საქართველო ტყეების დასაცავად 30 მლნ ევროზე მეტს მიიღებს

© Sputnik / STRINGERმარტყოფი
მარტყოფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვიდწლიანი პროექტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების მუნიციპალიტეტებში – დედოფლისწყაროში, თელავში, ახმეტაში, ყვარელში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და თიანეთში ხორციელდება.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. „კლიმატის მწვანე ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადასცა, ნათქვამია სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისის ანძა - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშილის ფონდმა მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტისთვის 16 მილიონი გამოყო

სამინისტრომ გრანტი მიიღო პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ ფარგლებში.

„შეიქმნა ახალი საკანონმდებლო ბაზა ტყეების უკეთესად მართვისთვის, მართვის პროცესში მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და ტყის ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის, რათა გაუმჯობესდეს ტყის ეკოლოგიური მდგომარეობა. ტყის კოდექსით განსაზღვრული ტყის მართვის პრინციპების განსახორციელებლად ქვეყანას სჭირდება რესურსები. „კლიმატის მწვანე ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოსგან მიღებული მხარდაჭერა მნიშვნელოვანად დაგვეხმარება ტყის დაცვის გაძლიერებაში“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

პროექტი საქართველოს მთავრობას დაეხმარება ამბიციური პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, რაც გულისხმობს ტყეების 1,8 მილიონი ჰექტარის მართვას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესებას და, შესაბამისად, ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებას.

შვიდწლიანი პროექტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების მუნიციპალიტეტებში – დედოფლისწყაროში, თელავში, ახმეტაში, ყვარელში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და თიანეთში ხორციელდება.

საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონ ჰა ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

„კლიმატის მწვანე ფონდი“ (GCF) გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო–კონვენციის (UNFCCC) საფუძველზე შეიქმნა, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისთვის ფინანსური მექანიზმის ოპერატიულ ორგანოს წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0