ქეთა თოფურია - მომღერალი

მომატებული კილოგრამები და თავისუფალ ტანისამოსში დაფარული მუცელი ქეთა თოფურიას ახალი ფოტო

57503
(განახლებულია 20:09 07.09.2020)
ქეთა თოფურია განიერ ტანისამოსშია გამოწყობილი და, თაყვანისმცემლების აზრით, ფეხმძიმობას უკვე რამდენიმე თვეა მალავს. მართლაც, ამ თვეების მანძილზე მომღერალმა სტილი რადიკალურად შეიცვალა. როგორ გამოიყურება უახლეს სურათზე და რა გახდა მორიგი ხმაურის მიზეზი?

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ერთ-ერთი ფავორიტია. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების გამორჩეული რესპონდენტია.

View this post on Instagram

🏝🤍

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა აღიარება მოიპოვა, თავბრუდამხვევი კარიერაც სწორედ ამ დღიდან იწყება.

View this post on Instagram

🤍🖤💋

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. მისი სოციალური ქსელის „სთორები“ ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

View this post on Instagram

Me & Mini 💕 @_ketione_ 💜

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ისაუბრებდა, თუმცა შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მაინც ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. არც ისე დიდი ხნის წინ კი ფეხმძიმობაზე ქართველ ჟურნალისტს ამომწურავი პასუხი გასცა. მიუხედავად ამისა, მის გარშემო ჭორები არ წყდება.

View this post on Instagram

By @lukashmake 💋 hair @arkadiybulgatov ✌🏽

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები ხმაურის გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა. ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერენ, თაყვანიმცემლები კი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქეთას მალე ვაჟი ეყოლება. უახლეს სურათზე მომღერალს თეთრი ზედა აცვია, რომელზეც მომატებული კილოგრამები და გაზრდილი მკერდი კარგად ეტყობა, რაც „ფოლოვერებს“ საფუძვლიან ეჭვს უჩენს. თავად ქეთა ამ თემაზე ჯერ დუმს.

57503
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2080)
ტესტირება კორონავირუსზე

აჭარა, თბილისი და რეგიონები - როგორია COVID-19-ის ახალი შემთხვევების გეოგრაფია

11
COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარაზე მოდის, რეგიონში ერთ დღეში ასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, რომლებიც ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირდა, უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, დანარჩენი გამოვლინდა თბილისსა და რეგიონებში, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

სად უმკურნალებენ კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს >>

„დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 3 306 შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 116 არის აჭარა, 30 თბილისს უკავშირდება, იმერეთს -15, სამეგრელო-ზემო სვანეთს - 11 , გურიას - 4, კახეთს - 3, შიდა ქართლს - 3, ქვემო ქართლს - 2, ასევე მცხეთა-მთიანეთს - 2, ერთი შემთხვევა კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსზე მკურნალობს სულ 1 798 ადამიანი, აქედან 14 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 70-ის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება აჭარას, რეგიონში 28-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც.

ახალინფიცირებულთა უმრავლესობა ბათუმის მკვიდრია. ამასთან, დღეს გამოვლენილ შემთხვევებს შორის არიან არასრულწლოვნები და ორსულებიც.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში ამ დროისთვის 486 ინფიცირებული მკურნალობს, 300-ზე მეტი პირი კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება. დღევანდელი შედეგი 3 ათას 500-ზე მეტი ტესტის შედეგად გამოვლინდა.

გურიაში კორონავირუსი ორი თვის ჩვილს დაუდასტურდა >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დღეს 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

11
თემები:
COVID-19 საქართველოში
ტესტირება კორონავირუსზე

ლაგოდეხში კორონავირუსი ორ მცირეწლოვან ბავშვს დაუდასტურდა

47
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსზე, ნელი ხიზანიშვილზე დაყრდნობით.

ხიზანიშვილის განცხადებით, „კოვიდ-19“ ლაგოდეხში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებს დაუდასტურდათ.

მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში იგეგმება.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორონავირუსის გამოვლენის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში 34 ინფიცირებულია.

რეგიონის მასშტაბით მოქმედ სამ საკარანტინო ზონაში 122 ადამიანი რჩება, ხოლო თვითიზოლაციაში კი 171 მოქალაქე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მონაცემებით, კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხევა გამოვლინდა.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა >>

პარასკევს კახეთის რეგიონში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

47
თემები:
COVID-19 საქართველოში