ოთარ ტატიშვილი თიკა სვანიშვილი

ოთარ ტატიშვილის ვაჟი დაქორწინდა ნახეთ ვინ არის მისი რჩეული ფოტოები

95815
(განახლებულია 18:06 03.09.2020)
ოთარ ტატიშვილი მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან „შუა ქალაქში“, სადაც ექიმ ირაკლი ჩხეიძის როლს ასრულებდა.

ექიმის, მსახიობისა და ტელეწამყვანის ოთარ ტატიშვილის უმცროსმა ვაჟმა შოთა ტატიშვილმა იქორწინა. შოთას რჩეული მარიამ ხულელიძეა.

View this post on Instagram

♥️♥️♥️

A post shared by @ shotitatishvili on

წყვილს ქორწილი გაცილებით ადრე, 15 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს. 31 აგვისტოს კი ტატიშვილებმა ნიშნობის დღე ვიწრო წრეში აღნიშნეს.

View this post on Instagram

🤍💫

A post shared by Mariam (@mariaamkhh) on

შოთი ტატიშვილი 2015 წელს მუსიკალური შოუს „X ფაქტორის” მონაწილე იყო „ბიჭების“ კატეგორიაში, ის პროექტს „ოთხი სკამის“ ეპიზოდიდან გამოეთიშა.

View this post on Instagram

A post shared by @shotitatishvili on

სულ რამდენიმე წელია, რაც ოთარ ტატიშვილი ეკრანებზე გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა. ის ყველაფერს ასწრებს, ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს.

ოთარი პირველ მეუღლეს ეკა არჩვაძეს დაახლოებით 20 წლის წინ დაშორდა. ეკასთან მას ორი ვაჟი ჰყავს. ისინი ექვსი წელი ცხოვრობდნენ ერთად. მეორე მეუღლე თიკა სვანიშვილი სტომატოლოგია. მასთან ოთარს ერთი გოგონა – ნანი ტატიშვილი ჰყავს, რომელიც თანდათან საოცრად ემსგავსება დედას.

95815
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2114)
ნადირობა

საქართველოში  უკანონო ნადირობის 304 შემთხვევა გამოვლინდა

36
(განახლებულია 13:20 25.09.2020)
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი-230  შემთხვევა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა, იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა. არემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის ფარგლებში ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

უწყების ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 230  შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა.  რაც შეეხება დედაქალაქს, აქ სამი ფაქტი დაფიქსირდა.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 21, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე-18, აჭარასა და გურიაში-14, სამეგრელო -ზემო სვანეთში-7. ქვემო ქართლში-6, კახეთში კი 5 ფაქტი გამოავლინეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სპეციალისტებმა შემოწმების დროს 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს. გარდა ამისა, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 20 შემთხვევაში სამართალდამრღვევები დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 12 მონადირეს კი დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ – 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა მყისიერად მოხდეს კანონდარღვევაზე რეაგირება.

საქართველოში ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.

ნადირობის დროს იკრძალება მცენარეული საფარის დაწვა, გარეული ფრინველის კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება, ცხოველთა მასობრივი მოპოვებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, ნადირობა თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან.

ნადირობა ასევე აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

36
თემები:
ჩვენ და ბუნება
ზურა დოიჯაშვილი

„ზურა ძალიან მენანები...“ - მომღერლის მეგობარი განცხადებას ავრცელებს

74
(განახლებულია 12:49 25.09.2020)
მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი მძი­მედ არის ავად და ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი საზოგადოებას მოუწოდებენ, ილოცონ მისთვის

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. მომღერალ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებენ და ხელისუფლებასა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

მომღერალი ისრაელის კლინიკაში, აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომღერლის მეგობრის ვალერი მურღულიას თქმით, დოუჯაშვილი ხუთი თვეა თელავივის კლინიკაში აპარატზეა მიერთებული და სიკვდილს ებრძვის.

2019 წლის ოქტომბერში ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით საქართველოშიც იყო მოთავსებული კლინიკაში. მომღერალს შუნტირება აქვს გაკეთებული. იასრაელში კი ამას ფილტვების პრობლემაც დაერთო, სადაც ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე სამუშაოდ წავიდა და აეროპორტში მუშაობდა.

74
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2114)
დონალდ ტრამპი

პოლიტოლოგი: ტრამპს ნავალნის საქმეში ჩარევა არ სურს  

0
ახალი კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლებისგან მოითხოვს, ანგარიში წარუდგინოს კონგრესს იმის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის ფინანსებზე

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ამერიკელი სენატორების ჯგუფმა, ალექსეი ნავალნის ინციდენტთან დაკავშირებით, კანონპროექტი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე, ნათქვამია რესპუბლიკელი სენატორის, მარკო რუბიოს საიტზე.

დოკუმენტი იმ რუსი ოფიციალური პირების საწინაათმდეგო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც, მისი ავტორების აზრით, „ღიად არღვევენ საერთაშორისო სამართლს“ და ჩართულები არიან ნავალნის „მოწამვლის“ საქმეში.

კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლებისგან მოითხოვს, ანგარიში წარუდგინოს კონგრესს იმის შესახებ, რა ინფორმაციას ფლობენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის ფინანსებზე. გარდა ამისა, კანონპროექტი ავალდებულებს თეთრ სახლს, პასუხი გასცეს კითხვას, დაარღვია თუ არა მათი აზრით რუსეთმა აშშ–ის კანონები, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს.

გარდა მარკო რუბიოსი, დოკუმენტს მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელმა სენატორმა მიტ რომნიმ და ასევე დემოკრატმა კრის კუნსმა, ბემ კარდინმა და კრის ვან ჰოლენმა.

იმისათვის, რომ კანონპროექტი მიიღონ, ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

რადიო Sputnik–ის ეთერში პოლიტოლოგმა ვლადიმირ მოჟეგოვმა სენატორების ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა.

„ეს წმიდად საჯარო საქმეა. რა ანგარიშები შეიძლება იყოს? ეს სრულიად წარმოუდგენელი რამაა. ეს არის წინასაარჩევნო ისტერიის გამწვავების რიტორიკა. და კიდევ: ნავალნის საქმე — ეს უფრო დემოკრატების დღის წესრიგია. რესპუბლიკელები უხალისოდ ეწერებოდნენ ამაში და როგორც მგონია, ამას მხარს არც მომავალში დაუჭერენ. ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ძალიან ფრთხილობს და დისტანცირდება ამ ყველაფრისგან. და პომპეოც ამბობდა, რომ რეაგირება საჭიროა მაშინ, როგორც კი მომხდარზე ყველა ფაქტი ცნობილი იქნება, რომ ჯერჯერობით მაინცდამაინც გასაგები არ არის, რა ხდება“, — აღნიშნა ვლადიმირ მოჟეგოვმა.

მისი აზრით, ამერიკელები გერმანელებისგან ნავალნის თაობაზე ინფორმაციის მიღებას შეძლებდნენ, მაგრამ ასეთი მოთხოვნა მათგან არ ყოფილა.

„ეს იქნებოდა რაღაც საფუძველი სანქციებისთვის, მაგრამ ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა. ამიტომ მეჩვენება, რომ ეს უბრალოდ ჰაერის შერხევაა... ეს რაღაც ბნელი ისტორიაა, ამიტომ ტრამპს არ სურს მასში ჩარევა — დემოკრატების აფიორაა, რომელშიც უბრალოდ არ სურს ჩაძირვა. ვფიქრობ, დემოკრატები ამ დღის წესრიგს გაძლიერებულად გააპიარებენ, ხოლო ტრამპი რამდენადმე გვერდზე იდგება ამისგან“, — მიაჩნია პოლიტოლოგს.

ალექსეი ნავალნი ომსკში 20 აგვისტოს გადაიყვანეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც ის შეუძლოდ გახდა თვითმფრინავში. ექიმებმა მას ნივთიერებათა ცვლის დარღვევა დაუდგინეს, რაც სისხლში შაქრის დონის მკვეთრმა ვარდნამ გამოიწვია. ნავალნის სისხლსა და შარდში შხამის კვალი ომსკში არ აღმოუჩენიათ.

მოგვიანებით ალექსეი ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს. სექტემბრის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ბლოგერი საბრძოლო ნივთიერებათა ჯგუფის სუბსტანცია „ნოვიჩოკით“ იყო მოწამლული. მოსკოვმა ბერლინის ლაბორატორიიდან ანალიზების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

ამასთან, რუსეთის ინფორმაციით, გერმანიის დაზვერვა BND–ს 1990-იანი წლებიდან ჰქონდა წვდომა „ნოვიჩოკზე“. გარდა ამისა, ნივთიერებას ოცამდე ქვეყანაც სწავლობდა, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი, ჩეხეთი. ხოლო რუსეთმა, პრეზიდენტის 1992 წლის ბრძანებულების თანახმად, შეაჩერა ქიმიური იარაღის სფეროში სამუშაოები და 2017 წელს მსგავსი ნივთიერებების მთელი მარაგი გაანადგურა — რაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) დაადასტურა.

0
თემები:
რუსეთი დღეს