ტესტირება კორონავირუსზე

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

71
(განახლებულია 15:04 04.09.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1568 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1279 ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 15 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1596 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1294, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 289 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

71
თემები:
COVID-19 საქართველოში (1830)
ია სუხიტაშვილი

„ვაიმე, ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს...“ - ია სუხიტაშვილი განცხადებას ავრცელებს

20
(განახლებულია 12:11 28.09.2020)
მსახიობი ია სუხიტაშვილი, რომელმაც ორი დღის წინ საოცარი აღიარება მოიპოვა, სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მსახიობი ია სუხიტაშვილი, რომელმაც სან სებასტიანის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა, სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს და ემოციებზე წერს.

მსახიობი საქართველოს ამ გამარჯვებას ულოცავს და წერს, რომ ფილმმა რეკორდი მოხსნა.

„დეა კულუმბეგაშვილი მიყვარხარ. ვაიმე ,ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს, საქართველო გილოცავ”, - წერს მსახიობი.

დრეჟისორ ეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს - „ოქროს ნიჟარის“ მფლობელი გახდა. გარდა ამისა, ფილმმა მოიპოვა სამი მთავარი ჯილდო:

დეა კულუმბეგაშვილი - საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
ია სუხიტაშვილი - საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი - საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი).

ზუსტად ერთი კვირის წინ ფილმმა „დასაწყისი“ ტორონტოს ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრემია მოიპოვა.

ფილმი „დასაწყისი“ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. მოგვითხრობს იეღოვას მოწმეების ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება. 

იანა იეღოვას მოწმის ცოლია. მისთვის ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის პარალელურად ნგრევას იწყებს. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, როდესაც ის საკუთარი სურვილების ანალიზს იწყებს.

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი. ფილმი გადაღებულია კინოცენტრის მხარდაჭერით ლაგოდეხში, რეჟისორის მშობლიურ მხარეში.

2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი, 2016 წელს დეა კულუმბეგაშვილის სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეტა“ რეჟისორის კვირეულის სექციაში აჩვენეს.

20
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ნანიკო ხაზარაძე

„კარგად მაჭმევენ, წყნარად იყავი...“ - ნანიკო ხაზარაძის მამა პანსიონატიდან დედას მიმართავს

37
(განახლებულია 11:09 28.09.2020)
ყველასთვის საყვარელმა ტელეწამყვანმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ქართული რეალობისთვის უჩვეულო განცხადება გაავრცელა

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე მამის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი მამა, ცნობილი პროფესორი დავით ხაზარაძე, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება აქვს, პანსიონატიდან დედას მიმართავს.

ცნობილი ექიმი ვიდეოში დედას ეუბნება, რომ დაწესებულებაში კარგად კვებავენ და სანერვიულო არაფერი აქვს, ბაღში ვარჯიშობს კიდეც.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძემ მამა, ცნობილი ექიმი და ლექტორი პან­სი­ო­ნატ­ში წა­იყ­ვა­ნა. ნა­ნი­კო ამის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქ­ის“ პირად გვერდზე წერდა და საზოგადოებას სთხოვდა, ამისთვის არ გაეკიცხათ.

ნა­ნი­კო აღ­ნიშ­ნავად, რომ მის მა­მას ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა აქვს და ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ის თავს უკეთ იგრძნობდა პანსიონატში, რადგან ამ მდგომარეობაში მისი თუნ­დაც მომ­ვლელ­თან ერ­თად სახ­ლში მარ­ტო და­ტო­ვე­ბა რის­კია.

სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან ტელეწამყვანმა მხოლოდ დადებითი გამოხმაურება მიიღო. საზოგადოების ნაწილმა საკუთარი გამოცდილებაც კი გაუზიარა ამ მძიმე სენთან ბრძოლაში და ნანიკოს გადაწყვეტილება შეუქო.

ნანიკო ხაზარაძე წლებია მედიასივრცის შეუცვლელი მუშაკია. კარიერა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც საქართველოში მასმედია განვითარების პირველ საფეხურებს გადიოდა. პოპულარული ტელეწამყვანი ბევრი ადამიანის საყვარელ ტელესახედ იქცა. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა ახალი საავტორო გადაცემა „საიმედო რეკომენდაციები“ დაიწყო. ტელესახე მხოლოდ საინტერესო რჩევებით არ შემოიფარგლება და მაყურებელს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხზე საკუთარ გამოცდილებას პირდაპირ ეთერში უზიარებს.

37
თემები:
სელებრითების ცხოვრება