ურეკის ბულვარი კეთილმოეწყობა

© photo: courtey of Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaურეკი
ურეკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საკურორტო დაბა ურეკში ბულვარი და ცენტრალური ქუჩები კეთილმოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები „მუნიციპალური განვითარების ფონდმა" დაიწყო.

პროექტის ღირებულება 5 მილიონი ლარია. მას საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.

პროექტის ფარგლებში დასრულდა ურეკის ბულვარის რეაბილიტაციის პირველი ფაზა, რაც ითვალისწინებდა გარე განათების, ველობილიკების, მცირე მოედნებისა და სივრცეების მოწყობას ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის, საპირფარეშოების მშენებლობას. ბულვარი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ბათუმში მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
პრემიერი: ბათუმში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სხვა ქალაქებს არ უნდა გადაეცეს

გარდა ამისა, პარალელურ ქუჩებზე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და დამონტაჟდა ქუჩის განათება.

სამუშაოების შესრულების პროცესს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.

ურეკის, როგორც კურორტის ისტორია ას წელზე მეტს ითვლის, თუმცა ოფიციალურად ის 1971 წლიდან არსებობს. ურეკი, რომელიც სხვა კურორტებისგან მაგნიტური ქვიშის პლაჟით გამოირჩევა, შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და მკურნალობისთვის, კერძოდ, უხდება ისეთ ადამიანებს, ვისაც სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების დაავადებები აწუხებს.

ყველა ახალი ამბავი
0