LOT Polish Airlines სექტემბერში თბილისის მიმართულებით ორ რეისს შეასრულებს

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკში Polish Airlines (LOT)
 Polish Airlines (LOT) - Sputnik საქართველო
გამოწერა
სექტემბერში საქართველოდან/საქართველოში 24 რეგულარული სამგზავრო და 40-მდე ჩარტერული სამგზავრო რეისი შესრულდება.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines თბილისი-ვარშავის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს 12 და 26 სექტემბერს შეასრულებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე.

ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით: 12 სექტემბერი – თბილისი–ვარშავა (გაფრენა 04:25, ჩაფრენა 06:10), 26 სექტემბერი – თბილისი–ვარშავა (გაფრენა 04:25, ჩაფრენა 06:10).

ნებართვა აღნიშნული ფრენების შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უკვე გაიცა.

„აქვე გაცნობებთ, რომ, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან/საქართველოში 24 რეგულარული სამგზავრო და 40-მდე ჩარტერული სამგზავრო რეისი შესრულდება. მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს, პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით კი რეგულარულ ფრენებს კვირაში ორჯერ – ავიაკომპანია AirFrance. ევროპის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით კომერციული ჩარტერული რეისების შესრულებას Georgian Airways გააგრძელებს. ავიაკომპანია ფრენებს ამსტერდამის, ვენის, პარიზის და ბერლინის მიმართულებით შეასრულებს", – ნათქვამია განცხადებაში.

Turkish Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
Turkish Airlines ფრენებს თბილისიდან აგვისტოს ბოლოს იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ასევე დააკმაყოფილა სხვადასხვა უცხოური ავიაკომპანიის განაცხადი ცალკეული კომერციული ჩარტერული რეისების შესრულებაზე, რომლებიც საქართველოდან პირდაპირი თუ ტრანზიტული მიმართულებით მგზავრების გაყვანაზეა ორიენტირებული. ჩარტერული ფრენები ამ ეტაპზე დანიშნულია სტამბულის, დოჰას, ათენის, ვარშავის, კიევის და მინსკის მიმართულებებით.

„მგზავრობის დაგეგმვის დროს გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით", – ნათქვამია განცხადებაში.

დადასტურებული რეგულარული და ჩარტერული რეისების განახლებადი ფრენის განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php.

ყველა ახალი ამბავი
0