ტესტირება

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

59
(განახლებულია 13:22 07.09.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1684 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1315. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1684 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1315, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 299 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

59
თემები:
COVID-19 საქართველოში (1783)
ნანუკა გოგიჩაიშვილი, ნათია ბანძელაძე, გიორგი გოგიჩაიშვილი და ნინი გოგიჩაიშვილი

ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილების მოდური ბაბუა - აი ვის ჰგვანან ტოპ-მოდელი დები

35
(განახლებულია 13:04 23.09.2020)
გოგიჩაიშვილების ოჯახის წევრი შეუდარებლად გამოიყურება. მოდელების ბაბუის შთამბეჭდავი „ლუქი“. რა ფოტოს აქვყნებს ნანუკა გოგიჩაიშვილი?

მოკრძალებული ჯვრისწერის შემდეგ, გოგიჩაიშვილების ოჯახი დედაქალაქს დაუბრუნდა. ნანუკა და ნიკოლოზ ნაყოფია ოფიციალურად ცოლ-ქმარნი არიან. წყვილს ალავერდის მონასტერში ჯვრისწერა ვიწრო წრეში ჰქონდა. მათ კახეთში მხოლოდ ნათესავებმა მიაკითხეს. ნანუკამ აღნიშნა, რომ ქორწილი არ იქნება, ბუნებრივია, მიზეზი პანდემიაა.

ნანუკა გოგიჩაიშვილმა მოდური ბაბუის ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა. ხანდაზმული ოჯახის წევრი მოდელის ძაღლს ასეირნებს და შეუდარებლად გამოიყურება.

პოპულარულ ოჯახში რამდენიმე თვის წინ დიდი ტრაგედია დატრიალდა. რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ გიორგი გოგიჩაიშვილის ორგანიზმმა სენს ვერ გაუძლო. მისმა გარდაცვალებამ გული მთელ ქვეყანას დასწყვიტა. მსახიობის კეთილი როლები, ბავშვების უკიდეგანო სიყვარული და გულახდილი ღიმილი ყველას კარგად დაამახსოვრდა. მისი უბოროტო და ყველას მიმართ ყურადღებიანი ხასიათი ბევრისთვის მაგალითად იქცა. გოგიჩას ადამიანები არასდროს დაივიწყებენ, რადგან ის ბავშვობის უდარდელ წლებთანაა დაკავშირებული.

View this post on Instagram

1. #❤️🪐♾

A post shared by Leonard Cohen Was Right (@ninigogicha) on

ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ივლისში 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გი­ორ­გი გო­გი­ჩა­იშ­ვილს, ბავ­შვე­ბის­თვის, მისი პა­ტა­რა მა­ყუ­რებ­ლის­თვის კი უბ­რა­ლოდ გო­გი­ჩას 49 წლის ასაკ­ში გან­საც­დე­ლის პე­რი­ო­დი და­უდ­გა. ჯერ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე გა­და­ცე­მა „ყო­ჩა­ღე­ბის ქუჩა“ და­უ­ხუ­რეს, შემ­დეგ კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ჩე­ნილ მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა დას­ჭირ­და. მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი უცხო­ეთ­ში, სტამ­ბუ­ლის კლი­ნი­კა­ში ჩა­უ­ტარ­და. ეს ავად­მყო­ფო­ბა მისი ოჯა­ხის­თვის მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნა­სა­ვით იყო. მკურნალობის შემდეგ ერთი პერიოდი მსახიობი თავს კარგადაც გრძნობდა, თუმცა ბოლო თვეები მდგომარეობა გაუარესდა და ის გარდაიცვალა.

35
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ლაბორატორია

ინფიცირებული მოსწავლეები, მასწავლებელი, მერიის თანამშრომლები რა ვითარებაა სამეგრელოში

52
(განახლებულია 13:02 23.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გასულ დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა 25.

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. ზუგდიდში კორონავირუსი მერიის სამ თანამშრომელს დაუდასტურდა, სამივე მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევების კლასტერს უკავშირდება, განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის  შემსრულებელმა მალხაზ თორიამ  „Sputnik-საქართველოსთან“

ამ დროისთვის ზუგდიდის მერიაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, თანამშრომელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ინფიცირებულ პირებთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი – ტესტის პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.  

თორიას განცხადებით, რეგიონში გუშინ  კორონავირუსზე PCR-ტესტი 728 მოქალაქეს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი 17 შემთხვევაში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან.

კორონავირუსის  შემთხვევებიდან  14  გუშინ დადასტურებული ორი მოქალაქის კონტაქტებია. სამი მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის სკოლის მოსწავლეა.  მათი ინფიცირების წყარო ქობულეთიდან მოწვეული  მასწავლებელია, რომელსაც ინფექცია აღმოაჩნდა.  რაც შეეხება სკოლას, დაწესებულება ფუნქციონირებას დისტანციური რეჟიმში  აგრძელებს. ინფიცირებულთა შორისაა აფხაზეთიდან გადმოყვანილი ერთი პირიც. 

„ამ ეტაპზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიებას ახორციელებენ.  რეგიონში გამკაცრდება  მოქალაქეების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვაზე კონტროლი“, - განაცხადა  მალხაზ თორიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გასულ დღე-ღამეში 227-ით გაიზარდა და 4140-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1643 ადამიანი, გარდაიცვალა 25.

ქვეყანაში ბოლო 24- საათში პაციენტის გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა – ბოლო ორ დღეში  СOVID-19-ს  ხუთი პაციენტი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

52
თემები:
COVID-19 საქართველოში (1783)
როუვენ რივლინი

უჩვეულო ინიციატივა: ისრაელის პრეზიდენტმა თავისი ხელფასის შემცირება მოითხოვა

0
(განახლებულია 14:26 23.09.2020)
ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი ერთ თვეში დაახლობით 18 ათას აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო დეპუტატებისა - 12 ათას დოლარს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ისრაელის პრეზიდენტმა როუვენ (რუბი) რივლინმა ქვეყნის მთავრობას მისთვის ხელფასის 10%-ით შემცირების თხოვნით მიმართა, ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა.

​მანამდე, 21 სექტემბერს, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მინისტრებისა და ქნესეთის (პარლამენტის) დეპუტატებისთვის დროებით ჯამაგირის 10%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ინიციატივა ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ისრაელ კაცს ეკუთვნოდა.

აღნიშნული წინადადების განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრმა არიე დერიმ ყველა მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელისთვის ხელფასების 20%-ით შემცირება მოითხოვა, თუმცა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

ისრაელის პრეზიდენტის ხელფასი დაახლოებით 64 ათას შეკელს (18 ათასი 479 აშშ დოლარი) შეადგენს ერთ თვეში, ხოლო ქნესეთის დეპუტატის ხელფასი თვეში დაახლოებით 44 ათას შეკელს (12 768 აშშ დოლარი) უტოლდება.

0
თემები:
მსოფლიო დღეს