სასწრაფო ინფექციური ტერიტორიაზე

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

200
(განახლებულია 12:18 30.08.2020)
ბოლო ორ დღეში კლინიკებიდან გაეწერა 25 გამოჯანმრთელებული პაციენტი, პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1221 ადამიანი

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში შვიდით გაიზარდა და 1469-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ბოლო ორ დღეში კლინიკებიდან გაეწერა 25 გამოჯანმრთელებული პაციენტი, პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1221 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 209 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

200
თემები:
COVID-19 საქართველოში (1789)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 24 სექტემბერს

9
(განახლებულია 17:25 23.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 23 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ლორთქიფანიძის, ჭონქაძის და იაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ვარკეთილი-3 I, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის, თრიალეთის, სადგერის, ოჯალეში, ვიქტორ კუპრაძის, რწმენის, აკაკი ჩხენკელის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, გიორგი გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

9
თემები:
თბილისი დღეს
რთველი

რთველი 2020: ფერმერებმა 148,3 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

16
(განახლებულია 08:08 24.09.2020)
საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოში „რთველი 2020“–ის ფარგლებში ამ დროისთვის  დაახლოებით 148,3 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

კახეთში ყურძნის მოსავლის აღების სეზონი 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60–ზე მეტი ღვინის საწარმოა ჩართული.  ამ დროისთვის ჩაბარებული ყურძნის ღირებულებამ დაახლოებით 148,2 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გადამუშავებულია 109,6 ათასი ტონა „რქაწითელი”, 32 ათასი ტონა  „საფერავი”, 2,3 ათასი ტონა „კახური მწვანე”, 125,1 ტონა „ალექსანდროული–მუჯურული“ და 4,1 ათასი ტონა სხვა ჯიშის ყურძენი.

16
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა