კახა კალაძე

თხოვნა იქნება, რომ ვისაც შეგიძლიათ, ადამიანები სახლიდან დისტანციურად ამუშაოთ კახა კალაძე

104
(განახლებულია 20:11 02.09.2020)
საქართველოში კორონავირუსის 1548 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1270, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6185 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 215  პაციენტია.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, ვისაც შეუძლია, ადამიანები სახლიდან დისტანციურად ამუშაონ. ეს განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

კალაძის თქმით, ქვეყანაში 38 ახალი ინფიცირებულია, ამიტომ ის ადამიანები, ვინც სახლიდან დისტანციურად მუშაობენ, სასურველია ამავე რეჟიმში დარჩნენ.

„ასევე გავითვალისწინოთ, რომ მერიის შენობაში და ყველა დაწესებულებაში პირბადეებით გადაადგილება აუცილებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, ყველა რეკომენდაციის შესრულება მკაცრად უნდა გაკონტროლდეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1548 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1270, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6185 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 215  პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

104
 ილიკო სუხიშვილი

ილიკო სუხიშვილმა შვილი წლების შემდეგ იპოვა - გოგონა, რომელიც საოცრად ჰგავს მამას

72
(განახლებულია 14:42 28.09.2020)
ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. მან წლების წინ იპოვა მეორე შვილი, რომელიც რუსეთში დაიბადა

ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი ორი ქალიშვილის მამაა - დარიასი და ლიზასი. ლიზა ცნობილმა მოცეკვავემ რამდენიმე წლის წინ იპოვა და მის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა. 

გოგონა რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მა­მამ წლე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ის და­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე თვით უმ­ცრო­სია. არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გო­გო­ნას დე­და­ზე. ლიზი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მას­თან ხში­რად ჩა­მო­დის.

როგორც ილიკოს და ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, გოგონებს მამასთან ახლო ურთიერთობა აქვთ. „ილი­კოს ორი­ვე გოგო სა­ხე­ლით მი­მარ­თავს. მა­მას არ­ც ერ­თი ეძა­ხის. ძა­ლი­ან ჰგვა­ნან მა­მას, მაგ­რამ ლიზა უფრო, შავგრე­მა­ნია და ილი­კოს­ნა­ი­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ის არა­სო­დეს სა­უბ­რობს ღიად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც კი იშ­ვი­ა­თად აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნა­ლის­ტებს. თუმ­ცა ის დღემ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცია და ყვე­ლა­ზე ხში­რად მას­ზე ჭო­რა­ო­ბენ.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში სწავ­ლი­სას, რუს გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც მალე და­შორ­და და ამ ქალ­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია (დაშა) სუ­ხიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო­ნაა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ილი­კომ ან­სამ­ბლის ერთ-ერთ წევ­რზე, ულა­მა­ზეს გვან­ცა შერ­გე­ლაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. 2001 წლის აგ­ვის­ტო­ში, უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ან­საბ­ლი გას­ტროლ­ზე ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში იყო და 21 წლის გვან­ცა ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

მას შემ­დეგ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა. მის ქა­ლიშ­ვილს და­რი­ას, კი ძი­რი­თა­დად ცნო­ბი­ლი მა­მი­და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ზრდი­და. გო­გო­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

და­რი­ამ თბი­ლი­სის 55-ე სკო­ლა­ში ოთხი წელი ის­წავ­ლა, შემ­დეგ კი მა­მი­დამ, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რებ­ლად და სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა. გო­გო­ნას წლე­ბის წინ სურ­და მო­ცეკ­ვა­ვე გამ­ხდა­რი­ყო. რო­გორც ჩანს, ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არ მიჰ­ყვე­ბა, თუმ­ცა, თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს, სულ „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეა და ან­სამ­ბლთან ერ­თად გას­ტრო­ლებ­ზეც და­დის.

72
თემები:
სელებრითების ცხოვრება
თბილისი

ამირან გამყრელიძე: თბილისში კორონავირუსის ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს

26
(განახლებულია 14:41 28.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა  2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

 

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik.  ამ დროისთვის თბილისში კორონავირუსის ინფექცია აქტიურად არ ცირკულირებს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

გამყრელიძის განცხადებით, თბილისის იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩასატარებლად მოწყობილ სპეციალურ სივრცეში, რომელიც 23 სექტემბერს გაიხსნა,  PCR–ტესტი 990–მდე ადამიანს ჩაუტარდა და პასუხი მხოლოდ შვიდ შემთხვევაში იყო დადებითი.

ტესტირების მიზანი თბილისში კორონავისურის ინფექციის გავრცელების ინტენსივობის გაზომვა იყო.

გამყრელიძის განმარტებით, მიუხედავად დღეს არსებული ეპიდვითარებისა,  აჭარის მსგავსად სხვა რეგიონებში კარვების განთავსება არ იგეგმება.

 „თბილისში იუსტიციის სახლთან ტესტის ჩატარება სამი დღის განმავლობაში ნებისმიერ პირს შეეძლო. ტესტი 988 ადამიანს ჩაუტარდა და მხოლოდ შვიდ შემთხვევაში მივიღეთ დადებითი პასუხი.  შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში ჯერჯერობით ინფექციის აქტიური ცირკულაცია არ გვაქვს. რაც შეეხება 1,8 ათას პედაგოგს, რომელთაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ,  ვირუსი 14 მასწავლებელს აღმოჩნდა.  ყველაზე მეტი  შემთხვევა კი  გურიის რეგიონში დაფიქსირდა “, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აჭარის ტერიტორიის გარეთ დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა რეგიონთან არის დაკავშირებული.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას უკავშირდება. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია:  32 – იმერეთი, 32 – თბილისი, 16 – გურია, 14 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 11– სამცხე–ჯავახეთი, 7 – ქვემო ქართლი, 4 – კახეთი, 1 – შიდა ქართლი.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

26
თემები:
COVID-19 საქართველოში
ცესკო

არჩევნები ახლოვდება საუბნო საარჩევნო კომისიები თავმჯდომარეებს ირჩევენ

0
(განახლებულია 15:22 28.09.2020)
საუბნო კომისიების მუშაობის გამჭვირვალობისთვის მათ სხდომებზე დაიშვებიან საარჩევნო სუბიექტების, მასმედიის წარმომადგენლები და დამკვირვებლები.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. დღეიდან ყველა 3 657 საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომები ჩატარდება. ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

საქართველოში არჩევნებზე ეუთოს 350 დამკვირვებელი ჩამოვა>>

მისი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება, კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.

შესაბამის საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ. ამავე დროს, კანონმდებლობით, ეს უფლება არ ვრცელდება სუბიექტის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც დანიშნა ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიამ. სხდომაზე დასწრება შეუძლიათ ასევე დარეგისტრირებულ დამკვირვებლებსა და აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

„საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა სხდომა იმართება პანდემიის წესების სრული დაცვით. უფლებამოსილი პირები საუბნო საარჩევნო კომისიებში დაიშვებიან ცესკოს მიერ დადგენილი ეპიდემიური წესების მიხედვით, მათ შორის პირბადის გამოყენებით, ხელების დეზინფექციისა და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ“, – განაცხადა მიქელაძემ.

საქართველოს ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებს მოუწოდებს, აქტიურად ადევნონ თვალი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მუშაობის გამჭვირვალობა და გაიზარდოს ნდობა საარჩევნო პროცესისადმი.

წინასაარჩევნო კამპანია COVID-19-ის ფონზე - პოლიტიკური კვირის შედეგები>>

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ის კორონავირუსით ინფიცირებულთა ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში ჩატარდება.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020