გორის სამხედრო ჰოსპიტალი

გორის ჰოსპიტლის დირექტორი 5-8 წლის წინ გარდაცვლილებს დავალიანების დასაფარად იბარებს

1213
(განახლებულია 22:21 31.08.2020)
გორის ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ წერილები დავალიანების მქონე პაციენტებს დაეგზავნათ. თუმცა სამინისტრო აცხადებს, რომ 2009 წლიდან დაგროვილი დავალიანებები მოქალაქეებს ჩამოეწერებათ

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მოქალაქეებმა წლების წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრების სახელზე გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილები მიიღეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

მოქალაქეებმა ტელეკომპანიას 19 აგვისტოთი დათარიღებული ორი წერილი მიაწოდეს. როგორც ტელეკომპანია იუწყება, ჰოსპიტლის დირექტორი 5-8 წლის წინ გარდაცვლილებს დავალიანების დასაფარად კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში გამოცხადებას სთხოვს.

ჰოსპიტალში კი განმარტავენ, რომ წერილები დავალიანების მქონე პაციენტებს დაეგზავნათ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოქალაქეებს სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ დავალიანება ჩამოეწერებათ. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულების დავალიანება 2009 წლიდან ერიცხებათ.

„თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) გააჩნიათ 1,6 მილიონი ლარი ჩამოეწერებათ. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 1000-მდე ადამიანს შეადგენს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო დანარჩენ მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

1213
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (244)
სვანეთი ზამთარში

ქვემო სვანეთის გზებზე უამინდობის გამო შეზღუდვები ამოქმედდა

39
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვები დაწესდა გზის ლენტეხი-მელეს და მელე-ლასდილის მონაკვეთებზე

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მელე-ლასდილის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

უწყების ცნობით, ამავე გზის ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

რაც შეეხება ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტს, მათი მოძრაობა თავისუფალია.

39
საბაგირო გუდაურში

გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო

131
(განახლებულია 15:34 17.01.2021)
ძლიერმა თოვლმა და ქარმა პრობლემები ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც შექმნა. სტეფანწმინდაში ათობით მანქანაა გაჩერებული.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით ჩაირთო. ამის შესახებ Gudauri.ski-ს სათხილამურო კურორტის Facebook-გვერდზეა ნათქვამი.

მგზავრებს, რომლებიც უამინდობის გამო კობში არიან ჩარჩენილი, გუდაურში საბაგიროთი გადაიყვანენ.

„მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები: გუდაურა, ფირნი, კობი და თრუსო, ჩაირთო და იმუშავებს 17:00 საათამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მგზავრობა უფასოა. მგზავრობის საშუალო ხანგრძლივობა - 40 წუთია, აღნიშნულია განცხადებაში.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. 

აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდან აკრძალულია. გზაზე ტრაილერების 10 კილომეტრიანი რიგი დადგა.

ყაზბეგის მერი: უამინდობის გამო ყაზბეგში ჩარჩენილ ასამდე ადამიანს დახმარება გაეწია >>

 

 

131

უინტერესო, მაგრამ პოპულარული: ყველაზე პირველი ვიდეო YouTube-ზე

0
(განახლებულია 17:43 17.01.2021)
გაინტერესებთ, როგორ და რით დაიწყო "იუთუბის" არსებობის ისტორია? მაშინ ეს ვიდეო უნდა ნახოთ, იმიტომ რომ ის პირველია, რომელიც ვიდეოჰოსტინგზე აიტვირთა

დღეს ძალიან, ძალიან პოპულარული ვიდეოჰოსტინგი 2005 წლის თებერვალში შექმნა PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა. იმავე წლის 23 აპრილს კი მასზე აიტვირთა ვიდეო, რომელიც ზოოპარკში, სპილოს ვოლიერის წინაა გადაღებული.

დღევანდელილ გადასახედიდან, ეს კადრები ფრიად უცნაურად (რომ არ ვთქვათ, უინტერესოდ) გამოიყურება. მაგრამ 142 085 121 ნახვა აქვს, იმიტომ რომ ისტორიულია!

0