ტესტირება

COVID-19 საქართველოში: დაიხურება თუ არა რუსთავის „ავერსის" კლინიკა

155
(განახლებულია 20:11 04.09.2020)
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1596-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1294, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. კლინიკა „ავერსის“ რუსთავის ფილიალში ამ დროისათვის მედპერსონალის ინფიცირების 13 შემთხვევაა დადასტურებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

კორონავირუსი დღეს კლინიკის კიდევ სამ თანამშრომელს დაუდასტურდა.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის განცხადებით, ინფიცირებულთაგან შვიდი რუსთავის მკვიდრია.

„ამ ეტაპზე მოკვლეულია 60-მდე კონტაქტი და ეპიდემიოლოგები მუშაობას კვლავ აგრძელებენ. 31 აგვისტოდან დღემდე „ავერსის“ რუსთავის ფილიალში მედპერსონალის ინფიცირების 13 დადასტურებული შემთხვევაა“, – განაცხადა  ბეგაშვილმა.

კლინიკის აღნიშნული ფილიალი ფუნქციონირებას აგრძელებს. დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დახურვის საჭიროებას ვერ ხედავენ.

„კლინიკა სრული დატვირთვით არა, მაგრამ ფუნქციონირებას აგრძელებს. კლინიკაში მედპერსონალის საკმარისი რესურსია და შეგვიძლია იმ თანამშრომლების ჩანაცვლება, რომლებიც იზოლაციაში ან სამკურნალო დაწესებულებებში იმყოფებიან. ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია კლინიკის რუსთავის ფილიალის დახურვა", – განაცხადა კლინიკა „ავერსის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ.

მისი თქმით, დაწესებულებაში პრევენციული ღონისძიებები უკვე გატარდა და პაციენტების მიღება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1596-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1294, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

155
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ქეთა თოფურია

ქეთა თოფურიას ვაჟი ეყოლა - რუსულ მედიაში დეტალები ვრცელდება

0
(განახლებულია 12:39 22.01.2021)
ქეთა თოფურია მეორედ გახდა დედა. ნახეთ სად იმშობიარა მომღერალმა და როდის გააჩინა მეორე შვილი, რომელზე ორსულობასაც თვეები მალავდა

ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ ვაჟი გააჩინა. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქეთამ 21 იანვარს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა და თავს კარგად გრძნობს. მომღერლის ბიჭუნა 4 კილო გაჩნდა და მშობლებმა მას ადამი დაარქვეს. თავად მომღერალს და მის მეუღლეს ლევ დენგოვს ამაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ერთ-ერთი ფავორიტია. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს.

რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მომღერალმა აღიარება მალევე მოიპოვა, თავბრუდამხვევი კარიერაც სწორედ ამ დღიდან იწყება.

თოფურიას პირადი ცხოვრება სკანდალებითაა აღსავსე. მისი ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. წყვილმა რამდენიმე კვირის წინ მოკრძალებული ქორწილიც გადაიხადა. ქეთას სოციალური ქსელი ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ეპიდემია საქართველოში

COVID-19 საქართველოში: ვითარება სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში

0
(განახლებულია 11:22 22.01.2021)
ამ დროისათვის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მოქმედ საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 80 კოვიდ–პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 37, აქედან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 37 პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 16 კოვიდ–ინფიცირებულია მოთავსებული – ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ კი 24.

გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 171 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 903ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 251.974-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები