პლუს 28: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1294 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 289 პაციენტია.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 28-ით გაიზარდა და 1596-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1294 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 289 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0