როგორია შატილში დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა? რატიანის განმარტება

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმებს იმედი გაუჩნდათ – ავტოავარიაში დაშავებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, რაც თავდაპირველად კრიტიკულად ფასდებოდა, პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას გადარჩენილი სამი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაში დადებითი დინამიკაა შენარჩუნებული, განაცხადა ჟურნალისტებთან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა. 

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი - Sputnik საქართველო
მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორეს შატილის ტრაგედიასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა

23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან მიკროავტობუსი გადავარდა, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. მათი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად შეფასდა. ორ პაციენტს შინაგანი სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მათ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ.

რატიანის განმარტებით, უარყოფითი გამოვლინება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება, თუმცა დაშავებულები კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩებიან.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0