კომპიუტერისა და ნოუთბუკის ეკრანები

საქართველოში ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მიმდინარეობს

232
ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა - მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ევროპის ინფორმატიკის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში 2-6 სექტემბერს რეკორდული რაოდენობის - 30 ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარეობს. აღნიშნულია უწყების ვებგვერდზე.

ოლიმპიადა 2 სექტემბერს ელექტრონულ ფორმატში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა, რომლის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შესახებ საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ჯაბა სამუშიასა და ოლიმპიადის პრეზიდენტის გიორგი მანდარიას მისალმების შემდეგ მოხდა ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების წარდგენა.

ოლიმპიადის ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფს.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ოლიმპიადის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებით 2021 წლის ოლიმპიადა, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში, ტრადიციულ ფორმატში კვლავ საქართველოს ორგანიზებით გაიმართება.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველომ მაღალ დონეზე უზრუნველყო 2020 წლის ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის ონლაინ ფორმატში ჩატარება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დღეს, მსოფლიო გამოწვევების ფონზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ონლაინ ჩატარება შესაძლებელია“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

წელს საქართველომ, ძირითადი გუნდის გარდა, წარადგინა დამატებით გუნდი, რომელიც ოლიმპიადაში კონკურსგარეშე მონაწილეობს. საქართველოს გუნდები ოლიმპიადისთვის ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის საფუძველზე და ასაკობრივი შეზღუდვის გათვალისწინებით დამატებით შესარჩევი ტურის შედეგად შეირჩა.

გამარჯვებული გუნდები - ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები - შესარჩევი ტურების შედეგად გამოვლინდებიან. ოლიმპიადის დახურვის ცერემონია 6 სექტემბერს გაიმართება.

ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა - მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი იმართება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით. პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში გაიმართა.

232
თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები (32)
ლაბორატორია

14 მოსწავლის ინფიცირების წყარო რეპეტიტორია: რა ვითარებაა სამეგრელოში

32
(განახლებულია 13:05 28.09.2020)
ინფიცირებულთა შორის არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ რუხის, ინგირის, დიდინეძის და ზუგდიდის რამდენინე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. რეგიონში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 14 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელთა ინფიცირების წყარო რეპეტიტორია, განაცხადა სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ „Sputnik-საქართველოსთან“

რეგიონში გუშინ კორონავირუსზე PCR-ტესტი 200 მოქალაქეს ჩაუტარდა და აქედან დადებითი პასუხი 20 შემთხვევაში დაფიქსირდა.

თორიას განცხადებით, ინფიცირებული არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ რუხის, ინგირის, დიდინეძის და ქალაქის რამდენინე საჯარო სკოლის მოსწავლეები. 

ამ დროისთვის  მუნიციპალიტეტის სამივე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა –  მუნიციპალიტეტის სკოლებში ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ახალი შემთხვევებიდან სამი ფოთის მცხოვრებია,  რომელთაც ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ინფიცირებულთა შორის ერთი მარტვილიდანაა, ერთი საბერიოს კლასტერს,  ერთი შემთხვევა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება, ხოლო ერთი პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

 „ზუგდიდში გამოვლენილი 15 შემთხვევიდან 14 არასრულწლოვანია, რომელთა ინფიცირების წყაროც ერთ–ერთი საგნის რეპეტიტორია.  აღნიშნული პედაგოგი ე.წ.  ოქროს ბირჟის კლასტერია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა. სულ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 92-ს შეადგენს“, –  განაცხადა მალხაზ თორიამ.

ამ დროისთვის  რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში ჯამში 173 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სულ  69  პაციენტი მკურნალობს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

32
თემები:
COVID-19 საქართველოში
ია სუხიტაშვილი

„ვაიმე, ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს...“ - ია სუხიტაშვილი განცხადებას ავრცელებს

52
(განახლებულია 12:11 28.09.2020)
მსახიობი ია სუხიტაშვილი, რომელმაც ორი დღის წინ საოცარი აღიარება მოიპოვა, სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მსახიობი ია სუხიტაშვილი, რომელმაც სან სებასტიანის კინოფესტივალზე საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა, სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს და ემოციებზე წერს.

მსახიობი საქართველოს ამ გამარჯვებას ულოცავს და წერს, რომ ფილმმა რეკორდი მოხსნა.

„დეა კულუმბეგაშვილი მიყვარხარ. ვაიმე ,ცუდად ვარ ისეთი შოკი მაქვს, საქართველო გილოცავ”, - წერს მსახიობი.

დრეჟისორ ეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს - „ოქროს ნიჟარის“ მფლობელი გახდა. გარდა ამისა, ფილმმა მოიპოვა სამი მთავარი ჯილდო:

დეა კულუმბეგაშვილი - საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);
ია სუხიტაშვილი - საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი - საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი).

ზუსტად ერთი კვირის წინ ფილმმა „დასაწყისი“ ტორონტოს ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრემია მოიპოვა.

ფილმი „დასაწყისი“ საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. მოგვითხრობს იეღოვას მოწმეების ჯგუფის ისტორიას, რომელიც მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმების მსხვერპლი ხდება. 

იანა იეღოვას მოწმის ცოლია. მისთვის ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის პარალელურად ნგრევას იწყებს. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, როდესაც ის საკუთარი სურვილების ანალიზს იწყებს.

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი. ფილმი გადაღებულია კინოცენტრის მხარდაჭერით ლაგოდეხში, რეჟისორის მშობლიურ მხარეში.

2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი, 2016 წელს დეა კულუმბეგაშვილის სხვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეტა“ რეჟისორის კვირეულის სექციაში აჩვენეს.

52
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ჯემალ ჭკუასელი

ჯემალ ჭკუასელი იუბილარია 85

0
(განახლებულია 14:20 28.09.2020)
ცნობილ მომღერალ და ქორეოგრაფთან ერთად საიუბილეო თარიღს – 135 წლისთავს ზეიმობს „ერისიონიც“, რომელსაც ჭკუასელი რამდენიმე ათეული წელი ხელმძღვანელობდა

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი თავისი 85 წლის იუბილეს ხელოვნების სასახლეში აღნიშნავს, განუცხადეს Sputnik–საქართველოს ორგანიზატორებმა.

ჯემალ ჭკუასელი დაბადების დღეს, ჩვეულებრივ, 18 მაისს აღნიშნავს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო საიუბილეო დღესასწაულის დროებით გადადება გახდა საჭირო. ამასთან, დღეს ხელოვნების სასახლეში აღნიშნავენ არა მხოლოდ ჭკუასელის 85 წლის იუბილეს, არამედ ასევე ანსამბლ „ერისიონის 135 წლისთავსაც.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მუზეუმში ერთი თვის განმავლობაში გახსნილი იქნება ექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ანსამბლის სცენური კოსტიუმები, აფიშები სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებიდან, „ჩაკრულოს“ ვინილის ფირფიტის ასლი, რომელიც 1977 წელს ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტო NASA–მ კოსმოსში მთელ მსოფლიოში შეკრებილ 27 სხვა კომპოზიციასთან ერთად გაუშვა. ანსამბლის წევრები თავიანთ უცვლელ ხელმძღვანელს სიურპრიზის სახით ახალ სიმღერას წარუდგენენ.

ჯემალ ჭკუასელი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. ის ანსამბლ „ერისიონს“ სათავეში 1986 წლიდან ედგა. ანსამბლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით დადის გასტროლებზე. ამჟამად „ერისიონს“ შერმადინ ჭკუასელი ხელმძღვანელობს.

ანსამბლი 1885 წელს დაარსდა. დღეს ის ერთ – ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია ეთნო სტილში.

ცნობილი ანსამბლი „ერისიონი“ ონლაინ-კონცერტს გამართავს>>

ანსამბლში ასზე მეტი ნიჭიერი არტისტი არა მხოლოდ დახვეწილი აკრობატული ელემენტების გამოყენებით ცეკვავს, არამედ მღერიან პოლიფონიურ სიმღერებს უნიკალური ქართული ტრადიციების გამოყენებით. გარდა ამისა, მსოფლიოში „ერისიონის“ არტისტები იმ მცირერიცხოვანთა რიცხვში არიან, რომლებიც დაეუფლნენ „პოპ-პოინტის“ ტექნიკას - ცეკვის ხელოვნებას რბილი ტყავის ბალეტის ფეხსაცმელში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა