Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძის და კახა კალაძის საიდუმლო ქორწილი - უცნობი ფოტო

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი წყვილი საიდუმლოდ დაქორწინდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც აქამდე არ გასაჯაროებულა

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს წლების წინ საკუთარი ქორწილის მოკრძალებული ფოტო გაუზიარა. ხელის მოწერის ცერემონია 2008 წლის 2 დეკემბრითაა დათარიღებული და მასზე ცნობილი წყვილი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებიან.

წლების შემდეგ, თბი­ლი­სის მერ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ 13-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ჯვა­რი გასული წლის ზაფხუში და­ი­წე­რეს. წყვილ­მა 15 ივ­ნისს კახეთში, გრემის მონასტერში შვი­ლე­ბიც მო­ნათ­ლა. კა­ლა­ძის და არე­ში­ძის უმ­ცრო­სი შვი­ლე­ბის ნათ­ლია სხვებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პარ­ტი­არ­ქი­ იყო. წყვილს რამ­დე­ნი­მე მეჯ­ვა­რე ჰყავს, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი და დი­ზა­ი­ნე­რი მაკა კვი­ცი­ა­ნი.

A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold) on

განსხვავებით ხელისმოწერის ცერემონიიდან, ანუ­კი არე­ში­ძეს ჯვრის­წე­რა­ზე საკუთარი დიზაინით შექმნილი, თეთ­რი ფე­რის, მხრებ­მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი, მიდი-კაბა ეცვა, თავ­ზე კი გრძე­ლი შლე­ი­ფი ეკე­თა. ქა­ლა­ქის მერი კი ნაც­რის­ფერ­სა და შავ ფერ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. ჯვრის­წე­რის შემ­დეგ წყვილ­მა სტუმ­რებს წი­ნან­დალ­ში, სას­ტუმ­რო „რე­დი­სონ­ში“ უმას­პინ­ძლა.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

 

გამოცემა Tatler-თან მიცემულ ინტერვიუში ანუკი არეშიძე დანანებით ამბობდა, რომ მას და კახის ჯვარი ამ დრომდე არ ჰქონდათ დაწერილი, თუმცა კაბა ჯვრისწერის ცერემონიისთვის საპატიო ადგილს იკავებდა დიზაინერის გარდერობში. როგორც იქნა, მშვენიერი კაბის მორგების დღეც დადგა.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

კახისა და ანუკის სიყვარულის ამბავი იტალიაში 2008 წლის 12 იანვარს დაიწყო, როდესაც „მილანის” ფეხბურთელი ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა, არეშიძე კი უკვე წარმატებული მოდელი გახლდათ.

შეხვედრისთანავე სიყვარული ორივე მათგანს ეწვია და მიუხედავად იმისა, რომ მთელი საქართველო მათი ქორწილის კადრებს მოუთმენლად ელოდა, წყვილმა 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით საზეიმო ცერემონიისგან თავი შეიკავა და ხელი საიდუმლოდ მოაწერა.

კახისა და ანუკის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი და ტემპი აქვთ, ყოფილი ფეხბურთელი ამჯამად თბილისის მერის პოზიციას იკავებს, ანუკიმ კი სამოდელო კარიერაზე საკუთარი ნებით უარის თქმის შემდეგ დიზაინერობას მიჰყო ხელი და რამდენიმე წლის წინ შექმნა ქართული ბრენდი ANOUKI, რომელმაც ყველაზე პრეტენზიული შემფასებლების კომპლიმენტებიც კი დაიმსახურა.

View this post on Instagram

😀

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

როგორი დატვირთული სამუშაო განრიგიც არ უნდა ჰქონდეს წყვილს, მათი მთავარი საზრუნავი და საფიქრალი შვილები არიან. ანუკი და კახი 4 ვაჟის მშობლები არიან: ლევანის, კახაბერისა და ვაჩეს შემდეგ, სულ ორი წლის წინ, პარიზის სამშობიაროში, ნაბოლარა ბიჭი ნიკოლასიც გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0