ტესტირება

პლუს 38: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

126
(განახლებულია 09:45 02.09.2020)
ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 1270 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 239 პაციენტია.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 38-ით გაიზარდა და 1548-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 1270 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 239 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

126
თემები:
COVID-19 საქართველოში (1832)
თბილისი

მზე, ქარი, წვიმა როდემდე შენარჩუნდება ცვალებადი ამინდი საქართველოში

22
(განახლებულია 16:05 28.09.2020)
უახლოეს დღეებში საქართველოს დედაქალაქში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი – მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ნისლი

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik. დასავლეთ საქართველოში 1 ოქტომბრამდე თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება – ხუთშაბათს წვიმაა ნავარაუდევი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 „28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება  თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 27–32 გრადუსი იქნება. 1 ოქტომბერს  კი გაწვიმდება და ჰაერის ტემპერატურა 23–28 გრადუსამდე დაიკლებს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა  პლუს 19–24 გრადუსი იქნება.

საქართველოს დედაქალაქში მოსალოდნელია  ხანმოკლე  წვიმა და ნისლი.  თბილისში ჰაერის ტემპერატურა პლუს 21–23 გრადუსი იქნება.

22
თემები:
ამინდი საქართველოში
 ილიკო სუხიშვილი

ილიკო სუხიშვილმა შვილი წლების შემდეგ იპოვა - გოგონა, რომელიც საოცრად ჰგავს მამას

140
(განახლებულია 14:42 28.09.2020)
ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. მან წლების წინ იპოვა მეორე შვილი, რომელიც რუსეთში დაიბადა

ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ილიკო სუხიშვილი ორი ქალიშვილის მამაა - დარიასი და ლიზასი. ლიზა ცნობილმა მოცეკვავემ რამდენიმე წლის წინ იპოვა და მის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა. 

გოგონა რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მა­მამ წლე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ის და­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე თვით უმ­ცრო­სია. არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გო­გო­ნას დე­და­ზე. ლიზი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მას­თან ხში­რად ჩა­მო­დის.

როგორც ილიკოს და ნინო სუხიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება, გოგონებს მამასთან ახლო ურთიერთობა აქვთ. „ილი­კოს ორი­ვე გოგო სა­ხე­ლით მი­მარ­თავს. მა­მას არ­ც ერ­თი ეძა­ხის. ძა­ლი­ან ჰგვა­ნან მა­მას, მაგ­რამ ლიზა უფრო, შავგრე­მა­ნია და ილი­კოს­ნა­ი­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ის არა­სო­დეს სა­უბ­რობს ღიად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც კი იშ­ვი­ა­თად აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნა­ლის­ტებს. თუმ­ცა ის დღემ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცია და ყვე­ლა­ზე ხში­რად მას­ზე ჭო­რა­ო­ბენ.

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში სწავ­ლი­სას, რუს გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც მალე და­შორ­და და ამ ქალ­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია (დაშა) სუ­ხიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო­ნაა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ილი­კომ ან­სამ­ბლის ერთ-ერთ წევ­რზე, ულა­მა­ზეს გვან­ცა შერ­გე­ლაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. 2001 წლის აგ­ვის­ტო­ში, უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ან­საბ­ლი გას­ტროლ­ზე ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში იყო და 21 წლის გვან­ცა ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

მას შემ­დეგ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა. მის ქა­ლიშ­ვილს და­რი­ას, კი ძი­რი­თა­დად ცნო­ბი­ლი მა­მი­და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ზრდი­და. გო­გო­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:

და­რი­ამ თბი­ლი­სის 55-ე სკო­ლა­ში ოთხი წელი ის­წავ­ლა, შემ­დეგ კი მა­მი­დამ, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რებ­ლად და სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა. გო­გო­ნას წლე­ბის წინ სურ­და მო­ცეკ­ვა­ვე გამ­ხდა­რი­ყო. რო­გორც ჩანს, ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით არ მიჰ­ყვე­ბა, თუმ­ცა, თბი­ლის­ში ყოფ­ნის დროს, სულ „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეა და ან­სამ­ბლთან ერ­თად გას­ტრო­ლებ­ზეც და­დის.

140
თემები:
სელებრითების ცხოვრება