მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerმესტია
მესტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
10 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტში 5 ათასამდე PCR–ტესტი ჩატარდა, მათგან 1,5 ათასი განმეორებითი იყო.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეჩერებული იყო, დღეიდან განახლდა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მესტია - Sputnik საქართველო
დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მალე მოიხსნება

მესტია 10 აგვისტოს ჩაიკეტა, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირების ერთბაშად 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ფრენები 11 აგვისტოდან შეჩერებული იყო. მესტიაში საკარანტინო რეჟიმი სრულად 2 სექტემბერს მოიხსნა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განმარტებით, სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები კვირაში ხუთჯერ შესრულდება – სამშაბათისა და შაბათის გარდა.

„მას შემდეგ, რაც სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტი გაიხსნა, მესტიის მიმართულებით ფრენებიც აღდგა. აღნიშნული რეისები ხორციელდება ყველა არსებული რეგულაციების დაცვით – სოციალური დისტანცია, თერმოსკრინინგი, სავალდებულო პირბადის ტარება და ა.შ.", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მგზავრობის ღირებულება უფროსებისთვის 90 ლარია, 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასო იქნება.

10 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტში 5 ათასამდე PCR–ტესტი ჩატარდა, მათგან 1,5 ათასი განმეორებითი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0