ეროვნული ბიბლიოთეკა

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად: ეროვნული ბიბლიოთეკა სტუმრებს ელოდება

85
(განახლებულია 16:32 28.08.2020)
ბიბლიოთეკამ მუშაობა მარტის დასაწყისიდან შეაჩერა. თუმცა, დაწესებულების დირექტორმა პანდემიის პერიოდშიც საზოგადოების სხვადასხვა ფენის დასახმარებლად არაერთი აქცია და ღონისძიება გამართა.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები 1 სექტემბრიდან გაიხსნება, დაწერა ბიბლიოთეკის დირექტორმა, ცნობილმა მწერალმა და ტელეწამყვანმა გიორგი კეკელიძემ Facebook-გვერდზე. 

 „ 1 სექტემბერს, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, სპეციალური წესების დაცვით, სამკითხველო დარბაზები მუშაობას განაახლებენ“, – წერს კეკელიძე. 


ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სპეციალური ვიდეოინსტრუქცია, რომელთა გათვალისწინებაც მოუწევთ როგორც ბიბლიოთეკის სტუმრებს, ისე თანამშრომლებს. წესებს შორისაა პირბადის ტარება, დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, ხელების დეზინფექცია და სოციალური დისტანციის მკაცრად დაცვა.

პანდემიის პერიოდში, ამ ექვსი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია აქტიურად იყო ჩართული მოსახლეობის მხარდაჭერის პროცესში. გიორგი კეკელიძის ინიციატივით ბიბლიოთეკა არაერთხელ დაეხმარა დაწესებულების ასაკოვან თანამშრომლებს, გამართა სხვადასხვა უფასო აქციები, ასევე დონორის დღეები.

85
ქეთა თოფურია

ორსული ქეთა თოფურია მუცელს ვეღარ მალავას - ვიდეო ვარსკვლავის „ინსტაგრამიდან“

27
(განახლებულია 12:21 25.09.2020)
მალე ცნობილი მომღერალი სავარაუდოდ ბიჭის დედა გახდება. ნახეთ როგორ მალავს მუცელს ახალი კლიპის გადაღებისას მომღერალი

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ფავორიტია. ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია.  რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო.

View this post on Instagram

🏝🤍

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ისაუბრებდა, თუმცა შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მაინც ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. არც ისე დიდი ხნის წინ კი ფეხმძიმობაზე ქართველ ჟურნალისტს ამომწურავი პასუხი გასცა. მიუხედავად ამისა, მის გარშემო ჭორები არ წყდება.

View this post on Instagram

💋

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. თოფურია რამდენიმე თვეა რჩეულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, მოგზაურობს და უბრალოდ ცხოვრებით ტკბება. მისი სოციალური ქსელის „სთორები“ ერთობლივი ფოტო-ვიდეოებით არის მოცული. უსიმპათიურესი ბიზნესმენი ქალბატონებში დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ცნობილმა მომღერალმა სტილის შეცვლა დაიწყო. შესამჩნევი ცვლილებები ხმაურის გარეშე არ დარჩა. არტისტის გარდერობში მომრავლდა Oversize კაბები და მაისურები, რამაც თაყვანისმცემლებს ეჭვი გაუჩინა.

View this post on Instagram

🐚🤍💫

A post shared by Keti Topuria (@keti_one_official) on

ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერენ, თაყვანიმცემლები კი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქეთას მალე ვაჟი ეყოლება. მომღერალმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ჯგუფის ახალი კლიპის გადაღების მოედნიდან ვიდეო გამოაქვეყნა. ვარსკვლავს უკვე უჭირს აშკარად გაზრდილი მუცლის დამალვა.

27
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ლაბორატორია

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

37
(განახლებულია 11:44 25.09.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 4664 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1759, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 26 ადამიანი.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 4664 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1759, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 27 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

37
თემები:
COVID-19 საქართველოში