ლაბორატორია

კლინიკა „არქიმედეს“ ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა

79
(განახლებულია 15:25 07.09.2020)
ინფიცირებული ექიმი ფოთის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრში 2 სექტემბერს იყო მორიგე. ამ დღეს მან ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში ინფიცირებული პაციენტი გადაიყვანა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სენაკში კლინიკა „არქიმედესა“ და ფოთის საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი. 

ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმი ფოთის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრში 2 სექტემბერს იყო მორიგე. ამ დღეს მან ბათუმიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში ინფიცირებული პაციენტი გადაიყვანა.

„2 სექტემბერს ვინც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა და კონტაქტი ჰქონდა აღნიშნულ პირთან, ყველას PCR–ტესტი ჩაუტარდა. ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე სულ 31 ადამიანია“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 15 შემთხვევა ინფიცირებულ პირებთან კონტაქტია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 6 საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, ორი „იმპორტირებული" შემთხვევაა, ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა, ორის ინფიცირების წყარო კი დაუდგენელია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1568 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6250 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 289 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

79
თემები:
COVID-19 საქართველოში (1784)
თბილისი

თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება

1
(განახლებულია 15:43 23.09.2020)
კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik.  ავჭალის რაიონში ორ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე რეკრეაციული  სივრცის მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. 

მისი განცხადებით, პარკის კეთილმოწყობისთვის ავჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. სკვერის დაპროექტება თბილისის  მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობის გარგლებში იგეგმება.

 „ყველასთვის ცნობილია, რომ იმ პარკებსა და სკვერებში, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ასაკის ადამიანების სიმრავლე იყო. ამიტომაც ჩვენ ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რათა ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შექვმნათ.  მწვანე ფერი უხდება თბილისს“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, გამონაბოლქვი კი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

1
თემები:
თბილისის მერია
ნინა სუბლატი

„20 კილოგრამი მოვიმატე...“- ნინა სუბლატის აღიარება და არასასურველ წონასთან ბრძოლა

23
(განახლებულია 13:28 23.09.2020)
ნინა სუბლატმა თაყვანისმცემლების კითხვებს გულახდილად უპასუხა. რას წერს არტისტი მშობიარობის შემდგომ პერიოდზე?

ნინა სუბლატს პირველი შვილი 26 აგვისტოს შეეძინა. „არ ვიცი, ვიღაც პატარა ბავშვია ჩემთან მოსული“ – ამ წარწერით პოსტი არტისტმა Instagram-ზე გამოაქვეყნა. ნინა სუბლატი ვარსკვლავურ ტრენდს არ აჰყვა და შვილის სახე პირველივე დღეს გამოაჩინა.

View this post on Instagram

მემგონი კალათბურთის ბურთი გავაკეთე 🤔

A post shared by XXXXXX (@xshamanax) on

წყვილს ბიჭი შეეძინა და მას ალექსანდრე დაარქვეს. მომღერალმა ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე ემოციური პოსტი დაწერა. მათ შორის თაყვანისმცემლებისთვის გამოკითხვა ჩაატარა. ის ამ ტიპის კომუნიკაციას „ფოლოვერებთან“ არ წყვეტს. ამჯერად, გულშემატკივრებს საშუალება მისცა, რათა მათ საინტერესო კითხვები დაესვათ. აღმოჩნდა, რომ ნინამ ფეხმძიმობის პერიოდში 20 კილოგრამი მოიმატა.

View this post on Instagram

A post shared by XXXXXX (@xshamanax) on

არტისტმა აღნიშნა, რომ მომატებული კილოგრამების ნახევარი საკუთარი მეთოდით და ძალებით მოიშორა. ახლა 10 არასასურველი კილოგრამი დარჩა, რასაც ეტაპობრივად ერკინება. ახალბედა დედამ ჭარბი კილოგრამების  შესახებ Instagam- ზე დაწერა. „ეს ეტაპი არც ისე რთული აღმოჩნდა. ყველაფერი ხან რთულია და ხან მარტივი, მათ შორის ესეც...“, - წერს ნინა.

წარმატებული მომღერალი ფეხმძმობის პერიოდში დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მან საკუთარ თავში ძალა იპოვა და კომპოზიტორი მეუღლის დახმარებით ფეხმძიმობამ ჰარმონიულად ჩაიარა. კორონავირუსის გავრცელების დროს მისი ნათესავი დაინფიცირდა, რის გამოც ნინა სუბლატი რამდენიმე კვირის მანძილზე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. „გილოცავ, დედიკოსავით ლამაზი იქნება!“, „გილოცავ! იმედია, ლამაზი თვალებით დედიკოს დაემსგავსება...“, „გილოცავთ! ნეტა შენნაირი სასწაული თვალები აქვს?“ – ასე ულოცავენ „ფოლოვერები“ და ნინას ერთგული გულშემატკივრები მომღერალს.

View this post on Instagram

A post shared by XXXXXX (@xshamanax) on

ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრავაგანტული მომღერალი დედობისთვის დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა და ეს მნიშვნელოვანი დღეც დადგა. მის თითოეულ ახალ პოსტზე უამრავ პოზიტიურ გამოხმაურებას წააწყდებით როგორც უცნობი, ასევე ცნობილი ადამიანებისგან. სუბლატისა და შამანაურის დუეტი დიდ ინტერესს იწვევს.

View this post on Instagram

მამაცი🐣 Photo by @sopio_t

A post shared by XXXXXX (@xshamanax) on

როგორც თავად შემსრულებელმა დაწერა, მათი შვილი „შამანისა და ჯადოქრის“ შერწყმის შედეგია. ასე უწოდებს ქმარს და საკუთარ თავს ახალგაზრდა მომღერალი. ცოტა ხნის წინ ნინამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ექოსკოპიის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მის შვილს საოცარი პროფილი აქვს. ასეც აღმოჩნდა, პატარა ბიჭუნა ნამდვილად ძალიან საყვარელია. ამას ნინას და გიორგის მეგობრებიც აღნიშნავენ.

23
თემები:
სელებრითების ცხოვრება