თამო ვაშალომიძე

ფეხმძიმე თამო ვაშალომიძემ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა ფოტომოდელი ქერა თმით გამოჩნდა

739
(განახლებულია 19:22 27.08.2020)
ფოტომოდელი ასეთი ექსტრავაგანტული ჯერ არასდროს ყოფილა. თამამი გადაწყვეტილება და გაოცებული თაყვანისმცემლები. თამო ვაშალომიძე მოკლე კარეთი და ქერა თმით გამოჩნდა.

სკანდალური თამო ვაშალომიძე მორიგ ექსპერიმენტს დათანხმდა. ფოტოსესიების მიყვარულმა „სელებრითმა“ ახალი იმიჯი მორიგო. თამოს გვერდზე გამომწვევი ფოტოების რაოდენობამ იკლო. ახლა ის ყურადღებას სტილის შეცვლითა და მოულოდნელი გადაწყვეტილებებით იქცევს. ვაშალომიძის მორიგი ექსპერიმენტი - გრძელი ყავისფერი თმიდან მოკლე კარემდე. როგორ გამოიყურება სექსუალური მოდელი ახალი ვარცნილობით?

View this post on Instagram

🤎

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

ერთი თვის წინ თამო ვაშალომიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით მორიგი გამოკითხვა მოაწყო. გამოცდილი და მომავალი დედიკოები მისი მეორე შვილის სქესის ამოსაცნობად ძალებს არ იშურებდნენ. თამო ვაშალომიძის ერთგული „ფოლოვერების“ გამოკითხულთა უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ მალე ის მეორე ნახევარს ვაჟს აჩუქებს.

View this post on Instagram

@dress_tbilisi ♥️♥️♥️♥️

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

ცნობილი ფოტომოდელის და „ინფლუენსერის“ გულშემატკივრები არ შეცდნენ. გამოკითხვის შემდეგ ვაშალომიძემ ცისფერი ბუშტებითა და ულამაზესი ლურჯი ყვავილებით მორთულ კაბაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც უკან ბანერზე წარწერა IT’S A BOY ამშვენებს. რამდენიმე საათში ფოტოსურათმა 11 ათასზე მეტი მოწონება და უამრავი მილოცვა დაიმსახურა. მათ შორის ცნობილი ქართველებიც არიან.

View this post on Instagram

😉

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება.

View this post on Instagram

💜

A post shared by Tamo Vashalomidze (@tamovashalomidze) on

ქალიშვილის გაჩენის შემდეგ ერთ-ერთი ქართველი სექს-სიმბოლო სატელევიზიო სივრციდან თითქმის გაუჩინარდა. ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ საჯაროდ თავად განაცხადა, რომ შეყვარებულია და სოციალური აქტიურობისა თუ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილებისთვის აღარ სცალია.

739
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2112)
ლაბორატორია

მიტროპოლიტი გერასიმე კორონავირუსზე ტესტის ჩატარებას  გეგმავს

34
(განახლებულია 10:10 25.09.2020)
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს–ცენტრი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამავე ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. 

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს–ცენტრი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამავე ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. 

„ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს, რომელიც თბილისიდან  ამ დღეებში დაბრუნდა. თავად მიტროპოლიტი გერასიმე PCR–ტესტის ჩატარებას დღეს გეგმავს“, – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, PCR–კვლევა ჩაუტარდა ინფიცირებული მესანთლე ქალის კონტაქტებს. მათი პასუხები უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

34
თემები:
COVID-19 საქართველოში
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 25 სექტემბერს

31
(განახლებულია 20:56 24.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 25 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეივნის დასახლების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

31
თემები:
თბილისი დღეს
თეთრ და მუქნაჭუჭიანი კვერცხები კალათში

ფერმერი საგონებელშია: ქათამმა უცნაური კვერცხი დადო - ვრცელდება ვიდეო

0
(განახლებულია 10:13 25.09.2020)
ფერმერ ქალს წარმოდგენა არ აქვს, რას შეიძლებოდა მოეხდინა გავლენა კვერცხის უცნაურ შეფერილობაზე, ვინაიდან ყველა ქათამს ერთნაირად კვებავდა

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია ცზიანსუს ფერმაში ქათამმა მწვანე კვერცხი დადო და ფერმერი საგონებელში ჩააგდო, წერს გამოცემა Daily Star-ი.

მეურნეობის მეპატრონე გაო გაოცებული დარჩა, როდესაც მისმა ქათამმა მწვანე ლაქებიანი კვერცხი დადო. ჩინელმა ქალბატონმა თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს, კონკრეტულად თუ  რას შეეძლო კვერცხის შეფერილობაზე გავლენის მოხდენა.

„ეს კვერცხი იგივე ზომისაა, როგორიც სხვები, მაგრამ მწვანე ხალებითაა დაფარული. ჩემს ეზოში შვიდი ქათამი და ერთი მამალია. მე მათ ერთნაირად ვაჭმევდი: სიმინდს, ბოსტნეულსა და სხვა მწვანილეულს“, — განმარტა მან.

სუციანის მეცხოველეობისა და ვეტერინარული სადგურის უფროსმა ვეტერინარმა ჩჟან ვენჩენმა თქვა, რომ კვერცხმა შეიძლება გარეგანი ზემოქმედება ჯერ კიდევ ქათმის შიგნით განიცადა. მან დიასახლისს ურჩია, რომ უცნაური კვერცხი არ ეჭამათ.

0
თემები:
მსოფლიო დღეს