შორენა ბეგაშვილი

სად ცხოვრობდა შორენა ბეგაშვილი წლების წინ? - სექს-სიმბოლო გულისამაჩუყებელ ვიდეოს აქვეყნებს

29656
(განახლებულია 13:00 31.08.2020)
შორენა ბეგაშვილი რუსთავში ჩავიდა და თაყვანისმცემლებს ის კორპუსი აჩვენა, სადაც გაიზარდა. ვიდეო ემოციური სიტყვებით იწყება. ნახეთ, რას ჰყვება პოპულარული მსახიობი საკუთარ ბინაზე, რომელიც წლების წინ დატოვა...

შორენა ბეგაშვილის ბიოგრაფია ფაქტობრივად ყველამ იცის. სექს-სიმბოლომ ეროტიკული ფილმებითა და ფოტომოდელობით მიიქცია ყურადღება და ახლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია საქართველოს ტელეინდუსტრიაში. როგორც თავად ჰყვება, რთული ცხოვრების მიუხედავად ძალები მოიკრიბა, რუსთავიდან თბილისში ჩამოვიდა და კარიერა აიწყო. ნახეთ, რა ვიდეოს აქვეყნებს პოპულარული ტელესახე რუსთავიდან...

View this post on Instagram

🎼

A post shared by Shorena Begashvili (@shorenabegashviliofficial) on

„აქ გავიზარდე, რუსთავის ყველაზე ბოლო კორპუსში... ეს არის ჩემი სახლი“ - ამ სიტყვებით იწყება შორენა ბეგაშვილის მიერ გადაღებული ვიდეო. მან დედას და დას რუსთავში არსებულ ბინაში მიაკითხა, სადაც კარიერის დაწყებამდე ცხოვრობდა და იზრდებოდა. ცნობილ ქართველ მსახიობს მამა წლების წინ გარდაეცვალა, დედასთან კი, სკანდალების მიუხედავად, საუკეთესო ურთიერთობა აკავშირებს. შორენა ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ დედის გახსენებაზე გული სითბოთი ევსება და ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ცხოვრების ყველა სირთულისას გვერდით უდგას. ქალს ტელეეკრანებზე გამოჩენა არ უყვარს, მაგრამ შორენას ერთ-ერთ იუბილეზე მისმა გამოჩენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ფოტოგრაფების ობიექტივში მოექცა.

შორენა ბეგაშვილს მშობლებზე საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია. ახლა კი საკუთარ Instagram-ზე კორპუსის ვიდეოების გამოქვეყნება ჩათვალა საჭიროდ. მისი თქმით, მშობლებზე დასამალი არაფერი აქვს, უბრალოდ მამა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, დედას კი საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს, თუმცა ძალიან თანამედროვეა და მის სკანდალურ ნაბიჯებს გაგებით ეკიდება. შორენა ბეგაშვილს ქალიშვილთან ევა ბარბაქაძესთან ისეთივე ურთიერთობა აკავშირებს, როგორც მას და დედამისს. ბეგაშვილი და მისი ოჯახის წევრები დიდ ყურადღებას იქცევენ. მისი შეყვარებული, ქალიშვილი, სამეგობრო წრე და შორენას პირადი ინტერესები ბევრ კითხვას ბადებს. მსახიობი „რუსთავი 2"-ზე ახალი გადაცემით ბრუნდება. ახლა ბევრ თაყვანისმცემელს გადაცემის დაწყების ზუსტი თარიღი აინტერესებს, რომლის ანონსი უკვე მზად არის. სუპერვარსკვლავს დამაინტრიგებელი განცხადებების გაკეთება არ უყვარს, საკმარისია რაიმე სკანდალური ფოტო გამოაქვეყნოს, საზოგადოება შორენას გარშემო ხმაურს არ წყვეტს.

29656
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2107)
ადამიანები პირბადეებით

შეიძლება თუ არა ორ წლამდე ბავშვებისთვის პირბადის ტარება? პედიატრის პასუხი

15
(განახლებულია 17:42 23.09.2020)
პატარა ბავშვებისთვის პირბადეების ტარება რეკომენდებული არ არის, რადგან მათ არ შეუძლიათ მათი დამოუკიდებლად გაკეთება და მოხსნა

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ამჟამად სამედიცინო ნიღბის ტარება კორონავირუსისგან თავდასაცავად საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ორ წლამდე ბავშვებისთვის მათი გამოყენება რეკომენდებული არაა, აღნიშნა პედიატრმა მაია ხერხეულიძემ.

ცერცვაძე: შესაძლოა სასწავლო პროცესის კიდევ ორი კვირით გადადების საკითხზე მსჯელობა დაიწყოს>>

პირბადე, დისტანცია და დეზინფექცია – ეს ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციებია, რომლებსაც COVID-19–ის გავრცელების შეჩერება შეუძლია.

„ჩვენ უნდა დავიცვათ არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არამედ გარშემომყოფებისაც... მოზარდებმა და სასკოლო ასაკის ბავშვებმა პირბადე აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორ წლამდე ბავშვებში პირბადე რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა ხერხეულიძემ პირველი არხის ეთერში.

ეპიდემიური ვითარების გამწვავების გამო ქვეყანაში სასწავლო პროცესი სრულფასოვნად ყველგან ვერ დაიწყო. დიდ ქალაქებსა და ზოგიერთ სოფელში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლაში სიარული შეძლონ, ყველამ უნდა დაიცვას წესები: ატაროს პირბადე, დაიცვას ორმეტრიანი დისტანცია.

საქართველოში ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. დღეს 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 4 140 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 643, გარდაიცვალა – 25.

15
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისი

როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი ქართველი ინფექციონისტის განმარტება

49
(განახლებულია 17:03 23.09.2020)
პირბადე, სოციალური დისტანცია და დეზინფექცია – საშიში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ქართველი ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციაა.

 

თბილისი, 23 სექტემბერი  — Sputnik. საქართველო კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებას შეძლებს, თუმცა, ამისთვის ქვეყნის მოსახლეობამ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ემდელაძემ ჟურნალისტებთან. 

საქართველოში სექტემბრის დასაწყისიდან ეპიდვითარება გაუარესდა. ქვეყანაში ბოლო 24–საათში ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 „ვიცით, რომ ჩვენთან ინფიცირების წყაროები დაკავშირებულია ქორწილებთან, დაბადების დღეებთან. ჩვენ ვიცით რომ ინფიცირება ხდება პირბადეების გამოუყენებლობის გამო, ამიტომაც საჭიროა ამ კუთხით კონტროლის გამკაცრება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

თუ ინფიცირებულთა რაოდენობის უფრო მეტი ზრდა დაფიქსირდება, ვითარება გართულდება, აღნიშნა ინფექციონისტმა.

 „შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს... აუცილებელია რეკომენდაციების გათვალისწინება“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4140–ს მიაღწია, დღეისთვის შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 2 473–ია. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს – მათი რიცხვი 25–ია.

პირბადე, სოციალური დისტანცია და დეზინფექცია – საშიში ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ქართველი ეპიდემიოლოგების მთავარი რეკომენდაციაა. გარდა ამისა, ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებენ თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს – ქორწილებს, ქელეხებს, იუბილეებს და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებს.

49
თემები:
COVID-19 საქართველოში
პატარა ბავშვის კვების პროცესი

შეიძლება თუ არა ჩვილის საკვების შენახვა, როცა დედა ახალი სადილის მომზადებას ვერ ასწრებს

0
(განახლებულია 17:50 23.09.2020)
ასეც ხდება ხოლმე - დილაუთენია ადგები, პატარას აჭმევ და სამსახურში წასვლამდე სამზარეულოში ფუსფუსს იწყებ. ჩვილს სადილი ხომ უნდა დაუტოვო, რომ მომვლელმა შუადღეს კარგად დაანაყროს შენს დაბრუნდებამდე.

დატვირთული დღის განრიგი გაქვს, ამიტომ ფიქრობ, რამდენ ხანს და როგორ შეინახო საკვები მაცივარში, ყოველ ცისმარე დღეს პატარას სადილი რომ არ უკეთო. ამ საკითხზე პედიატრი და ბლოგერი თამარ ობგაიძე დედებს საინტერესო რჩევებს უზიარებს.

თამარ ობგაიძე
თამარ ობგაიძე

გაინტერესებს როგორ უნდა მოიქცე მაშინ, თუ ყოველდღე ახალი სადილის მომზადებას ვერ ასწრებ? რა თქმა უნდა პირველ რიგში უპირატესობა  უშუალოდ კვების წინ მომზადებულ საკვებს ენიჭება, რომელსაც მაშინვე აჭმევ პატარას. ახალი მომზადებული საკვები ხომ გაცილებით გემრიელიცაა და უსაფრთხოც.

მზა სადილი გაყინვის გარეშე მხოლოდ იმ დღეს ან მაქსიმუმ შემდეგ დღეს შეგიძლია გამოიყენო. აშშ წამლისა და სურსათის სააგენტო გვირჩევს, შენახვის მხოლოდ ამ მოკლე ვადას, რადგან ბაქტერიები სწრაფად იზრდება. ამიტომ შენახვისას ტემპერატურა +4-4,5 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს.

თუ კვებისას პატარა არ ამთავრებს სრულ ულუფას, დატოვებული საკვები მაცივარში აღარ შეინახო. ის აუცილებლად უნდა გადააგდო, რათა გამორიცხო ბაქტერიული დაბინძურება.

მოსამზადებლად ყოველთვის დეტალურად უნდა შეარჩიო ახალი, დაუზიანებელი პროდუქტი და კარგად გარეცხო. ამისათვის მხოლოდ წყლის გადავლებას ნუ ენდობი, ხილ-ბოსტნეულის გასასუფთავებლად სჯობს სპეციალურად მისთვის განკუთვნილი ჯაგრისი გამოიყენო.

საკვების მომზდების წინ კიდევ ერთხელ გარეცხე საჭრელი დაფები, რომელიც არ უნდა იყოს ფოროვანი. ამ ფორებში ადვილად იბუდებენ და იმალებიან ბაქტერიები.

თუ საკვების შენახვა გადაწყვიტე, მომზადებული პროდუქტები დაბლენდერების შემდეგ მოათავსე წინასწარ საპნით კარგად გარეცხილ ყინულის მოსამზადებელ ჭურჭელში, რაც საშუალებას მოგცემს საკვები კუბებად გაყინო და საჭიროებისას ის ულუფა აიღო, რამდენიც გჭირდება.

ჭურჭელს გადააფარე პოლიეთილენის თხელი გარსი, რომელიც საკვები პროდუქტებისათვისაა განკუთვნილი, შემდეგ კი ფოლგა შემოახვიე და საყინულეში მოათავსე.

როგორც კი საკვების ულუფები გაიყინება, გადმოიღე პლასტმასის სუფთა ჭურჭელში ან პაკეტში და შეინახე საყინულეში -17 -18 გრადუსზე. პაკეტს აუცილებლად დაურთე გაყინვის თარიღის ამსახველი სტიკერი.

ამ წესით გაყინული პიურე მაქსიმუმ 2 თვე შეგიძლია შეინახო.

და, ბოლოს, საკვების შესანახად ყოველთვის გამოიყენე მაღალი ხარისხის პლასტმასის ნაწარმი, რომელიც არ შეიცავს ბისფენოლს. მავნე პლასტმასის აღმნიშვნელად გამოიყენება ციფრი 7, რაც დატანილი უნდა იყოს პლასტამსის ჭურჭელის ძირზე.

ჯანმრთელობას გისურვებ!

0
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე