ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე

„დედამთილმა მთხოვა, მე დავარქმევ სახელსო... ლამის გული წამივიდა“ ხატია სიჭინავა

6841
(განახლებულია 20:01 31.08.2020)
ყოფილი ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში აქამდე უცნობ ისტორიას აქვეყნებს, რომელიც მისი შვილის დაბადებას ეხება.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანის ხატია სიჭინავასა და სპორტსმენ რამაზ ნოზაძის შუათანა ქალიშვილი 6 წლის გახდა. ოჯახმა ეს დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნა. ხატიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები ფოტოსესიიდან და გაიხსენა პატარა ევას დაბადება.

View this post on Instagram

6 წლის წინ ამირან გურგენიძემ გოგო რომ მითხრა მესამეჯერ, გამოვედი და ჩემს ქმარს დავურეკე, რომელიც საქართველოში არ იყო, "გოგოა და თუ გინდა ბიჭის სახელი დაარქვითქო" 😂😂😂😂 აშკარად არ მოუხდებოდა 😂😂😂 მერე ჩემმა დედამთილმა მთხოვა მე დავარქმევ სახელსო, მინდა ჩემი დიდი ბებიის სახელი დავარქვაო, ლამის გული წამივიდა და გონებაში წარმოვიდგინე ბევრი სახელი, რომელიც შეიძლებოდა რქმეოდა მის დიდ ბებიას 🤪 "ჩემს დიდ ბებიას ევანგელია ერქვაო" რომ მითხრა, გულში ვლოცავდი და მადლობას ვუხდიდი ევა ბებოს 😂😂😂😂 მუცლიდან რომ ამოიყვანეს, მეგონა დეჟავუ მქონდა და გაბრიელას ვუყურებდი ისე გავდა 🥰 და ასე შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში მესამე ანგელოზი, რომელმაც ჩვენ აგვირჩია მშობლებად 🥰 სულ მალე ევა 6 წლის გახდება და მოუთმენლად ელოდება თავის ფერად დაბადების დღეს 💜 თვითონაც ფერადია და იცის, რომ დედმამა ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი ცხოვრება სულ ფერადი იყოს 🤗 ტყუილად ხომ არ აგვირჩია მშობლებად ❤️

A post shared by K̸a̸t̸y̸a̸ (@katiesihinava) on

ხატიას თქმით, მესამე გოგონასთვის სახელის შერჩევა მისმა დედამთილმა სთხოვა.

„მინდა ჩემი დიდი ბებიის სახელი დავარქვაო, ლამის გული წამივიდა და გონებაში წარმოვიდგინე ბევრი სახელი, რომელიც შეიძლებოდა რქმეოდა მის დიდ ბებიას. ჩემს დიდ ბებიას ევანგელია ერქვაო, რომ მითხრა, გულში ვლოცავდი და მადლობას ვუხდიდი ევა ბებოს“, – წერს ყოფილი ტელეწამყვანი.

View this post on Instagram

Every family is beautiful but ours is my favourite. 🤟🏽❤️ @ramazi_nozadze photo by @kiddo_studio

A post shared by K̸a̸t̸y̸a̸ (@katiesihinava) on

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ნანატრი ბიჭის მშობლები 11 მაისს გახდნენ. პატარა „ჯანმრთელობის სახლში“ საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა სამყაროს. როგორც ხატიას „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული ფოტოდან ირკვევა, ახალშობილს წყვილმა მიქაელ-გიორგი დაარქვა. რამაზ ნოზაძეს საგანგებო მდგომარეობის გამო შვილთან სამშობიაროში არ უშვებდნენ, ახლა კი, როგორც გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, ის სახლშია თავის დიდ ოჯახთან ერთად.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე აქამდე სამი ქალიშვილის მშობლები იყვნენ. ხატიას და რამაზს ქალიშვილების აღზრდაში ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს. ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ბოლოს სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავდა. ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

6841
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2141)
დისტანციური სწავლება

თუ შვილის სკოლაში გაშვება არ გსურთ: განათლების სამინისტროს ინსტრუქცია მშობლებისთვის

219
(განახლებულია 19:14 30.09.2020)
ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მომატების გამო, მშობლების ნაწილი შვილების სკოლებში გაშვებას უფრთხის

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. იმ მოსწავლეთა მშობლებმა, რომლებსაც არ სურთ შვილების სკოლებში გაშვება პანდემიის პირობებში და დისტანციური სწავლებით აპირებენ სარგებლობას, ან განაცხადი უნდა შეავსონ განათლების სამინისტროს საიტზე და ან სკოლას უნდა მიმართონ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

საუბარია თბილისის, ზუგდიდის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების I-VI კლასების მოსწავლეებზე.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დისტანციური სწავლების გამოცდილება საქართველოს სკოლებში ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლიდან არსებობს. დისტანციური სწავლების შედეგად 600 ათასზე მეტ მოსწავლესა და 55 ათასზე მეტ მასწავლებელს უკვე გააქტიურებული აქვთ სპეციალური პროფილები საგანმანათლებლო ონლაინ–პროგრამებში.

სამინისტროს მხარდაჭერით, მათ აქვთ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ–ინსტრუმენტებით — Microsoft Office 365-ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS–ს, OneNote–სა და სხვა პროგრამებსა და დანართებს.

დისტანციური სწავლების კიდევ ერთი ძირითადი რესურსი საქართველოში არის „ტელესკოლა“. საგანმა ნათლებლო ტელეპროექტის ბადეში ყველა საფეხურის საგნები შედის. ამასთან მაქსიმალურადაა გათვალისწინებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ინტერესებიც.     

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I–VI კლასების მოსწავლეები სკოლებს 1 ოქტომბერს დაუბრუნდებიან.

219
თემები:
განათლება საქართველოში
ვინც პირბადიანია, ის დაცულია

ვინც პირბადიანია, ის დაცულია

79
(განახლებულია 20:47 30.09.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაიწყო. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იმდენად უფრთხის დაავადებას, რომ პირბადეს ქუჩაშიც იყენებს.
ვინც პირბადიანია, ის დაცულია

პირბადეების დეფიციტი საქართველოში არ არის, ფასებიც, გაზაფხულთან შედარებით, შემცირდა. მიუხედავად ამისა, ყველას არ შეუძლია იმდენი ნიღბის ყიდვა, რომ რეგულარულად იცვალოს – დღეში რამდენჯერმე. ხშირად ადამიანები ერთსა და იმავე ნიღაბს რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებენ, ზოგი კვირების განმავლობაშიც. სპეციალისტების აზრით, პირბადეების ასეთი გამოყენება ადამიანს დაავადებისგან ვერ დაიცავს.

დაინფიცირების რისკის შესამცირებლად საჭიროა წესების დაცვა: პირველ რიგში, ორ საათზე მეტხანს ნუ ატარებთ ერთსა და იმავე ნიღაბს, ცვალეთ რეგულარულად და ნუ შეეხებით ნიღბის ზედაპირს, სადაც შესაძლოა ვირუსი იყოს.

79
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 1 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:47 30.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება. არასასურველია შეთანხმებებსა და კონტრაქტებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია აქტიური და მტკიცე მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, წარმატების მიღწევის რწმენა, გადასადგმელი ნაბიჯების კარგად მოფიქრება, ადამიანებთან ურთიერთობები, ოჯახური და ნათესაური კავშირების გამტკიცება, საკუთარი იდეებისა და გეგმების გამხელა, კარიერასა და ბიზნესზე ზრუნვა, ფინანსური საკითხების გადაჭრა.

არარეკომენდებულია უსაქმოდ ყოფნა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე, წვრილმანებზე.

ხელსაყრელი დღეა ხანმოკლე მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0