ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა კლინიკა „ავერსს უკავშირდება

ტიკარაძე: ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა კლინიკა „ავერსს" უკავშირდება

137
(განახლებულია 00:12 04.09.2020)
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1568 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა „ავერსის" კლინიკასთან არის დაკავშირებული, რომლის ხელმძღვანელობასაც დამატებითი რეკომენდაციები მიეცა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, კლინიკა „ავერსის" ყველა თანამშრომელს ტესტირება უტარდება.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად კლინიკა „ავერსს" უკავშირდება. კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა. დღევანდელი მდგომარეობით, „ავერსის" კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას. ვითარება როგორც მინისტრის, ისე პრემიერის კონტროლის ქვეშაა", – განაცხადა ტიკარაძემ. 

რაც შეეხება მაღაზიებთან დაკავშირებულ სიტუაციას, გუშინ მაღაზიათა ქსელ „ნიკორას" ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ტიკარაძის განმარტებით, ვითარება აქ შემაშფოთებელი არ არის.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1568-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6250 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 289 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

137
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: ვგმობთ ძალადობას ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ

3
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მოხდა.

ტელეკომპანია „ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავს დღეს დილით წყნეთის ქუჩაზე დაესხნენ თავს. სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე სამი პირი ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს", - წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

გამოძიების მიხედვით, ჟურნალისტზე ნასვამ დგომარეობაში მყოფმა სამმა პირმა ფიზიკურად იძალადა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და  ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3
საკლასო ოთახი

ვითარება ქობულეთში: ზედა სამების სკოლაში ექვს პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

25
(განახლებულია 13:14 25.02.2021)
გუშინ, სწავლების დისტანცირ რეჟიმზე გადავიდა ქობულეთის №3 საჯარო სკოლა, სადაც კორონავირუსი 9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს დაუდასტურდა.

 

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის ექვს პედაგოგს COVID-19​ დაუდასტურდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

ამ დროისთვის სასწავლო დაწესებულება დროებით დაიხურა და ორი კვირის განმავლობაში ფუნქციონირებას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს. 

 

„გუშინ ზედა სამების საჯარო სკოლაში მასწავლებლების გეგმური ტესტირებისას სწრაფი ტესტით ინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა, ეპიდემიოლოგებმა პედკოლექტივში აღნიშნული პირების ახლო კონტაქტში მყოფი მასწავლებლების გამოკვლევა დაიწყეს. PCR-ტესტმა ხუთი პედაგოგის შემთხვევაში დადებითი პასუხი დააფიქსირა. ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის მიზნით კვლევები ამ დრომდე გრძელდება", – განაცხადეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

გუშინ კორონავირუსის 14 შემთხვევა დაფიქსირდა  ქობულეთის №3 საჯარო სკოლაშიც – ინფიცირებულთა შორის ცხრა პედაგოგი და 5 მოსწავლეა. ქობულეთის რესურს–ცენტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სკოლა სწავლების დისტანციურ–რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდა. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში კი 1 თებერვლიდან აღდგა.

ბოლო მონაცემებით, გასულ დღე–ღამეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევიდან 25 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.

 

 

25
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები