თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 31 აგვისტოს

111
(განახლებულია 13:29 31.08.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 31 აგვისტოს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, დუშეთის, ბოროდინის, ფაღავას, გონაშვილის, სევანის, ცისკარის, მთავარანგელოზის, გურჯაანის, მახათას, მარტყოფის, წურწუმიას, ნასაკირალის., არმაზის, ლადო მესხიშვილის, მუჯირიშვილის, ბეღლეთის, ჟონეთის, სომხეთის, აბრამიშვილის, კაიშაურის, ნიაბის, კიკეთის, მრევლიშილის, შილდის, ახალუბნის, რუისპირის, ნაქერალის, ოძისის, ფშავის, დოესის, უბილავების, ზურაბიშვილის, კასპის, გარეკახეთის, ცუცხვათის, შორაპნის, შირაქის, აწყურის, წინანდლის, ვაჟა ივერიელის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის და ზინდისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI მიკრორაიონის VIII კვარტლის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის, რაფიელ აგლაძის, ალექსი გოგოლაურის, ნადირა ხოშარაულის და სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის და გოგოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ავთანდილ ღოღობერიძის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, ტრაქტორის, ცოტნე დადიანის, ზედაზენის, ლომთათიძის, საყვირის, ხვინგიას, ვახტანგ ნინუას, ნათაძის, წიწამურის, ეკა ბეჟანიშვილის, სერგი ჭილაიას, ბაგინეთის, ქსოვრელის, ოქტომბრის და ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლებების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილის, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის, მირიან მეფის (ნაწილობრივ) და ვეფხისტყაოსანის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), სარაჯიშვილის და 8 მარტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგებ

111
თემები:
თბილისი დღეს (1741)
ტესტირება კორონავირუსზე

ლაგოდეხში კორონავირუსი ორ მცირეწლოვან ბავშვს დაუდასტურდა

18
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსზე, ნელი ხიზანიშვილზე დაყრდნობით.

ხიზანიშვილის განცხადებით, „კოვიდ-19“ ლაგოდეხში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებს დაუდასტურდათ.

მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში იგეგმება.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორონავირუსის გამოვლენის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საველე სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში 34 ინფიცირებულია.

რეგიონის მასშტაბით მოქმედ სამ საკარანტინო ზონაში 122 ადამიანი რჩება, ხოლო თვითიზოლაციაში კი 171 მოქალაქე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მონაცემებით, კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხევა გამოვლინდა.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა >>

პარასკევს კახეთის რეგიონში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 187-ით გაიზარდა და 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

18
თემები:
COVID-19 საქართველოში
ლელა წურწუმია

„ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ ხმა დავკარგე“ - ლელა წურწუმიას უცნობი ისტორია

23
(განახლებულია 17:15 18.09.2020)
ქართველი მოკაშკაშე ვარსკვლავი და ყველასათვის საყვარელი პოპ-დივა წლიდან წლამდე არ იცვლება. ლელა წურწუმიამ კარიერა 90-იანებში დაიწყო

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. მომღერალმა ლელა წურწუმიამ საკუთარ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ მაყურებელს ხმასთან დაკავშირებით, უცნობი ისტორია გაუმხილა.

მომღერლის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ხმა დაკარგა და ამას ძალიან განიცდიდა, სოლო კონცერტიც კი ჩაატარა იმის ფონზე, რომ კულისებში ექიმი ელოდებოდა და წამალს ასმევდა, თუმცა გარისკა, ოპერაცია გაიკეთა თურქეთში და ორ თვეში ხმაც დაუბრუნდა.

View this post on Instagram

#წამიყვანესიყვარულთან @nestansinjikashvili ❤️

A post shared by Lela Tsurtsumia (@lelatsurtsumia_official_page) on

ელეგანტური, ეშხიანი, განსაკუთრებული ტემბრისა და ხმის მქონე მომღერალი წლებია პოპულარობას არ კარგავს. უშუქობაში დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტია. მისი შემოქმედება ლელა წურწუმიას ქალიშვილის თანატოლებმაც კი ზეპირად იციან და ყოველ სოლო კონცერტს დიდი ინტერესით ელოდებიან.

საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.

23
თემები:
სელებრითების ცხოვრება