თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი უსიმპათიურეს შეყვარებულთან ერთად რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს

41566
(განახლებულია 11:33 04.09.2020)
ყველასათვის ცნობილი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი შეყვარებულია. შეუდარებელი გოგონა წლებია საზღვარგარეთ მოღვაწეობს. წყვილის ერთობლივი სურათი სოციალურ ქსელში ვრცელდება.

წარმატებული მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში მისი რჩეულის სურათები აქტიურად ვრცელდებოდა. პირველად წყვილი ერთად თაკოს დაბადების დღეზე გამოჩნდა. მოდელმა იუბილე თბილისში გადაიხადა. ქართველი მოდელი ყვითელი პრესის ობიექტი იშვიათად ხდება. მისი პირადი ცხოვრება მუდამ დამალულია, თუმცა ირკვევა, რომ მისი გული ოთო ხუროძეს ეკუთვნის. თაკოს რჩეული 24 წლისაა.

View this post on Instagram

💕

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

თაკოს წარმატების საიდუმლო მისი აღნაგობა, გარეგნობა და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზეა, რომლითაც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი მოხიბლავს. სულ რაღაც 21 წლის არის, მაგრამ იტალიაში, საფრანგეთსა და საქართველოში პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობს. მისი წარმატების ფორმულა მიზანდასახულობაა. როგორც თავად ჰყვება, ვარჯიშს დროს კვირაში რამდენჯერმე უთმობს და სწორად იკვებება. თაკოს ერთი ჩვეულებრივი „ლუქიც“ კი დიდ ყურადღებას იქცევს.

View this post on Instagram

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

წარმატებული და ცნობილი ოჯახის შვილი ქართველი სელებრითების რიგს კარიერის დაწყებიდან მალევე შეუერთდა. თაკო ნაცვლიშვილის მიმართ ყურადღება არა მხოლოდ ქართულმა, არამედ ევროპულმა მედიამ გამოიჩინა. საინტერესოა, როგორ გამოიყურებოდა სუპერ-მოდელი სამოდელო სფეროში ჩართვამდე. მასზე სიუჟეტებს მთელი ქართული სატელევიზიო სივრცის წარმომადგენლები იღებენ.

View this post on Instagram

A post shared by Tako Natsvlishvili (@takonats) on

აღსანიშნავია თაკოს უდიდესი წარმატება და ჯულია რობერტსთან ერთად გადაღებული სარეკლამო ვიდეო, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. თაკოს სილამაზე და დახვეწილი მანერები ბევრ ადამიანს მოსწონს. მისი შარმით აღტაცებული სოციალური ქსელის „ფოლოვერები“ გულწრფელ ემოციებს ვერ მალავენ. თაკოს თითოეულ ფოტოს 10 ათასზე მეტი მოწონება აქვს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება შეყვარებულთან ერთად გადაღებულმა სურათმა გამოიწვია. მისი „ინსტაგრამის“ ხელმომწერების რიცხვი კი 294 ათასს აჭარბებს.

ბოლო პერიოდში თაკო შეყვარებულთან ერთად გადაღებული სურათების ატვირთვას თავს არ არიდებს. უახლესი ფოტო საკუთარ Instagram-ის „სთორიზე“ გამოაქვეყნა. მოდელმა ფოტოს წარწერა გაუკეთა, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ფოტო ზუსტად ერთი წლის წინაა გადაღებული.

41566
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2141)
დისტანციური სწავლება

თუ შვილის სკოლაში გაშვება არ გსურთ: განათლების სამინისტროს ინსტრუქცია მშობლებისთვის

243
(განახლებულია 19:14 30.09.2020)
ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მომატების გამო, მშობლების ნაწილი შვილების სკოლებში გაშვებას უფრთხის

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. იმ მოსწავლეთა მშობლებმა, რომლებსაც არ სურთ შვილების სკოლებში გაშვება პანდემიის პირობებში და დისტანციური სწავლებით აპირებენ სარგებლობას, ან განაცხადი უნდა შეავსონ განათლების სამინისტროს საიტზე და ან სკოლას უნდა მიმართონ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

საუბარია თბილისის, ზუგდიდის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების I-VI კლასების მოსწავლეებზე.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დისტანციური სწავლების გამოცდილება საქართველოს სკოლებში ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლიდან არსებობს. დისტანციური სწავლების შედეგად 600 ათასზე მეტ მოსწავლესა და 55 ათასზე მეტ მასწავლებელს უკვე გააქტიურებული აქვთ სპეციალური პროფილები საგანმანათლებლო ონლაინ–პროგრამებში.

სამინისტროს მხარდაჭერით, მათ აქვთ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ–ინსტრუმენტებით — Microsoft Office 365-ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS–ს, OneNote–სა და სხვა პროგრამებსა და დანართებს.

დისტანციური სწავლების კიდევ ერთი ძირითადი რესურსი საქართველოში არის „ტელესკოლა“. საგანმა ნათლებლო ტელეპროექტის ბადეში ყველა საფეხურის საგნები შედის. ამასთან მაქსიმალურადაა გათვალისწინებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ინტერესებიც.     

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I–VI კლასების მოსწავლეები სკოლებს 1 ოქტომბერს დაუბრუნდებიან.

243
თემები:
განათლება საქართველოში
ვინც პირბადიანია, ის დაცულია

ვინც პირბადიანია, ის დაცულია

80
(განახლებულია 20:47 30.09.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაიწყო. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იმდენად უფრთხის დაავადებას, რომ პირბადეს ქუჩაშიც იყენებს.
ვინც პირბადიანია, ის დაცულია

პირბადეების დეფიციტი საქართველოში არ არის, ფასებიც, გაზაფხულთან შედარებით, შემცირდა. მიუხედავად ამისა, ყველას არ შეუძლია იმდენი ნიღბის ყიდვა, რომ რეგულარულად იცვალოს – დღეში რამდენჯერმე. ხშირად ადამიანები ერთსა და იმავე ნიღაბს რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებენ, ზოგი კვირების განმავლობაშიც. სპეციალისტების აზრით, პირბადეების ასეთი გამოყენება ადამიანს დაავადებისგან ვერ დაიცავს.

დაინფიცირების რისკის შესამცირებლად საჭიროა წესების დაცვა: პირველ რიგში, ორ საათზე მეტხანს ნუ ატარებთ ერთსა და იმავე ნიღაბს, ცვალეთ რეგულარულად და ნუ შეეხებით ნიღბის ზედაპირს, სადაც შესაძლოა ვირუსი იყოს.

80
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 1 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:47 30.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება. არასასურველია შეთანხმებებსა და კონტრაქტებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია აქტიური და მტკიცე მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, წარმატების მიღწევის რწმენა, გადასადგმელი ნაბიჯების კარგად მოფიქრება, ადამიანებთან ურთიერთობები, ოჯახური და ნათესაური კავშირების გამტკიცება, საკუთარი იდეებისა და გეგმების გამხელა, კარიერასა და ბიზნესზე ზრუნვა, ფინანსური საკითხების გადაჭრა.

არარეკომენდებულია უსაქმოდ ყოფნა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე, წვრილმანებზე.

ხელსაყრელი დღეა ხანმოკლე მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0