და ცნობილი არქიტექტორის, „ღიმილის ბიჭების“ ვარსკვლავ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი.

90
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2080)
ტესტირება კორონავირუსზე

ლაგოდეხში კორონავირუსი ორ მცირეწლოვან ბავშვს დაუდასტურდა

29
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსზე, ნელი ხიზანიშვილზე დაყრდნობით.

ხიზანიშვილის განცხადებით, „კოვიდ-19“ ლაგოდეხში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებს დაუდასტურდათ.

მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში იგეგმება.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორონავირუსის გამოვლენის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში 34 ინფიცირებულია.

რეგიონის მასშტაბით მოქმედ სამ საკარანტინო ზონაში 122 ადამიანი რჩება, ხოლო თვითიზოლაციაში კი 171 მოქალაქე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მონაცემებით, კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხევა გამოვლინდა.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა >>

პარასკევს კახეთის რეგიონში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

29
თემები:
COVID-19 საქართველოში
ლელა წურწუმია

„ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ხმა დავკარგე“ - ლელა წურწუმიას უცნობი ისტორია

30
(განახლებულია 17:15 18.09.2020)
ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. მომღერალმა ლელა წურწუმიამ საკუთარ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მაყურებელს ხმასთან დაკავშირებით, უცნობი ისტორია გაუმხილა.

მომღერლის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ხმა დაკარგა და ამას ძალიან განიცდიდა, სოლო კონცერტიც კი ჩაატარა იმის ფონზე, რომ კულისებში ექიმი ელოდებოდა და წამალს ასმევდა, თუმცა გარისკა, ოპერაცია გაიკეთა თურქეთში და ორ თვეში ხმაც დაუბრუნდა.

View this post on Instagram

#წამიყვანესიყვარულთან @nestansinjikashvili ❤️

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან.

საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

30
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2080)
მეწყერი ონში

ქედაში მეწყერი ჩამოწვა: დატბორილია სახლები, დაზიანებულია გზა

0
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა, იუწყება „პირველი არხი“.

ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც.

მეწყერმა და ღვარცოფმა დააზარალა სოფლები დოლოგანი, ზუნდაგი, ბზუბზუ, ცხემნა, დაბა ქედა და ოქტომბერი.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზვარესთან გზის სავალ ნაწილზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად  მოძრაობა ნახევარი საათით შეწყვეტილი იყო.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დილიდან მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერი, სამაშველო სამსახურები და სალიკვიდაციო შტაბის წევრები.

0
თემები:
უამინდობა საქართველოში