მარინა ეზუგბაია

კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ცნობილია თუ არა ინფიცირების ყველა წყარო

234
კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევიდან ინფიცირების წყარო ორ შემთხვევაში უცნობია. ეპიდემიოლოგები მის დადგენას ცდილობენ.

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების წყარო ორ შემთხვევაში უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, აქედან სამი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ორი კი შემოტანილი შემთხვევაა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, წყაროს დადგენის მიზნით ორი პაციენტის კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

„შვიდი ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით“,  - განაცხადა  ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 239 ინფიცირებული მკურნალობს. უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კი 18  პაციენტი გადის მკურნალობას.

ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად კრიტიკულია ოთხი პაციენტის მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია 16 პაციენტი.

ეპიდემიოლოგების მონაცემებით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 82%.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1462  შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 1196, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 5924  ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 209 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

234
თემები:
COVID-19 საქართველოში (1732)
ირაკლი მაქაცარია

„ამით მოხვედი?“ - ირაკლი მაქაცარია თათბირზე უჩვეულო ტრანსპორტით მივიდა - ვიდეო

76
(განახლებულია 11:49 18.09.2020)
ირაკლი მაქაცარიას გადაწყვეტილებამ კოლეგები დააბნია. ნახეთ რითია მისული „პრაიმშოუს“ თათბირზე ერთ-ერთი წამყვანი

„პრაიმშოუს“ თათბირზე, ტელეკომპანია „იმედში“ ერთ-ერთი წამყვანი ირაკლი მაქაცარია მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა ველოსიპედით დააფიქსირა. „ამით მოხვედი?“ - ეკითხება ბადურაშვილი კოლეგას. როგორც ჩანს, მაქაცარიამ გადაწყვიტა ძვირადღირებული ავტომანქანა სახლში დაეტოვებინა და არჩევანი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე შეაჩერა.

უკრაინაში მოღვაწე ცეცხლოვანი ბიზნესმენი ქართველმა ტელემაყურებლებმა თოქ-შოუ „პრაიმშოუს“ წამყვანის ამპლუით გაიცნო. მისი ქარიზმა, სექსუალური აღნაგობა და შარმი ქალების სუსტი წერტილია. 33 წლის ბათუმელი ბიჭი ნამდვილად სასურველი და „დიპლომიანი“ სასიძოა. ქართველი გოგონების გარდა, მთელი უკრაინა მოხიბლა საკუთარი შარმით, ქარიზმატულობით და ცეკვის ნიჭით.

საინტერესო ფაქტები: საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა; უმაღლესი განათლება თბილისის კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მიიღო; სპეციალობით მარკეტოლოგია; 2013 წელს დააფუძნა კომპანია Maq Entertainment, რომელიც „ბოლივუდთან“ თანამშრომლობს. ამას გარდა პოპულარულმა ტელესახემ საიუველირო ქსელი შექმნა, რომელშიც მისი დიზაინით შექმნილი აქსესუარები იყიდება.

76
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ნაცმოძრაობის ბანერი

თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბი დაარბიეს

49
(განახლებულია 14:03 18.09.2020)
უცნობმა პირებმა ქვები დაუშინეს ლევან ხაბეიშვილის შტაბს, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე  სამგორის რაიონში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება.

თბილისი, 18 სექტემბერი  — Sputnik.  უცნობმა პირებმა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი დაარბიეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

სამგორის რაიონში მდებარე შტაბზე თავდასხმა გუშინ განხორციელდა.  ორმა უცნობმა ოფისს ქვები ესროლა – ჩამსხვრეულია შუშები და დაზიანებულია ინვენტარი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართლდამცველები, ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

 „ორმა პირმა ორგანიზებულად მოიტანა ქვები, ორგანიზებულად ჩალეწა  შუშები და ეჭვი მაქვს, რომ ამ შემთხვევას „ქართული ოცნების“ პოლიცია  ორგანიზებულად არ გამოიძიებს. სამწუხაროდ, ქვეყანას ჰყავს ქვასროლია ხელისუფლება, რომელსაც დაშავების, კრიმინალის და ძალადობის გარდა, არაფერი შეუძლია და მეტიც, ქვის ხანაში უნდა დაგვაბრუნოს," - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის საპარლამენტო არჩევნებზე  სამგორის რაიონში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

49
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
სამძებრო–სამაშველო ოპერაცია

ხობში 58 წლის მამაკაცი მდინარეში  დაიხრჩო

0
(განახლებულია 16:20 18.09.2020)
ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მდინარე მუნჩიაში დღეს დილით იპოვეს. ამ დროისათვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

 

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სამეგრელოში ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მდინარეში მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცი  მდინარეზე გუშინ წავიდა. სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მდინარის დინებას ვერ გაუმკლავდა და დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, მას გულის შეტევა დაემართა.

ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მდინარე მუნჩიაში დღეს დილით იპოვეს.

ამ დროისათვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში