თბილისი–ზუგდიდის მატარებლის ინფიცირებული მგზავრის კონტაქტები დადგენილია

© Sputnik / STRINGERრკინიგზის ვაგზალი
რკინიგზის ვაგზალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატარებლის მგზავრების, სასტუმროს პერსონალისა და საზკვების ობიექტის თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეებში არიან მოთავსებული.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ეპიდემიოლოგებმა ოპერატიულად დაადგინეს კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტები, რომელმაც თბილისი–ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა. მათგან ნაწილი მგზავრია, ასევე ზუგდიდში იმ სასტუმროს პერსონალი, სადაც გაჩერდა. ისინი უკვე იზოლირებული ან საკარანტინო ზონებში არიან მოთავსებული, იუწყება Rustavi 2.

სამგზავრო მატარებელი - Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირებულ ქალთან ერთად მატარებლის ვაგონში მყოფ მგზავრებს ეძებენ

ახალგაზრდა ქალი თბილისიდან ზუგდიდში 28 აგვისტოს მატარებლით ჩავიდა და სასტუმროში გაჩერდა. ვაგზლიდან სასტუმრომდე ქალმა ტაქსით იმგზავრა.

ამ დროისათვის იგი მკურნალობას სოფელ რუხის კლინიკაში გადის.

სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას თქმით, 30 წლის ქალის კონტაქტები უკვე დადგენილია.

„30 წლის ქალის კონტაქტები გამოვლენილია მატარებელშიც, სასტუმროშიც და საზკვების ობიექტებშიც. მათი ნაწილი კარანტინშია, ნაწილი – თვითიზოლაციაში", – განაცხადა თორიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 18-ით გაიზარდა და 1487-ს მიაღწია. ამასთან, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა და 1240 შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0