„ნიკორას“ შემდეგ „ზღაპარი“ – მაღაზიის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა

© photo: Sputnik / Sergey Mamontovსუპერმარკეტი
სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის სუპერმარკეტის ოცივე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება, მაღაზიაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. თბილისში სუპერმარკეტების ქსელ „ზღაპარის“ ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

„ზღაპარის“ ვარკეთილის ფილიალის მენეჯერის ინფიცირების წყარო უცნობია. ინფექციის გამოვლენამდე აღნიშნული თანამშრომელი ორკვირიან შვებულებაში იმყოფებოდა, ხოლო ვირუსის დადგენამდე ერთი დღით ადრე ის სამსახურში გავიდა. 

 ვირუსოლოგიის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
თბილისში „ნიკორას“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამ დროისათვის აღნიშნული ფილიალის 20-ვე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. მაღაზია ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს – მასში დასაქმებული პირები სუპერმარკეტების ქსელის სხვა თანამშრომლებმა ჩაანაცვლეს.

სუპერმარკეტში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1684-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1315 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 299 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0