სალუტი მოსკოვში

წარმატებული უცხოელები რუსეთში: საყვარელი ქართველი ექიმი და სხვანი

73
(განახლებულია 09:55 05.09.2020)
სხვადასხვა ქვეყნებიდან რუსეთში საცხოვრებლად გადასულმა მოქალაქეებმა Sputnik-ს უამბეს, როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და როგორ დაიმკვიდრეს ადგილი მოსკოვში

მოსკოვი დაბადების დღეს აღნიშნავს: 5 სექტემბერს მას 873 წელი უსრულდება. წელს რუსეთის დედაქალაქი პირველად მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო ქალაქთა სიაში და უკან ჩამოიტოვა ბარსელონა და დუბაი. მეხუთე ადგილი მეგაპოლისს მოუტანა „საცხოვრებელი ადგილის“ მაჩვენებლის გაუმჯობესებამ.

რუსეთის შსს-ს მონაცემებით, 2019 წელს რუსეთის დედაქალაქში უცხოელების რიცხვი 15%-ით გაიზარდა და 1,6 მლნ ადამიანი შეადგინა. მოსკოვში ჩასულთა უმრავლესობა - ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდანაა. ამასთან, შრომითი მიგრაცია საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არ არის. ბევრი მოსკოვში განათლების მისაღებად ჩადის და სამუდამოდ რჩება.

ნინო ლეჟავა - საყვარელი ექიმი

Нино Лежава
photo: courtesy of Nino Lezhava
ნინო ლეჟავა

სამედიცინო ონლაინკატალოგებში ნინო ლეჟავა მოსკოვში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქირურგი-სტომატოლოგია. დედაქალაქის მცხოვრებნი მისი მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებენ: „უსაზღვროდ კეთილი“, „ყურადღებიანი“, „ყველაზე მტკივნეული პროცედურების დროს პაციენტს, როგორც ბავშვს, ისე ექცევა“. არც არის გასაკვირი - ბავშვობაში ნინო პედიატრობას ნატრობდა.

 „მინდოდა ბავშვებისთვის მემკურნალა, მაგრამ ისე მოხდა, რომ რუსეთში ჩამოვედი და მოსკოვის სამედიცინო სტომატოლოგიურ ინსტიტუტში მოვეწყე, რასაც საერთოდ არ ვნანობ, - ჰყვება ის.- ჩემი სპეციალობა მომწონს. უნივერსიტეტში ყბა-სახის ქირურგიის კათედრა ვითარდებოდა და მოთხოვნილება იყო ახალ სპეციალისტებზე“.

ლეჟავას საკმარისზე მეტი პრაქტიკა ჰქონდა - ზოგი პაციენტი ყბა-სახის ქირურგიაში კრიტიკულ მდგომარეობაში ხვდებოდა. „გვყავდა პაციენტი, რომელმაც კბილის იმპლანტი გერმანიაში ჩაიდგა. მოსკოვში დაბრუნებისას საშინელი ანთება დაემართა: ოსტეომიელიტი, - ამბობს ექიმი. - საქმე სეფსისამდეც კი მივიდა, დიდხანს იწვა საავადმყოფოში, ვცდილობდით ხელიდან გამოგვეგლიჯა სიკვდილისთვის. მოგვიანებით ქალი ჰემატოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს. მაგრამ ერთხელ მისი ქალიშვილი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ გადარჩა. რა თქმა უნდა, ასეთი მომენტები განსაკუთრებით გამახსოვრდება“.

სასწრაფო და რთული შემთხვევები დიდი ხანია, ყოველდღიურ რუტინად იქცა ნინო ექიმისთვის. თვითიზოლაციის პერიოდშიც კი იგი საშტატო რეჟიმში მუშაობას განაგრძობდა. „კბილების პრობლემა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩნდეს. პაციენტები მრავლად იყვნენ, ამიტომ არ გამივლია ხელახალი კვალიფიკაცია კორონავირუსის გამო“, - ამბობს ექიმი.

მიუხედავად იმისა, რომ პედიატრიის ნაცვლად, ნინო ლეჟავამ სტომატოლოგია აირჩია, მისი ოცნება ნაწილობრივ ახდა. „შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებთან ვმუშაობ, უბრალოდ დიდ ბავშვებთან, - იცინის იგი. - საქმე ისაა, რომ 2003 წლიდან უნივერსიტეტში ვასწავლი და ყბა-სახის ქირურგიისა და ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი ვარ. ვამეცადინებ სტუდენტებსაც და ორდინატორებსაც. ეს სრულიად განსხვავებული, მაგრამ საინტერესო საქმეა. მომწონს მასალის ახსნა და სტუდენტების მოსმენა“.

მაირა პეროვა - რუსი ყაზახი

Майра Перова
photo: courtesy of Maira Perova
მაირა პეროვა

მაირა პეროვას არ შეიძლება ექსპატრიანტი უწოდო. ის რუსი ყაზახია, რომელიც სკოლის დამთავრებისთანავე მშობლიური ომსკიდან ალმა-ატაში გაემგზავრა, რათა ყაზახეთის ხელოვნების ეროვნულ აკადემიაში განათლება მიეღო.

„ჩემთვის ხუმრობით ვამბობ ხოლმე - „შინაური უცხოთა შორის, უცხო - შინაურებში“, - ამბობს მაირა. - ომსკელი ყაზახები განსაკუთრებულები არიან: რუსეთის პატრიოტები, მაგრამ განსაკუთრებული ეროვნული თვითშეგნებით. ყაზახეთში მიზანმიმართულად გავემგზავრე - ისტორიის, კულტურის შესასწავლად და ენის დასახვეწად. მინდოდა ლიტერატურულ ყაზახურ ენაზე მესაუბრა.

გოგონამ მიზანს მიაღწია - უფროს კურსებზე მუშაობდა შტატიან კრიტიკოსად ყაზახეთის თეატრში. ერთი ამოცანის გადაჭრის შემდეგ მაირამ ახალი მიზანი დაისახა - „ГИТИС-ის“ ასპირანტურაში ჩაბარება.

 „მინდოდა პროფესიონალი გამოვსულიყავი, - იგონებს მაირა. - ორი თვე ბიბლიოთეკაში ვათენებდი და ვაღამებდი და ყველა გამოცდა ფრიადზე ჩავაბარე. პარალელურად მოვეწყე სამსახურში. მოსკოვში რომ ჩამოვედი, ჯიბეში სულ რაღაც 500 დოლარი მქონდა“.

რუსეთში მაირამ დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ოჯახური ფასეულობები“. გოგონას თქმით, პროექტის სახელწოდება ყველაფერზე მეტყველებს.

„ხშირად უსახლკარო ბავშვებსა და მარტოხელა მოხუცებს სჭირდებათ არა საჩუქრები, არამედ ყურადღება. ჩვენი მეურვეობის ქვეშ ახლა 2 საბავშვო ბაღი, 2 მოხუცებულთა თავშესაფარი და ბავშვთა სახლია. 4 წლის წინ მოვიგონეთ საინტერესო კოლაბორაცია. ესაა მასტერკლასები, რომლებზეც ხანდაზმულები და ბავშვები ერთად აკეთებენ რამეს: ძერწავენ, აცხობენ, ქმნიან ნახატებს შალისგან“, - ყვება პეროვა.

პანდემიის დროს საქველმოქმედო აქციების ფორმატის შეცვლა მოგვიხდა - ზაფხულში მათი უმეტესობა პარკებში ტარდებოდა.

„შევიკრიბეთ, ჩავატარეთ საქველმოქმედო საბავშვო მოდების ჩვენება, მოვიწვიეთ ანიმატორები, ყველა შემოწირულობა კი გადავრიცხეთ ავტოავარიაში დაშავებული 7 წლის ბიჭის სამკურნალოდ“, - ამბობს პეროვა.

მჭიდრო სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მაირა პეროვა დროს ოჯახისთვისაც პოულობს.

„ერთ-ერთი მივლინების დროს, ლონდონში, გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, - ყვება იგი. - ის რუსია, მაგრამ უკვე 8 წელი ცხოვრობდა და მუშაობდა ინგლისში. რუსეთში ჩემ გამო დაბრუნდა. ახლა ოთხი შვილი გვყავს, ვცდილობ, ყაზახური მათაც შევასწავლო“.

ასლიშო აკიმბეკოვი - Tojik on

Аслишо Акимбеков
photo: courtesy of Aslisho Akimbekov
ასლიშო აკიმბეკოვი

შარშან შოუმენ ასლიშო აკიმბეკოვის სახელი რუსულ მასმედიაში მოსკოვში ჩატარებულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით ხშირად ისმოდა. საღამოს ორგანიზატორი და წამყვანი სწორედ ასლიშო იყო. მას ღონისძიება წელსაც უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ პანდემიის გამო ის ერთ წლით გადაიდო.

 „ამის მიუხედავად, გაზაფხულზე სხვა კონცერტი ჩავატარეთ, თუმცა ონლაინ ფორმატში, - ამბობს აკიმბეკოვი. - ეს იყო საქველმოქმედო ზეიმი, რომელშიც 8 ქვეყნიდან 32 არტისტი მონაწილეობდა - ავესტა, ფარვიზ ნაზაროვი, ანდი და სხვები. კონცერტის წყალობით შეკრებილი მთელი თანხა „კოვიდისგან“ დაზარალებულებს გადაერიცხათ“.

კონცერტს ეწოდებოდა „Tojik On“ - სიტყვებით თამაში, ნიშნავს: „ტაჯიკებო, შემოგვიერთდით“. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ორიენტირებული იყო ტაჯიკურ აუდიტორიაზე, ის დაახლოებით 330 ათასმა მაყურებელმა ნახა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, რუსეთში.

„ესენი, ძირითადად, არიან ინტერნაციონალურ ოჯახებში მცხოვრები ადამიანები, მაგალითად, ქმარი - ტაჯიკი, ცოლი - რუსი, - ყვება ასლიშო. - კონცერტის შემდეგ მაყურებელი შთაბეჭდილებებს გვიზიარებდა, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, როდესაც ადამიანები ყვებიან, რომ მათთან ერთად კონცერტს თვალს ადევნებდნენ მათი რუსი ნათესავები და ამბობდნენ: „როგორი კულტურა გაქვთ, რა ლამაზია ყველაფერი!“ სწორედ ეს იყო აქციის არსი. ლოზუნგიც შესაბამისი გვაქვს: ჩვენ ერთად ვართ, როდესაც გვიჭირს“.

2019 წლამდე ასლიშო კულტურისა და კომუნიკაციების კომიტეტს ხელმძღვანელობდა ტაჯიკურ მეურნეობაში და დაგროვილი გამოცდილება მას აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რუსეთში ტაჯიკების წარმატებული ინტეგრაციისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მეტი კულტურული პროექტი.

იმ სამი წლის განმავლობაში, როდესაც მიწათმოქმედების სფეროში მოხალისედ ვმუშაობდი, დიდ შედეგებს მივაღწიეთ - მოვხვდით რუსეთის უძლიერესი დიასპორების სამეულში, ჩავატარეთ ღონისძიებები 9 ათასამდე ადამიანის მონაწილეობით, - ამბობს ასლიშო. - მოსკოვი მრავალნაციონალური ქალაქია და მის ასაყვავებლად ახალ თაობას სჭირდება კულტურული გზავნილები, რომ ეს ქალაქი - ჩვენი საერთო სახლია. ყველამ ხშირად უნდა ვისაუბროთ საკუთარ იდენტობაზე ამგვარი, არათავსმოხვეული ფორმით. მარტივად რომ ვთქვათ: თუ ვიცნობ მეზობლის კულტურას, მესმის, რა შეიძლება და რა არა, რა არის მისთვის ნორმალური და რამ შეიძლება გაანაწყენოს, მაშინ აღარ იქნება უხერხულობა, რომელიც გაუგებრობასა და კონფლიქტებში გადაიზრდება ხოლმე.

რაუფ კუბაევი - ბავშვობიდან მოსკოველი

Рауф Кубаев
photo: courtesy of Rauf Kubaev
რაუფ კუბაევი

რეჟისორი და სცენარისტი რაუფ კუბაევი თავად ვერ ხსნის, რატომ იყო ასე დარწმუნებული 4 წლის ასაკში, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გადასახლდებოდა მოსკოვში.

„ეს ცოდნა უბრალოდ ჩემში ცოცხლობდა. - ყვება რაუფი. - სანამ პატარა ვიყავი, ნათესავები გასართობად მეკითხებოდნენ: „რაუფჩიკ, ვინაა მამაშენი?“ – „უზბეკი“, „დედა?“ – „უზბეკი“, - „და შენ ვინ ხარ?“ – „მე რუსი ვარ. გავიზრდები და მოსკოვში ვიცხოვრებ“.

„მართლაც ასე მოხდა: 1989 წელს რაუფ კუბაევი მოსკოვში გადასახლდა, რათა უმაღლესში ჩაებარებინა. „1994 წელს კი, როდესაც ინსტიტუტი დავამთავრე, სსრკ უკვე რამდენიმე წლის დაშლილი იყო, - ყვება რაუფი. - ჩემი ქვეყანა აღარ არსებობდა. სამაგიეროდ ჩაწერილი ვიყავი მოსკოვში. ვინც 1992 წლამდე რუსეთში იყო ჩაწერილი, მოქალაქეობას ავტომატურად იღებდა“.

მას შემდეგ 25 წელი გავიდა, მოსკოვის სიყვარული კი არ შეცვლილა. „სხვა ქალაქებშიც ბევრი ვიმუშავე, მაგრამ არცერთხელ არ გამჩენია იქ დამკვიდრების სურვილი, - ამბობს რაუფი. - მოსკოვში ვცხოვრობდი, ახლაც ვცხოვრობ და მომავალშიც მოსკოვში დავრჩები. ჩემთვის ეს ძალიან კომფორტული ქალაქია“.

რაუფი აღნიშნავს: „ვიდრე მშობლები ცოცხლები იყვნენ, უზბეკეთში ხშირად ჩავდიოდი. ჩემს პირველ ფილმზე „თეთრ ცეკვაზე“ მუშაობისას უზბეკეთში 10 დღე გავატარე. ხოლო ფილმი „კიდეზე ვდგავარ“ ტაშკენტშია გადაღებული“.

რაუფ კუბაევის მონაწილეობით შექმნილი კინოპროექტები ყველა რუსულენოვანი მაყურებლისთვისაა ცნობილი. საკმარისია 70-ზე მეტი ნაშრომიდან რამდენიმეს დასახელება: „ბაღდადში ყველაფერი მშვიდადაა“. „ფსევდონიმი ალბანელი“, „რით იწყება სამშობლო“ და სხვ. პროექტი „კარმელიტა“ კი თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ყველაზე რეიტინგული სერიალების ნუსხაში მოხვდა.

გიორგი მელქონიანი - COVID-19-თან მებრძოლი

Георгий Мелконян
photo: courtesy of George Melkonian
გიორგი მელქონიანი

ქირურგის პროფესია იდეალურად ერგება ტემპერამენტიან ადამიანებს: აკეთებ ოპერაციას და შედეგსაც მაშინვე ხედავ. ასე ფიქრობს ქირურგი და პროფესორი გიორგი მელქონიანი, ჯერ კიდევ იმპერატრიცა ეკატერინე II-ის დროს დაარსებული ლეგენდარული პავლოვის საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

„ერევნის სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე და მოსკოვის ორდინატურაში ჩასაბარებლად გავემგზავრე, - ყვება იგი. - მესმოდა: მოსკოვში ყველაფერი მოწინავე იყო თავმოყრილი, მათ შორის, მედიცინა, ოპერაციები და პრაქტიკაც მეტი იქნებოდა - ის, რაც ახალგაზრდა სპეციალისტებს სჭირდებათ“.

ორდინატურას მოყვა ასპირანტურა, შემდეგ საავადმყოფოში ქირურგიული განყოფილების გამგედ მუშაობა. პარალელურად - სადოქტოროს დაცვა, პროფესორის წოდება და სტაჟირება საზღვარგარეთ, სამხრეთ კორეიდან ესპანეთამდე. მაგრამ მიუხედავად ინგლისური ენის ცოდნისა, ექიმი მელქონიანი არ ცდილობს საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადასვლას.

„ერთადერთი, რაზეც საზღვარგარეთ ყოფნისას ვფიქრობ ხოლმე, არის სიახლეების მოძიება, რაც შეიძლება გადმოიღო, პრაქტიკაში გამოიყენო“, - ამბობს ექიმი.

თუმცა საერთაშორისო კონფერენციებზე გიორგი მელქონიანი უფრო ხშირად თავად უზიარებს დამსწრეთ გამოცდილებას. 2018 წელს პავლოვის საავადმყოფო მისი ხელმძღვანელობით ემზადებოდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. „დანარჩენ კლინიკებთან ერთად უნდა აღმოგვეჩინა დახმარება, თუ სტადიონზე ვინმე ცუდად გახდებოდა. - ამბობს გიორგი. - ყველაზე საინტერესო პაციენტი მაშინ 82 წლის ბრაზილიელი გულშემატკივარი აღმოჩნდა, რომელიც ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს წნევით. მაგრამ მან ინგლისური არ იცოდა, არც რუსული, რასაკვირველია. საბედნიეროდ, ჩვენი ერთი თანამშრომელი საუბრობდა კარგად პორტუგალიურად, კონტაქტი დავამყარეთ და ყველაფერი მოგვარდა“.

პანდემიის პერიოდში, როგორც გიორგი მელქონიანი ფიქრობს, ყველა ექიმმა გაიაზრა, რამდენად ჰგავს მათი პროფესია სამხედრო საქმეს. „საჭირო იყო სწორი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, - ამბობს პროფესორი. - აპრილის ბოლოს ჩვენს კლინიკას სრულად შეუცვალეს პროფილი და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები დააწვინეს. დაავადება ახალია, ამ დროს კი შემოჰყავთ პაციენტი - 93 წლის ქალი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებით, თუმცა ვუმკურნალეთ. ჩვენთან თვეზე მეტხანს იწვა.

ექიმ მელქონიანის აზრით, ასეთი მომენტები მედიცინის მომავალს განსაზღვრავენ. „სამკურნალო საქმიანობის გაანალიზებისას ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მონაცემები, რომლებიც მკურნალობის პროცესის ახლებურ გაგებას გვაძლევს, - ამბობს მელქონიანი. - მნიშვნელოვანია ეს ახალგაზრდობას გავუზიაროთ, რათა შემდეგ ექიმების ღირსეულმა თაობამ შეგვცვალოს“.

ამიტომ შარშანწინ პროფესორმა მშობლიურ სომხეთში დსთ-ის ქვეყნების ქირურგების პლენუმი მოაწყო. ღონისძიებას მხოლოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. გადაწყდა პანდემიის შემდეგ მსგავსი სამეცნიერო ღონისძიებების რეგულარულად ჩატარება.

73
ლელა წურწუმია

„დღემდე ვერ ვუყურებ, ამის გახსენება ძალიან მიჭირს...“- რა მოხდა ლელა წურწუმიას კონცერტზე?

292
(განახლებულია 19:53 20.09.2020)
ლელა წურწუმიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ახალ გადაცემას ხელმძღვანელობს. გადაცემის წამყვანი თავად პოპ-დივაა. დრამატული ისტორია მომღერლის კარიერიდან. რა შეემთხვა ერთ-ერთ კონცერტზე გამორჩეულ არტისტს?

10 წუთიანი მონოლოგი და დაუჯერებელი ისტორია - ლელა წურწუმიას ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები. პოპ-დივამ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და რთული კონცერტი გაიხსენა. საკუთარ გადაცემაში მომღერალი მტკივნეულ თემებს შეეხო. მომღერლის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ხმა დაკარგა და ამას ძალიან განიცდიდა, სოლო კონცერტიც კი ჩაატარა იმის ფონზე, რომ კულისებში ექიმი ელოდებოდა და წამალს ასმევდა, თუმცა გარისკა, ოპერაცია გაიკეთა თურქეთში და ორ თვეში ხმაც დაუბრუნდა. ამ პერიოდში ლელას ცხოვრებაში „კეთილმოსურნე“ ადამიანებიც გამოჩნდნენ. მისი თქმით, სრულიად უცნობი ადამიანები წურწუმიას მიუთითებდნენ ხმის ტემბრზე და აღნიშნავდნენ, რომ მას კაცის ხმა აქვს და სასცენო კარიერის დატოვების დროა.

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტად რჩება. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის განმავლობაში 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ კომპოზიტორების და მათ მიერ შექმნილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ. ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს.

View this post on Instagram

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

მამულიჩას პირველი ხანმოკლე ქორწინებიდან ერთი ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. ორი წლის წინ პროდიუსერი ბაბუა გახდა. ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ.

292
თემები:
სელებრითების ცხოვრება
თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი იტალიის ძვირადღირებულ კურორტს დაუბრუნდა - სექსუალური ფოტოები სანაპიროდან

114
(განახლებულია 17:51 20.09.2020)
ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართველი მოდელი მოგზაურობას პანდემიის პერიოდშიც არ უშინდება. ელეგანტური მოდელი იტალიის ერთ-ერთ განთქმულ კურორტზე ისვენებს. ვისთან ერთად ისვენებს და როგორ გამოიყურება ტოპ-მოდელი?

„სიყვარულით, იტალიიდან“ - ასე დაასათაურა თაკომ სანაპიროზე გადაღებული ერთ-ერთი ფოტო. აღნიშნული სურათი ძველი Polaroid-ის ფოტოაპარატითაა გადაღებული. თაკომ მეგობრებთან ერთად დალევაც გადაწყვიტა. დაუვიწყარი საღამოს კადრები კი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. თაკოს თავგადასავალი იტალიის კურორტ ფორტე დეი მარმიდან იწყება.

View this post on Instagram

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

„დოლჩე და გაბანას“ ძვირადღირებული კაბები, ჯულია რობერტსთან ერთად სარეკლამო ვიდეოში გამოჩენა, „ვიქტორია სეკრეტსის" კასტინგებზე მოხვედრა – თაკო ნაცვლიშვილმა წარმატებამდე არც ისე მარტივი გზა გაიარა. მისი თითოეული ნაბიჯი საპასუხისმგებლო და საკმაოდ დამაინტრიგებელია. რამდენიმე წელია ახალგაზრდა მოდელი წამყვან სამოდელო სახლებთან აქტიურად თანამშრომლობს. მეტიც, მას პოდიუმზე ისეთი ბრენდები იწვევენ, როგორებიცაა „ელი სააბი“, „ჯორჯო არმანი“, „კრისტიან დიორი“, „ვერსაჩე“ და სხვა მრავალი.

View this post on Instagram

#withLovefromItaly

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

თაკოს წარმატების საიდუმლო მისი აღნაგობა, გარეგნობა და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზეა, რომლითაც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი მოხიბლავს. სულ რაღაც 21 წლის არის, მაგრამ იტალიაში, საფრანგეთსა და საქართველოში პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობს.

თაკომ ევროპიდან მორიგი უახლესი სურათი გამოაქვეყნა. ტრენდულმა გოგონამ ახალი იმიჯის მორგება გადაწყვიტა. მას ექსპერიმენტების არ ეშინია და ფოტოსესიებზე სხვადასხვა თემატიკას მარტივად და შეუდარებლად ირგებს. თაკო ნაცვლიშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება ნამდვილად მოგეწონებათ. სუპერ-მოდელის ბუნებრივი სილამაზე მის მიერ გამოქვეყნებულ ბავშვობის ფოტოებზეც კარგად ჩანს. აღსანიშნავია, რომ თაკოს ულამაზესი დედმამიშვილები ჰყავს. პოპულარული ოჯახი ოთხ შვილს ზრდის. ერთ-ერთი ქალიშვილი თაკოსთან და დედასთან - ნინო ცქიტიშვილთან ერთად ფოტოსესიებზე ხშირად პოზირებს. სავარაუდოდ, თაკოს უმცროსი და დედის და დის კვალს მიჰყვება. თაკო ნაცვლიშვილის საუცხოო გარეგნობა უამრავი ადამიანის მზერას იპყრობს. მან მოკლე დროში სახელი გაითქვა და ახლა თაკოს დედოფალს ადარებენ.

114
თემები:
სელებრითების ცხოვრება
პეიზაჟი

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 21–27 სექტემბერი

0
(განახლებულია 22:47 19.09.2020)
სექტემბერიც მალე მიილევა. ასტროლოგები მოგვითხრობენ, როგორ იმოქმედებენ ღამის მანათობლები ამ პერიოდში და როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ.

ამ კვირაში, სავარაუდოდ, ზოდიაქოს ბევრ ნიშანს ჩვეულებრივზე ნაკლები ძალა და მოტივაცია ექნება, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება. თითოეულ ნიშანს ძალისა და ენერგიის თავისი წყარო აქვს. ასტროლოგები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ჩვენი ფარული რეზერვები, რათა მანათობლების ნეგატიურ ზემოქმედებას გავუმკლავდეთ.

ვერძი

ვერძებს არცთუ მარტივი კვირა გელოდებათ, რადგან საქმე ბევრი გექნებათ და ხშირად მათი კონტროლი გაგიჭირდებათ. რაღაც მომენტებში შეიძლება დაიბნეთ კიდეც.

მოგიწევთ მოთმინებით აღჭურვა და ამასთან ფრთხილად მოქმედება. ასეთ რიტმში მუშაობა გიჭირთ, რადგან სწრაფად გინდათ წარმატების მიღწევა ყველაფერში, მაგრამ ახლა არ უნდა იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, არ უნდა თქვათ დაუფიქრებელი ფრაზები. ამან, შესაძლოა, თქვენი გეგმებიდან ყველაფერი გააცამტვეროს. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ 23 და 24 სექტემბერს.

ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით>>

კურო

კუროებს ტოქსიკურ ადამიანებთან გელოდებათ შეხვედრები, ასევე უსიამოვნებები სამსახურში ან საქმიანობაში. კარგი იქნება, თუ დროდადრო საკუთარ აურას გაასუფთავებთ. საუკეთესო ხერხია, არ „ჩაიციკლოთ“ უსიამოვნებებზე, რადგან ფიქრი ცუდ რამეებზე ცნობიერებას აბინძურებს და იღბალს დევნის. თუ შინაგანად მისცემთ თავს ბედნიერების უფლებას, ფორტუნაც არ დააყოვნებს.

კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღეები იქნება პარასკევი და უქმეები. ამ დღეებში ვარსკვლავები და პლანეტები სრულ ჰარმონიაში იქნებიან. შაბათ–კვირას გააკეთეთ ის, რაც მოგესურვებათ, ან სულაც არაფერი გააკეთოთ – ეს თქვენს ნება–სურვილზეა დამოკიდებული.

ტყუპი

სექტემბრის ბოლოს ჩვეულებრივზე მეტი მუშაობა და ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. მნიშვნელოვანი მომენტი იქნება მეტოქეებისა და კონკურენტების ფხიზლად შეფასება. არ ღირს არაკეთილმოსურნეების არასათანადოდ შეფასება – მათ შორის, შესაძლოა, ძალზე ეშმაკი ადამიანები აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს, მნიშვნელობის მხრივ ის ფინანსურ სფეროს არ ჩამორჩება. მარტოხელა ტყუპებმა სიყვარულის მიზიდულობის ოქროს წესებს უნდა მისდიოთ. ვისაც ჰყავს პარტნიორი, გამოიჩინეთ მის მიმართ მეტი ყურადღება და სიკეთე.

ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი>>

კირჩხიბი

კვირის პირველი ორი დღე ძალზე დაძაბული და რთული იქნება. თუნდაც არაფერი ცხოვრებისეული გაუგებრობა და უსიამოვნება არ გელოდებოდეთ, მაინც მოსალოდნელია, რომ დათრგუნული განწყობა და აპათია დაგეუფლოთ. ოთხშაბათს ვარსკვლავების განწყობა აღდგება და კვირის ბოლომდე პოზიტიური დარჩება.

ეს იქნება შესანიშნავი პერიოდი დასვენების, გარემოს გამოცვლის, მოგზაურობისა და შოპინგისთვის. შეგიძლიათ ფულის თამამად დახარჯვა გართობაზე, თვითგანათლებაზე. კვირის ბოლოს დიდი წარმატებები გელოდებათ სასიყვარულო სარბიელზე. მარტოხელებს სიყვარულის პოვნის დიდი შანსი გაქვთ – მოიმატებს თქვენი ქარიზმა. ვისაც ჰყავს პარტნიორი, ისინი ურთიერთობებში არსებული პრობლემებისა და უსიამოვნებების მოგვარებას შეძლებენ.


ლომი
გააკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით, იყავით ის, ვინც ხართ. ასტროლოგები გირჩევენ, არ შეასრულოთ სხვისი როლი იმისთვის, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელზე, ხელმძღვანელობაზე ან მეგობრებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ. ბევრად მნიშვნელოვანია, დარჩეთ პატიოსანი, გულღია და გაჭირვებაში ჩავარდნილი ახლობლის დახმარებისთვის მზადმყოფი. ასეთ ლომს გარშემომყოფები ნამდვილად დააფასებენ.

ფინანსურ სფეროში ხელსაყრელი პერიოდი გელოდებათ. იღბლიანი იქნება კვირა მომსახურების სფეროში მომუშავე ლომებისთვის. გაითვალისწინეთ გარშემომყოფი ადამიანების ინტერესები. კვირის ყველაზე პროდუქტიული დღეებია 23, 24 და 25 სექტემბერი.

რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ>>

ქალწული

21 სექტემბერს, სჯობს, სამუშაოზე თუ სახლში მოერიდოთ გაუგებრობებსა და პრობლემებს. ვარსკვლავები და პლანეტები მცირე დისონანსში იქნებიან, ამიტომ არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ცხელ გულზე. ეს შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.

არ ღირს იმის დანგრევა, რასაც უკვე მიაღწიეთ. არ იჩხუბოთ მეგობრებთან, არ გაწყვიტოთ საქმიანი ან სასიყვარულო ურთიერთობები. ეს ეხება არა მხოლოდ ორშაბათს, არამედ კვირის ნებისმიერ დღეს. სჯობს, მოიცადოთ, კარგად დაფიქრდეთ და ვნებები რომ ჩაცხრება, შემდეგ ობიექტურად შეაფასოთ არსებული ვითარება.

სასწორი

სასწორებს ამ კვირაში, შესაძლოა, ისეთი უარყოფითი გრძნობები მოგეძალოთ, როგორიცაა შური, ბრაზი, წყენა ან ეჭვიანობა. ახლა მთავარია, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ, გააანალიზოთ თითოეული აზრი და ნებისმიერი მოქმედება.

არა აქვს აზრი აჩქარებას. ვარსკვლავები და პლანეტები მშვიდი სასწორების მხარეს არიან, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება ორომტრიალის გარეშე შეუძლია. ეს ის დროა, როცა საჭიროა გარშემომყოფების, განსაკუთრებით ყველაზე ახლობელი ადამიანების რჩევების მოსმენა. ეს სასურველია მას მერეც, რაც ხელსაყრელი პერიოდი დადგება თქვენთვის – 25 სექტემბრიდან.

სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი>>

მორიელი

მორიელებისთვის ეს კვირა პოზიტიური და იღბლიანი იქნება, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები საკმაოდ ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან. შეგიძლიათ თქვენი კომფორტის ზონის დატოვება, ახალი საქმეების დაწყება, ახალი იდეების განვითარება ბიზნესში, ძვირადღირებული ნივთების შეძენა, მივლინებაში წასვლა.

სიყვარულში დიდი წარმატებები ელოდება თამამ და გაბედულ მორიელებს, რომლებიც მიჩვეული არ არიან ლოდინს. საჭიროა ადამიანების დამოუკიდებლად გაცნობა, სიმორცხვის ან მერყეობის დაძლევა. ეს ის დროა, როცა ინიციატივისა და სითამამის წყალობით ცხოვრების სიყვარული შეიძლება იპოვოთ. ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, მათთვის რეკომენდებულია ერთობლივი საქმიანობა.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები ორშაბათსა და შაბათს ცუდ განწყობაზე იქნებიან. მოგიწევთ შიშებთან, განგაშთან და აკვიატებულ აზრებთან ბრძოლა. დანარჩენ დღეებში ყველაფერი კარგად იქნება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კვირა დღე, რომელიც კვირის ყველაზე ხელსაყრელი დღე გახდება.

ამ დღეს შეგიძლიათ შეიცვალოთ გარემო, წახვიდეთ საყიდლებზე. იყავით გულღია ახლობლებთან, ესაუბრეთ მათ საკუთარ გრძნობებზე, გაუზიარეთ მათ თქვენი სამომავლო გეგმები. ისინი მიხვდებიან, რომ მათ ენდობიან და აფასებენ მათ აზრს.

ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები>>

თხის რქა

თხის რქებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ სიყვარულსა და ურთიერთობებს. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ 21–25 სექტემბერს ვარსკვლავები ძალზე აღმშენებლობითი იქნებიან და დაგეხმარებიან მეორე ნახევრის პოვნაში. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ უკეთესობისთვის განეწყოთ.

სამუშაო დღეებში ასევე სასურველია, მეტი ურთიერთობები გქონდეთ მეგობრებთან და ნათესავებთან. შეგიძლიათ მოიწვიოთ სტუმრები, მოაწყოთ მცირე ზეიმი–დღესასწაული. უქმეებზე ასტროლოგები გირჩევენ, საოჯახო საქმეებს მიხედოთ და დრო სიმშვიდეში გაატაროთ; არ იფიქროთ სამუშაოზე, პრობლემებზე და კვირის სასიამოვნო დღეები არ დაამძიმოთ.

მერწყული

მერწყულებმა ეს კვირა სულიერ განვითარებასა და ახალი ცხოვრებისეული მიზნების დასახვას უნდა მიუძღვნათ. არ ღირს ბრძნული რჩევების უგულებელყოფა. შეგიძლიათ იზრუნოთ თვითგანვითარებაზე, ცოდნის მიღებაზე, ასევე წაიკითხოთ წიგნი ან უყუროთ შემეცნებით გადაცემებს.

ვისაც ამ კვირის მსუბუქად და მოდუნებულად გატარება სურს, ისინი მომავალში, სავარაუდოდ, სირთულეებს წააწყდებიან. ყველაზე რთული დღეებია 22 და 23 სექტემბერი. სამშაბათსა და ოთხშაბათს აჯობებს, თუ არ გადაიღლებით და არ გექნებათ სხვების დახმარების იმედი. პარასკევსა და შაბათს ფორტუნა გაგიღიმებთ – ამ დღეებში შეიძლება ახალი საქმის დაწყება.

ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები>>

თევზები

ვარსკვლავები და პლანეტები შესანიშნავ განწყობაზე არიან, რაც თქვენს იღბალსა და მოტივაციაზე აისახება. ამ კვირაში შესაძლებელია ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულება. კარგი იქნება, თუ საკუთარ ძალებს ერთი მიზნის მიღწევისკენ მიმართავთ, რადგან სხვადასხვა მიზანზე გამოდევნება პროდუქტიულობაზე ნეგატიურად აისახება.

სიყვარულსა და ურთიერთობებში მნიშვნელოვანია, რომ ტყუილუბრალოდ კონფლიქტი არ დაიწყოთ. ასტროლოგები გირჩევენ, აპატიოთ გარშემომყოფებს. კვირის დასაწყისი ძალიან კარგი დროა მივლინებისთვის, ხოლო კვირის ბოლო – სახლის დასუფთავებისა და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის.

0