ვის აცრიან კორონავირუსზე საქართველოში: პირველი დეტალები

© photo: courtesy of Press service of AFK "Sistema" / გადასვლა მედიაბანკშიCOVID-19-ის ვაქცინის წარმოება ფარმაცევტულ ქარხანაში „ბინოფარმი“
COVID-19-ის ვაქცინის წარმოება ფარმაცევტულ ქარხანაში „ბინოფარმი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ქართველი ეპიდემიოლოგები დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა მისი მოწოდების თარიღი ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებები დაწყებული აქვს, განაცხადი უკვე კეთდება, პირველი არხის ეთერში განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე განაცხადი კეთდება საჭირო ვაქცინის მიღებაზე მოსახლეობის 10-დან 20 პროცენტამდე რაოდენობისთვის, რაც 400 ათასიდან 700 ათასამდე ადამიანს შეადგენს.

„დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები და მიმდინარეობს შესაბამისი განაცხადის გაკეთება. არსებობს ასეთი – ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. არის ერთიანი პლატფორმა, რომლითაც ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ვაქცინა, როცა მას ევროპული თუ ამერიკული მარეგულირებელი დაამტკიცებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: კორონავირუსთან ერთად შემოდგომაზე გრიპის სეზონიც გააქტიურდება

თუმცა, მისი თქმით, ვაქცინა წლის ბოლომდე, დიდი ალბათობით, ვერ იქნება დამტკიცებული, ამიტომ ინფექციასთან დასაპირისპირებლად დღის წესრიგში კვლავ შემზღუდავი ღონისძიებები და დისტანცირება რჩება.

მან ასევე განაცხადა, რომ ვაქცინის საკითხი სამთავრობო უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე განიხილეს.

„პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დავალებები მისცა უწყებებს. უკვე განაცხადი კეთდება საქართველოს მიერ და დიდი იმედი გვაქვს, როდესაც გახდება ხელმისაწვდომი, საქართველოს ექნება ვაქცინა. ლაპარაკია პირველ ეტაპზე მოსახლეობის 10-დან 20 პროცენტის მოცვაზე. ეს არის დაახლოებით 400 000-დან 700 000-მდე ადამიანი. განაცხადი კეთდება დაახლოებით ასეთ მოცულობაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ბოლო დღე-ღამეში 1455-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1196 ადამიანი, გარდაიცვალა – 19.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0