MyWay Airlines

ქართველი სტუდენტები ბუდაპეშტში სპეცრეისით 8 სექტემბერს გაფრინდებიან

89
(განახლებულია 15:21 04.09.2020)
რეისს თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი ავიაკომპანია Myway Airlines განახორციელებს. ბილეთის ფასი 200 ევროს არ გადააჭარბებს.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სწავლობენ, 8 სექტემბერს ბუდაპეშტის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რეისს თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი ავიაკომპანია Myway Airlines განახორციელებს. გაფრენა – 12:00, მოფრენა – 19:30 საათზე.

აღნიშნული რეისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც იმ ქართველ სტუდენტებს, რომლებიც უშუალოდ უნგრეთში სწავლობენ, ისე ევროპის სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებსაც შეუძლიათ ტრანზიტით დანიშნულების ადგილამდე ჩასვა.

რაც შეეხება ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებას, მოქალაქეებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ ავიაკომპანია Myway Airlines-ის საიტზე.

ბილეთებზე ფასი 200 ევროს არ გადააჭარბებს. ავიარეისს თვითმფრინავი Boeing B737-800 შეასრულებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად, ბევრმა ქართველმა სტუდენტმა მთავრობის დახმარებით სამშობლოში დაბრუნება შეძლო და სწავლა დისტანციურად გააგრძელა. ამჟამად მათი ნაწილი ჩარტერული რეისებით უკვე დაბრუნდა იმ ქვეყნებში, სადაც სწავლობენ, ნაწილი კი თავის რიგს ელოდება.

89
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (181)
ლაბორატორია

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: თბილისში ისევ ყველაზე მეტი შემთხვევაა

6
(განახლებულია 11:53 27.11.2020)
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123.470-ს შეადგენს

 

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 4.780 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.863 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა, განაცხადა უწყებათშორისი  საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, მესამეზე კი იმერეთია.

აჭარა – 664, იმერეთი – 648, ქვემო ქართლი – 319, შიდა ქართლი – 259, გურია – 102, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 385, კახეთი – 280, მცხეთა-მთიანეთი – 128, სამცხე-ჯავახეთი – 89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 43. 

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1.161 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისათვის საქართველოში 20.013  აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6.251 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 2.724, აჭარაში – 1.020, იმერეთში – 1.219.

კოვიდ–სასტუმროში მოთავსებულია 3.863 ადამიანი, მათ შორის 1.266 – თბილისში, 2.039 – აჭარაში, 278 – იმერეთში.

976 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 375 პირი, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 49, იმერეთში – 45. ბინაზე 9.899 პირი მკურნალობს.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2.114 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 458, აჭარაში – 1.034, ხოლო იმერეთში – 35.

თვითიზოლაციაში იმყოფება 53.544 პირი, საიდანაც თბილისშია 18.087 ადამიანი, აჭარაში – 14.450, იმერეთში – 4.816.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123.470-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

6
თემები:
COVID-19 საქართველოში
ქუთაისი

პლუს 37: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

33
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.780-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 123.470-ს მიაღწია.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.161-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.780-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 123.470-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 102.270 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2.114, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.251 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.863 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

33
თემები:
COVID-19 საქართველოში
პურის დაჭრა

პური გახდომაში დაგეხმარებათ, თუ... დიეტოლოგი გირჩევთ

0
(განახლებულია 11:37 27.11.2020)
ექიმ-დიეტოლოგის თქმით, თუ გახდომა გსურთ, პური აუცილებლად უნდა მიირთვათ, და განმარტავს, როგორი უნდა იყოს ის

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. პური წონაში დაკლებაში და იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგეხმარებათ, თუ ის შესაბამისად იქნება გამომცხვარი, აცხადებს დიეტოლოგი ელენა სოლომატინა.

სპეციალისტმა განმარტა, რომ სასურველია პურის შემადგენლობა მაქსიმალურად მარტივი იყოს.

„ის არ უნდა იყოს გამომცხვარი უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან, ანუ არ უნდა იყოს გაწმენდილი. უკეთესია, თუ პური იქნება მთელმარცვლოვანი, ჭვავის ფქვილის, ქატოიანი. და რაღა თქმა უნდა, ყოველგვარი დამატებითი კომპონენტების გარეშე: მარგარინის, კულინარიული ცხიმებისა თუ გამაფხვიერებლებისა“, — ამბობს დიეტოლოგი.

ამასთან სოლომატინა გვირჩევს, მივირთავთ არა ახალი, რბილი პური, არამედ უკვე გამომშრალი, ვინაიდან ის ბევრად სასარგებლოა.

„ასეთი პური ნელა ხვდება კუჭში. ჩვენ ის ჯერ უნდა კარგად დავღეჭოთ, ნერწვით დავარბილოთ. ამასთან სახამებლის ათვისება უკვე პირის ღრუში იწყება და რაც უფრო მეტ სახამებელს აითვისებს ორგანიზმი საწყის ეტაპზე, მით უკეთესი“, — გვირჩევს ექიმი.

სოლომატინა ამბობს, რომ ქატოსა თუ ჭვავის პურში დიდი რაოდენობით შედის უჯრედისი და В–ჯგუფის ვიტამინები, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ადამიანის ნერვული სისტემისა თუ კუჭ–ნაწლავის სისტემის მიკროფლორისთვის. სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს როგორც იმუნიტეტის მდგომარეობას, ისე ადამიანის გუნება–განწყობასა და, რაც ყველაზე საინტერესოა, აღნაგობასაც კი.

„საოცარია, მაგრამ პური გახდომის მსურველებს წონაში დაკლებაშიც კი ეხმარება. როცა ჩვენ კერძს პურთან ერთად მივირთმევთ, ის დამატებით მოცულობას ქმნის და შესაბამისად, სწრაფად ავსებს კუჭს, აჩენს რა სიმაღრის შეგრძნებას. პურის გარეშე ადამიანი უფრო მეტ საჭმელს იღებს და შესაბამისად, ბევრად მეტ კალორიასაც“, — გამარტავს სპეციალისტი.

დიეტოლოგის თქმით, პურის საშუალო ულუფა დღის განმავლობაში 2–3 ნაჭერია. თუმცა ზოგ შემთვევაში ეს რაოდენობა ადამიანის ცხორების წესიდან და მისი რაციონის კალორიულობიდან გამომდინარე შეიძლება განისაზღვროს.

 

0
თემები:
სასარგებლო რჩევები