ქართული ოცნების ოფისი

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

176
ოფისის ყველა თანამშრომლებს ტესტირება უტარდებათ და ამ დროისთვის ლაბორატორიიდან მიღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, პარტიის პრესსამსახური ინფიცირების ფაქტს ადასტურებს.

ინფექციის დადასტურების შემდეგ გატარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდათ კონტაქტი, იზოლაციაში გადავიდნენ.

გარდა ამისა, ოფისის ყველა თანამშრომლებს ტესტირება უტარდებათ და ამ დროისთვის ლაბორატორიიდან მიღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ თანამშრომლების ტესტირება მანამდე გაგრძელდება, სანამ ინფიცირებულის ყველა კონტაქტი არ იქნება შემოწმებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში შვიდით გაიზარდა და 1469-ს მიაღწია.

პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1221 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 209 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

176
თემები:
COVID-19 საქართველოში (1756)
ეკო ფანგანი

„მიხარია, რომ შენი და ვარ...“ - ეკო ფანგანის მაღალჩინოსანი ძმა იუბილარია - ფოტოები

103
(განახლებულია 12:02 21.09.2020)
ეკო ფანგანმა ერთადერთი ძმა საზოგადოებას გააცნო. ნახეთ ვინ არის და რას საქმიანობს ცნობილი ტელეწამყვანის ძმა

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ახლა ვარსკვლავი ინფლუენსერობითაა გატაცებული. ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანობისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რადიოწამყვანობასაც ახერხებს.

სუპერ-მოდური ეკო, ტელეკომპანია „იმედის“ გარდა, რადიო „იმედის“ წამყვანობასაც პროფესიონალურად ირგებს. მას დამახასიათებელი ხმის ტემბრისა და ამბის საინტერესოდ გადმოცემის უნარის გამო უამრავი მსმენელი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ეკო სტილს დიდ ყურადღებას აქცევს. ეკოს გამოქვეყნებულ ფოტოებზე მისი გემოვნება განსაკუთრებულად მკვეთრად გამოჩნდა და ქალბატონებმა ეს სტილი მალე აითვისეს.

 

ეკო ფანგანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ თანამდებობის პირ ძმას, დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა. აღმოჩნდა, რომ ეკოს ძმა გიორგი ფანგანია, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრია.

103
თემები:
სელებრითების ცხოვრება
მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია: საქართველო კვლავ „მწვანე ზონაში“ იმყოფება

65
(განახლებულია 12:37 21.09.2020)
საქართველოში დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან  92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება. ამასთან, საქართველოში კორონავირუსიგან კიდევ ერთი, მეოცე პაციენტი გარდაიცვალა.

თბილისი, 21  სექტემბერი – Sputnik.  საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ უსაფრთხო, ე.წ. მწვანე ზონაში რჩება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 193-ით გაიზარდა. 

„საქართველო ჯერჯერობით  „მწვანე ზონაში“ რჩება – მილიონ მოსახლეზე პაციენტების რაოდენობითა და გარდაცვალების ციფრით, კვლავ უსაფრთხო ზონაში ვრჩებით, ვნახოთ, დინამიკა როგორი იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისი განცხადებით,  ქვეყანაში  12 სექტემბრიდან  კორონავირუსის ახალი შემთხვევების სამნიშნა ციფრები ფიქსირდება, თუმცა, მაჩვენებელს 200-სთვის არ გადაუჭარბებია, რაც სტაბილურ მაჩვენებელზე მიუთითებს.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება, სადაც ეპიდემიოლოგების აქტიური მუშაობის შედეგად რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.

„ცხელ წერტილად ისევ აჭარის რეგიონი და დასავლეთ საქართველო რჩება.  თუმცა, აჭარაში  ვირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება...  კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას დაიცვან რეგულაციები –  პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან  92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება. ამასთან, საქართველოში კორონავირუსიგან კიდევ ერთი, მეოცე პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3695 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

65
თემები:
COVID-19 საქართველოში (1756)
რთველი

რთველი 2020: კახეთში 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

0
(განახლებულია 13:28 21.09.2020)
მიუხედავად პანდემიის პირობებში მძიმე მდგომარეობისა, ყოველდღიურად ქარხნებს 10 ათას ტონა ყურძენზე მეტს აბარებენ

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. კახეთში რთველი დაუბრკოლებლივ მიმდინარეობს და პიკურ ფაზაშია – „რთველი 2020“–ის ფარგლებში, ბოლო მონაცემებით, 120 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

რთველი კახეთში წელს 22 აგვისტოს დაიწყო. 21 სექტემბრის მონაცემებით, რეგიონში უკვე გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი, გადამუშავების პროცესში 60–ზე მეტი ღვინის ქარხანაა ჩართული.

„რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. უკვე იწყება პიკური პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება ათი ათას ტონაზე მეტი იქნება. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოსთვის კახეთში წარმოებული ყურძნის ძირითადი ნაწილი გადამუშავებული იქნება. საკოორდინაციო შტაბი სრულადაა მობილიზებული“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, მევენახეები მოსავალს 12 საათის განმავლობაში აბარებენ მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ორი–სამი დღე რიგში უწევდათ დგომა.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა