ვახო სანაია თამუნა ყურაშვილი

ვახო სანაიას გერი ცნობილი ინფლუენსერია გოგონას ფოტოები, რომელიც საოცრად ჰგავს დედას

241
(განახლებულია 18:40 03.09.2020)
ცნობილი ჟურნალისტი ასევე ცნობილ სტომატოლოგზეა დაქორწინებული. ვახო სანაიას 23 წლის გერი ულამაზესი გოგონაა.

ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე პრე­სას­თან არას­დროს სა­უბ­რობს, თუმ­ცა მის ცხოვ­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბი მასმე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მა­ინც ხვდე­ბა. მისი მესამე ქორწინება პრესისთვის საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა.

ვახო სანაიას მესამე ცოლი სტომატოლოგი თამარ ყურაშვილია, რომელზეც ტელეწამყვანი საიდუმლოდ დაქორწინდა. სანაიას პირველი და მეორე ქორწინებიდან სამი ქალიშვილი ჰყავს. ამჟამად წყვილი პატარა სანის ზრდის, რომელიც ქვეყნას გასულ წელს მოევლინა.

View this post on Instagram

My superpower is spreading Luhvvvvv 💕

A post shared by Mariam Kvashilava (@schivarlanoia) on

სტომატოლოგ თამარ ყურაშვილს უფროსი ქალიშვილიც ჰყავს, რომელიც ინფლუენსერია და საოცრად ჰგავს დედას. თავის 23 წლის ასაკში უკვე ბევრი რამ მოასწრო – ჯერ კიდევ თინეიჯერი გოგონა გახდა დამოუკიდებელი ადამიანი, ისწავლა სამ ქვეყანაში და დაბრუნდა საქართველოში.

View this post on Instagram

The punishment is that you're not with me

A post shared by Mariam Kvashilava (@schivarlanoia) on

სოციალურ სივრცეში თითქმის ყველა გოგონა იცნობს, როგორც ყველაზე პოპულარული ჯგუფების Beauty lab-ის და Glam Factory-ის დამფუძნებელს, რომელმაც ათასობით გოგონა ერთ სივრცეში გააერთიანა და სილამაზის ინდუსტრიაში შეახედა.

მარიამ კვაშილავა პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სორბონას უნივერსიტეტი გასულ წელს დაამთავრა და საქართველოში დაბრუნდა – ახალი იდეებით და ახალი მისიით. როგორც თავად ამბობს, მის მიერ შექმნილი ჯგუფები გოგონების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება როგორც სილამაზის სფეროში, ასევე მათი უფლებების დაცვის მხრივ.

241
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2080)
ტესტირება კორონავირუსზე

აჭარა, თბილისი და რეგიონები - როგორია COVID-19-ის ახალი შემთხვევების გეოგრაფია

32
COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარაზე მოდის, რეგიონში ერთ დღეში ასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, რომლებიც ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირდა, უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, დანარჩენი გამოვლინდა თბილისსა და რეგიონებში, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

სად უმკურნალებენ კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს >>

„დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 3 306 შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 116 არის აჭარა, 30 თბილისს უკავშირდება, იმერეთს -15, სამეგრელო-ზემო სვანეთს - 11 , გურიას - 4, კახეთს - 3, შიდა ქართლს - 3, ქვემო ქართლს - 2, ასევე მცხეთა-მთიანეთს - 2, ერთი შემთხვევა კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსზე მკურნალობს სულ 1 798 ადამიანი, აქედან 14 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 70-ის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება აჭარას, რეგიონში 28-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც.

ახალინფიცირებულთა უმრავლესობა ბათუმის მკვიდრია. ამასთან, დღეს გამოვლენილ შემთხვევებს შორის არიან არასრულწლოვნები და ორსულებიც.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში ამ დროისთვის 486 ინფიცირებული მკურნალობს, 300-ზე მეტი პირი კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება. დღევანდელი შედეგი 3 ათას 500-ზე მეტი ტესტის შედეგად გამოვლინდა.

გურიაში კორონავირუსი ორი თვის ჩვილს დაუდასტურდა >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დღეს 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

32
თემები:
COVID-19 საქართველოში
ტესტირება კორონავირუსზე

ლაგოდეხში კორონავირუსი ორ მცირეწლოვან ბავშვს დაუდასტურდა

53
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსზე, ნელი ხიზანიშვილზე დაყრდნობით.

ხიზანიშვილის განცხადებით, „კოვიდ-19“ ლაგოდეხში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებს დაუდასტურდათ.

მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში იგეგმება.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორონავირუსის გამოვლენის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში 34 ინფიცირებულია.

რეგიონის მასშტაბით მოქმედ სამ საკარანტინო ზონაში 122 ადამიანი რჩება, ხოლო თვითიზოლაციაში კი 171 მოქალაქე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მონაცემებით, კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხევა გამოვლინდა.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა >>

პარასკევს კახეთის რეგიონში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

53
თემები:
COVID-19 საქართველოში