Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინი ქარსელაძის გამაოგნებელი ვიზუალი - მომღერალმა წონაში საგრძნობლად დაიკლო

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ნერვიულობისა და სტრესული პერიოდის გადალახვის შემდეგ ნინი ქარსელაძემ საგრძნობლად დაიკლო. როგორ გამოიყურება მომღერალი დედის განკურნების შემდეგ? უახლესი ფოტო Instagram- დან

რამდენიმე თვის წინ ნინი ქარსელაძე, ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია დახმარებას ითხოვდნენ. ოჯახის წევრები საზოგადოებას ლოცვასა და გამხნევებისკენ მოუწოდებდნენ. ხათუნა ჟორდანიას მძიმე დაავადება დაუდგინეს, რის გამო ის ისრაელის კლინიკაში სასწრაფოდ გადაიყვანეს. ახლა, ზურა ხაჩიძის მეუღლე თავს ბევრად უკეთ გრძნობს, მაგრამ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი არ შეუწყვიტავს. ნინი ქარსელაძეს დედის გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ამის შესახებ ხათუნა ჟრდანიამ საჯაროდ ისაუბრა. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მან რამდენჯერმე გაიკეთა ქიმიოთერაპია და ბევრად  უკეთაა. დაავადების შესახებ ოჯახის წევრებმა  შემთხვევით გაიგეს, როდესაც ხველების გამო ექიმთან მივიდნენ. ზურა ხაჩიძე საზოგადოებას დღემდე სთხოვს დახმარებას.

View this post on Instagram

@maisuradze3591 ♥️♥️♥️

A post shared by Xatuna Jordania (@xatunajordania) on


მამის გარდაცვალებისა და დედის ავადმყოფობის შემდეგ ნინი ქარსელაძემ წონაში საგრძნობლად დაიკლო. მომღერლის ფოტოები სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ნინიმ Instagram- ზე ნახევრად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა. აუზზე დასვენებისა და შოკოლადისფერი რუჯის მიღების შედეგად მას დაკლებული წონა საგრძნობლად  დაეტყო.

View this post on Instagram

N1 love❤️❤️❤️❤️

A post shared by Xatuna Jordania (@xatunajordania) on

ოჯახის განსაცდელის გარშემო უამრავი კეთილი ადამიანი გაერთიანდა, რომლებმაც ოჯახის ტკივილი და ხათუნას ავადმყოფობა გულთან ახლოს მიიტანეს და ზურასთან ერთად ლოცულობენ. ხათუნასთვის ზურასთან ქორწინება მეორე იყო. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე. ზურა ხაჩიძესთვის კი ეს პირველი ოჯახია და მათ ჰყავთ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე. ქართულ შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.

ნინი ქარსელაძე ქართველმა მაყურებელმა ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია. იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა. წლების წინ ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი ნინი ქარსელაძისა და „ქუჩის ბიჭების“ ჰიტის ჩაწერისას გაიცნეს. ახლა მათ საერთო ქალიშვილი ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. წყვილის დაქორწინება ჭორების მიუხედავად მყარი აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0