სალომე კორკოტაშვილი

ასეთი უსაყვარლესი შვილი ჰყავს სალომე კორკოტაშვილს ფოტოები

469
(განახლებულია 18:58 04.09.2020)
იცოდით, რომ სალომე კორკოტაშვილს ვაჟი ჰყავს, რომელიც ძალიან გაიზარდა და დღეს იუბილარია? ნახეთ მომღერლის ფოტოები.

მომღერალი სალომე კორკოტაშვილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც პოპულარობით სარგებლობს. ის საქართველოში ცნობილი ადამიანის, გია კორკოტაშვილის ქალშვილია. პირველი ოჯახი 16 წლის ასაკში შექმნა. მისი რჩეული 19 წლის ტოტო კალანდაძე გახდა.

წყვილმა ერთმანეთი ლისის ტბაზე გაიცნო და ამტკიცებდნენ, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. გაცნობიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ „გაიპარნენ“ და ოჯახიც შექმნეს.

ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი დაშორდა. სალომეს თქმით, უბრალოდ „სიყვარული გაქრა“. წყვილს ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც დღეს იუბილარია. ზუკა კალანდაძე 11 წლის გახდა. სალომემ შვილს დაბადების დღე „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მიულოცა და უსაყვარლესი ერთობლივი ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა.

სალომე ბოლო რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცდილობდა თავის დამკვიდრებას. გოგონა ბერკლის მუსიკის სკოლაშიც სწავლობდა. 2015 წელს მეორედ შექმნა ოჯახი, თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში მისი ბოლოდროინდელი აქტივობებიდან ირკვევა, მეუღლესთან ერთად აღარაა.

469
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2124)
 ილიკო სუხიშვილი

ილიკო სუხიშვილმა შვილი წლების შემდეგ იპოვა - გოგონა, რომელიც საოცრად ჰგავს მამას

39
(განახლებულია 14:42 28.09.2020)
ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. მან წლების წინ იპოვა მეორე შვილი, რომელიც რუსეთში დაიბადა

ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი ორი ქალიშვილის მამაა - დარიასი და ლიზასი. ლიზა ცნობილმა მოცეკვავემ რამდენიმე წლის წინ იპოვა და მის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა. 

გოგონა რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მა­მამ წლე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ის და­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე თვით უმ­ცრო­სია. არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გო­გო­ნას დე­და­ზე. ლიზი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მას­თან ხში­რად ჩა­მო­დის.

როგორც ილიკოს და ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, გოგონებს მამასთან ახლო ურთიერთობა აქვთ. „ილი­კოს ორი­ვე გოგო სა­ხე­ლით მი­მარ­თავს. მა­მას არ­ც ერ­თი ეძა­ხის. ძა­ლი­ან ჰგვა­ნან მა­მას, მაგ­რამ ლიზა უფრო, შავგრე­მა­ნია და ილი­კოს­ნა­ი­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ის არა­სო­დეს სა­უბ­რობს ღიად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც კი იშ­ვი­ა­თად აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნა­ლის­ტებს. თუმ­ცა ის დღემ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცია და ყვე­ლა­ზე ხში­რად მას­ზე ჭო­რა­ო­ბენ.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში სწავ­ლი­სას, რუს გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც მალე და­შორ­და და ამ ქალ­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია (დაშა) სუ­ხიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო­ნაა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ილი­კომ ან­სამ­ბლის ერთ-ერთ წევ­რზე, ულა­მა­ზეს გვან­ცა შერ­გე­ლაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. 2001 წლის აგ­ვის­ტო­ში, უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ან­საბ­ლი გას­ტროლ­ზე ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში იყო და 21 წლის გვან­ცა ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

მას შემ­დეგ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა. მის ქა­ლიშ­ვილს და­რი­ას, კი ძი­რი­თა­დად ცნო­ბი­ლი მა­მი­და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ზრდი­და. გო­გო­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

და­რი­ამ თბი­ლი­სის 55-ე სკო­ლა­ში ოთხი წელი ის­წავ­ლა, შემ­დეგ კი მა­მი­დამ, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რებ­ლად და სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა. გო­გო­ნას წლე­ბის წინ სურ­და მო­ცეკ­ვა­ვე გამ­ხდა­რი­ყო. რო­გორც ჩანს, ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არ მიჰ­ყვე­ბა, თუმ­ცა, თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს, სულ „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეა და ან­სამ­ბლთან ერ­თად გას­ტრო­ლებ­ზეც და­დის.

39
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2124)
თბილისი

ამირან გამყრელიძე: თბილისში კორონავირუსის ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს

23
(განახლებულია 14:41 28.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა  2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

 

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik.  ამ დროისთვის თბილისში კორონავირუსის ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

გამყრელიძის განცხადებით, თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩასატარებლად მოწყობილ სპეციალურ სივრცეში, რომელიც 23 სექტემბერს გაიხსნა,  PCR–ტესტი 990–მდე ადამიანს ჩაუტარდა და პასუხი მხოლოდ შვიდ შემთხვევაში იყო დადებითი.

ტესტირების მიზანი თბილისში კორონავისურის ინფექციის გავრცელების ინტენსივობის გაზომვა იყო.

გამყრელიძის განმარტებით, მიუხედავად დღეს არსებული ეპიდვითარებისა,  აჭარის მსგავსად სხვა რეგიონებში კარვების განთავსება არ იგეგმება.

 „თბილისში იუსტიციის სახლთან ტესტის ჩატარება სამი დღის განმავლობაში ნებისმიერ პირს შეეძლო. ტესტი 988 ადამიანს ჩაუტარდა და მხოლოდ შვიდ შემთხვევაში მივიღეთ დადებითი პასუხი.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში ჯერჯერობით ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს. რაც შეეხება 1,8 ათას პედაგოგს, რომელთაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ,  ვირუსი 14 მასწავლებელს აღმოჩნდა.  ყველაზე მეტი  შემთხვევა კი  გურიის რეგიონში დაფიქსირდა “, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აჭარის ტერიტორიის გარეთ დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა რეგიონთან არის დაკავშირებული.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას უკავშირდება. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია:  32 – იმერეთი, 32 – თბილისი, 16 – გურია, 14 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 11– სამცხე–ჯავახეთი, 7 – ქვემო ქართლი, 4 – კახეთი, 1 – შიდა ქართლი.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

23
თემები:
COVID-19 საქართველოში