Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არ მჯერა დღევანდელი დღის... ყოველთვის მეყვარები“ – ნახეთ ვის ემშვიდობება ნატალია

© Photo: Natalia Kipshidze / FBნატალია ყიფშიძე
ნატალია ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატალია ყიფშიძე საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესით არის განებივრებული. გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ყველა პოსტს დიდი გამოხმაურება მოსდევს. როგორც ჩანს, ნატალიას ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა.

პოპულარული ოჯახის ასევე ცნობილი წევრი ნატალია ყიფშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე წელია თინეიჯერი გოგონა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სოციალურ ქსელში პიკანტური და გამომწვევი სურათების გამოქვეყნებას არ უშინდება. თანატოლ გოგონებს შორის სითამამით გამოირჩევა და დიდ მოწონებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობების ოჯახში გაზრდილი ნატალია სულ სხვა სფეროში აღმოჩნდა. ის შეყვარებულის პროფესიით დაინტერესდა და „ჯიპაში“ ციფრული მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩააბარა.

View this post on Instagram

dad

A post shared by natalia kipshidze (@nataliakipshidze) on

ინტერვიუებში შეყვარებულზე არ საუბრობს, მხოლოდ რამდენიმე დეტალს ამხელს. საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ბიჭი გიორგი მდივანი 24 წლისაა და ციფრული მედიის სპეციალისტია. გოგონამ შეყვარებული ოჯახს გააცნო. როგორც ჩანს, ყიფშიძეებმა ნატალიას რჩეული უპრობლემოდ მიიღეს და ძალიან ემეგობრებიან.

ნატალია და კრისტი ყიფშიძეები საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესით არიან განებივრებული. გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ყველა პოსტს დიდი გამოხმაურება მოსდევს. მისი ბანკეტი, დაბადების დღე ან მეგობრებთან ჩვეულებრივი გასეირნება თანატოლების დიდ მოწონებას იმსახურებს. Instagram-ის ოფიციალური გვერდზე ნატალიას 38 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს, რომლებიც მოდელის და მსახიობის ქალიშვილს კომპლიმენტებით ავსებენ. ცოტა ხნის წინ ნატალიამ Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა და გულის ამაჩყებელი სიტყვები დაწერა. როგორც ჩანს, ცნობილი ოჯახის შვილს ძაღლი მოუკვდა.

ყველა ახალი ამბავი
0